მთავარიშოპისუნამო

NERO OUDH

NERO OUDH

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Nero Oudh-ის სურნელი, ახალი მთვარის მსგავსად, ხელახალი დაბადებისკენ მიგვიძღვის და უხვი იღბალი მოაქვს მათთვის, ვისაც ბედმა მისი გამოყენების პრივილეგია არგუნა; რადგანაც, როგორც პაოლო და ტიციანა ხშირად აღნიშნავენ, „ჩვენ კი არ ვირჩევთ სუნამოს, არამედ, ის თავად

მოცულობა:

Not Chosen

1,035.00 ₾
აღწერა

ეს სურნელოვანი ქმნილება საოცარი აღმოჩენის შესახებ გვიამბობს, რომელიც ტიციანამ და პაოლომ ბავშვობის შთამბეჭდავი მოგზაურობისას, იტალიის ყველასთვის საყვარელ, უნიკალურ ქალაქ მილანში გააკეთეს: მოცემული მიგნება, ახალ მთვარეს, იგივე შავ მთვარეს ეხება. მთვარის აღორძინების ამ ციკლს, ბევრი, კარგ ნიშნად — იღბლის, კეთილდღეობის და ბედნიერი მომავლის სიმბოლოდ მიიჩნევს.

მილანი აქტიური, ინდუსტრიული ქალაქია, რომელსაც არასოდეს სძინავს; მუდამ ცოცხალი და ახალი ტენდენციებით სავსე. იქ დაბადებული ტენდენციები, სულ მალე, მთელი მსოფლიოს მოდის კანონებს წერს.

პაოლო და ტიციანა მილანში პაპასთან ერთად მოგზაურობდნენ, რომელიც, ახალგაზრდობაში, იტალიის კავალერიის ოფიცრად მსახურობდა. მათი ბავშვური თვალისთვის, ქალაქი უზარმაზარი მოჩანდა, აღმაფრთოვანებელი, კაშკაშა შუქით სავსე და ღამის ცის ვარსკვლავების მსგავსად, მარადიულად მფეთქავი. ბრერას უბანში სეირნობისას, ვიტორიო ემანუელეს გალერეის გუმბათისკენ რომ მიაბიჯებდნენ, ზაფხულის ჰაერი, ყოველი კუთხიდან, ნაირფეროვან არომატებს აფრქვევდა. ქალაქს მედიდურად დაჰყურებდნენ დიდებული ისტორიული ნაგებობები, მათი საიდუმლოებები და მისტერიები კი — სურნელოვანი ხის გიგანტურ კარიბჭეებს მიღმა მიმალულ ფანტასტიკურ ამბებში გახვეულიყო.

ღამით, დუომოს მოედნის შუაგულში, პირველად ნახეს მიუწვდომელი ციური სხეულის —შავი მთვარის ამოსვლა, რომელიც ასე ჰგავს Tiziana Terenzi-ს უნიკალური, ექსკლუზიური ქმნილების — Nero Oudh-ის („შავი უდი“) აკრობატულ ალქიმიას.

არომატის სურნელი იტალიური ზაფრანის ცქრიალა, ძვირფასი ინტენსივობით იშლება. მისი ნოტები, სპეციალურად შერჩეული ყვავილების ფურცლების მძაფრ თაიგულს ეკვრიან გარს. ილანგ ილანგის და კვიპრიოლის (კვიპრიოლი/ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) ფისით გაჟღენთილი ბულგარული დამასკოს ვარდი და ვარდისფერი გერანიუმი (გერანიუმი: ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) კომბინირებულია ძვირფას მაგნოლიასთან, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთი დღით ყვავის.

გამძლე და ელეგანტური გამხსნელი ნოტები ძლიერ, მეფურ გულში განისვენებენ, სადაც არისტოკრატული კეთილშობილურობის იშვიათი ფესვები — ორისის (ორისი: ზამბახის აკორდი) ნოტები გარშემორტყმულია ძვირფასი კუბური კედარის და გაიაკის ხის სურნელით. გურჯუმის ბალზამის (საკმეველისებრი სურნელი თბილი, ხისებრი, ტკბილი და ამავდროულად მშრალი, ფიჭვის, პაჩულისა და ქაფურის ნოტების გაელვებით შემკული ბალზამისებრი და ფისოვანი აკორდებით) ფისები ერთგვარ ხიდებს წარმოქმნის კომპოზიციის ინტენსიური, მეფური ბაზის დამაჯერებელ, ბეტონივით მყარ ძალასთან, რომელიც უძვირფასესი მერქნებისა და ტერენცების საოჯახო სურნელოვანი ბიბლიოთეკის უძველესი ესენციების კომბინაციითაა შექმნილი.

საბაზისო ნოტებს შორის, თავდაპირველად, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ჟღერს; შემდეგ — ინდური შავი უდი (იგივე აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით).

45 წელზე მეტხანს, წითელი პაჩულის ესენციით გაჟღენთილ დიდებულ მუშკს, ტაიტური ვანილის ყვავილები და სანდალის ხის (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ქერქი ატკბობს.

Nero Oudh-ის სურნელი, ახალი მთვარის მსგავსად, ხელახალი დაბადებისკენ მიგვიძღვის და უხვი იღბალი მოაქვს მათთვის, ვისაც ბედმა მისი გამოყენების პრივილეგია არგუნა; რადგანაც, როგორც პაოლო და ტიციანა ხშირად აღნიშნავენ, „ჩვენ კი არ ვირჩევთ სუნამოს, არამედ, ის თავად გვირჩევს ჩვენ“.

გამხსნელი ნოტები:

კვიპრიოლი (რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით), მაგნოლია, ილანგ ილანგი, ბულგარული ვარდი, ზაფრანა, გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი)

გულის ნოტები:

გურჯუმის ბალზამი, კედარი, ორისი (ზამბახის აკორდი), გაიაკის ხე

საბაზისო ნოტები:

ამბრი, პაჩული, სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ვანილი, მუშკი, უდი 

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Citral, Cinnamyl Alcohol, Benzyl Cinnamate, Geraniol, Methyl 2-Octynoate

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.