ORZA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს Orza, მიმართულების უეცარი ცვლილებისას, დივერგენციის სულს მოიცავს — როგორც გამოწვევებისა და აღმოჩენათა საოცრებების განსხეულებას. ყოველი მომენტი ხომ უნიკალური და დაუვიწყარია.
Not Chosen
Orza იტალიურად იალქნიანი ნავის ქიმის ქარის მიმართულებით მიბრუნებას აღნიშნავს:
ამ დროს, ქარი ხომალდს წინიდან უბერავს და შედეგად, მის მსვლელობას მიმართულებას უცვლის. მოცემულ მანევრს მეზღვაურები კურსის და პერსპექტივის ცვლილებას უწოდებენ.
Tiziana Terenzi-ს ინოვაციური სურნელოვანი ქმნილება — Orza, გამოწვევებისა და საოცრებების ყოველი ელემენტის მომცველ ახალ თვალსაწიერს გვიშლის. ცვლილებები ყოველთვის ჯადოსნობებს გამოაღვიძებს, თუმცა, ამავდროულად, სირთულეებსაც გვიქადის. ცხოვრებაც ხომ ღია ზღვაში ნაოსნობას ჰგავს: ხანდახან ქარის მიმართულებით ვცურავთ, ხან კი — საწინააღმდეგოდ, მანამ, სანამ ახალი დასაწყისისკენ მიმავალ ახალ მარშრუტს აღმოვაჩენთ!
Orza-ს სურნელი ხილის ნოტების აფეთქებით იშლება: მწვანე ვაშლი, კალაბრიული მანდარინი და რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) წითელი ქლიავი ხაზგასმულია ქოქოსის და დოლომიტების ტყის კენკრის — ჟოლოსა და მაყვლის ნოტებით.
ხილისებრ თაიგულს გარს ეკვრის ძვირფასი ყვავილების — მექსიკური მაგნოლიის და ჰიმალაური ორქიდეის მკვეთრად მგრძნობიარე, მომაჯადოებელი არომატები.
კომპოზიციის ჟღერადი გახსნა ნაზად განისვენებს ამაღლებულ ყვავილოვან გულში, სადაც ბულგარული ვარდის ელეგანტურობასთან შერწყმული ინდური ჟასმინისა და ხეობის შროშანის მხიარული სურნელი შეიგრძნობა.
ამ არასტაბილური პირამიდის გასამყარებლად, მართლაც ძლიერი სვეტებია საჭირო: მათი ფუნქცია ავსტრალიურმა სანდალის ხემ შეითავსა (სანდალვუდი/სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), რომელიც მკაცრადაა მიბმული ბენზოინის ძალასა და ამბრის სინაზესთან (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით. ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით).
საბაზისო ნოტებს არბილებს თეთრი მუშკის (იგივე სინთეტიკური მუშკი) სინუსური სიტკბო და მადაგასკარული ვანილის ოსტატური ნაზავი კარამელის გურმანულ შტრიხთან.
გამხსნელი ნოტები:
მწვანე ვაშლი, კალაბრიული მანდარინი, რომანიული წითელი ქლიავი, ქოქოსი, ჟოლო, მაყვალი, მექსიკური მაგნოლია, ჰიმალაური ორქიდეა
გულის ნოტები:
ინდური ჟასმინი, ბულგარული ვარდი, ხეობის შროშანი
საბაზისო ნოტები:
ამბრი, ავსტრალიური სანდალვუდი, ბენზოინი , თეთრი მუშკი, მადაგასკარული ვანილი, კარამელი
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Coumarin, Linalool, Benzyl Benzoate, Geraniol, Hydroxycitronellal, Benzyl Cinnamate, Farnesol, Amyl Cinnamal
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.