მთავარიშოპისუნამო

OMICRON

OMICRON

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Omicron-ის სურნელი, მზის ოქროსფერი სხივების წვიმასავით იშლება

მოცულობა:

Not Chosen

1,425.00 ₾
აღწერა

ზოგი ვარსკვლავი, მხოლოდ იმიტომ არ კაშკაშებს, რომ გააღმერთონ: ისინი, ჩვენთვის ამბების თხრობის მიზნით შეიქმნა. სწორედ ასე მოხდა ერთ საღამოს, როდესაც პაოლო და ტიციანა, იალქნების თანავარსკვლავედის მანათობელი ბილიკების კვალდაკვალ, ცაზე მოციმციმე დახვეწილმა წერტილმა — ომიკრონმა მიიზიდა. ის, ვარსკვლავებს შორის ყველაზე თვალშისაცემი ნამდვილად არ იყო, თუმცა, მის ნათებას, რაღაც მაგნიტური, მდუმარე გამოძახილი ახლავდა, საოცრებებს რომ უქადდათ.

იმ ციური ხილვის შთაგონებით დაიბადა Tiziana Terenzi-ს Omicron — მდიდრული, საიდუმლო არომატი, რომელიც ასტრალურ მეგზურებთან — ამავე ბრენდის Vele-სა და Phivele-სთან ერთად, იდეალურ ჰარმონიაში პულსირებს.

Omicron, არა მხოლოდ, არომატ Vele-ს სურნელოვანი ინტერპრეტაცია, არამედ — სინათლესა და მატერიას შორის, სიმძაფრესა და გამჭვირვალობას შორის დამყარებული ბალანსის ზეიმია!

თუ Tiziana Terenzi-ს Phivele, არომატ Vele-ს დეკონსტრუქციასა და ეთერულ სუნთქვაში ამაღლებას გვთავაზობს, Omicron, მისი ყველაზე გარემომცველი კომპონენტების შეკრებით, Vele-ს სურნელს, მგრძნობიარობის და სითბოს სიმფონიად გარდაქმნის. თითქოს, იალქნების თანავარსკვლავედს, ბრენდის თითოეული არომატისთვის, საკუთარი სულის ფრაგმენტი გაუზიარებია, რომელიც შეგიძლია, როგორც დამოუკიდებლად, ასევე — ფენების უსასრულო კომბინაციების სურნელოვან თამაშში შერწყმული აღმოაჩინო.

Omicron-ის სურნელი, მზის ოქროსფერი სხივების წვიმასავით იშლება: სიცილიური გრეიფრუტი, რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი, სიცილიური ფორთოხალი და ამალფის სანაპიროს ლიმონი, ბულგარული ვარდის აბსოლუტის აბრეშუმისებრ მორევებს შორის, გრძნობათა მყისიერად მაფხიზლებელ სიგრილისა და დიდებულების თაიგულში ცეკვავენ.

კომპოზიციის გული, ზეციური ელეგანტურობის შენარჩუნების კვალდაკვალ, ხავერდოვან და გურმანულ ხასიათს იძენს: რომანიული ატამი გადახლართულია პიემონტის უიშვიათესი, კრემოვანი კაკლის და შრი-ლანკის სამეფო ქოქოსის წვენის ძვირფასი ნოტებით დაკოცნილ, არომატის ეგზოტიკური, მეფური შტრიხებით გამამდიდრებელ გრასის არისტოკრატულ ჟასმინთან.

გამხსნელი და გულის ნოტების სურნელოვანი ბილიკი, გრაციოზულადაა გადაჭიმული ბაზაზე, რომელიც მზის ჩასვლისას გამეფებულ სიმშვიდეს მოგაგონებთ: კუბური კედარის ხე და ავსტრალიური სანდალის ხე იამაიკის ფრანჟიპანის სინაზესა და რომანიული არყისხის გადამწყვეტ სუნთქვას ერწყმის; რუხი ამბრი და მაგადასკარული ბურბონის ვანილი კი, Omicron-ის სურნელს, ღრმა, ხავერდოვანი სიტკბოთი აგვირგვინებს.

ეს სუნამო გიბიძგებთ, დაჰყვეთ ბალანსის ნებას, თავისი მშვენიერებით მოგიცვათ; იალქნების თანავარსკვლავედის მანათობელ გზებზე იმოგზაუროთ და გააცნობიეროთ, რომ ვარსკვლავთა უხილავ ცეკვაში, თითოეული მათგანის არსი, ჩვენს ცნობიერში ღრმად ჩამარხულ ჭეშმარიტებას მალავს.

გამხსნელი ნოტები:

ბულგარული ვარდის აბსოლუტი*, სიცილიური გრეიფრუტი, რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი, სიცილიური ფორთოხალი, ამალფის ლიმონი

(*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით)

გულის ნოტები:

რომანიული ატამი, გრასის ჟასმინი, პიემონტის კაკალი, შრი-ლანკური სამეფო ქოქოსის წვენი

საბაზისო ნოტები:

კუბური კედარის ხე, ამბრი, ავსტრალიური სანდალის ხე, იამაიკური ფრანჟიპანი, რომანიული არყისხე, მადაგასკარული ბურბონის ვანილი

Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Hexamethylindanopyran, Tetramethyl Acetyloctahydronaphthalenes, Vanillin, Limonene, Citrus Aurantium Peel Oil, Citrus Aurantium Bergamia (Bergamot) Peel Oil, Coumarin, Geraniol, Linalyl Acetate, Citrus Limon (Lemon) Peel Oil, Pinene, Linalool, Hydroxycitronellal, Farnesol, Trimethylcyclopentenyl Methylisopentenol, Citral, Rose Ketones, Santalol, Benzyl Alcohol, Terpineol, Citronellol, Geranyl Acetate, Beta-Caryophyllene, Jasmine Oil/Extract, Citrus Aurantium Flower Oil, Terpinolene, Alpha-Terpinene, Carvone

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.