მთავარიშოპისუნამო

MORO DI VENEZIA

MORO DI VENEZIA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Moro Di Venezia („ვენეციის მავრი“) ასახავს მოგზაურობას იტალიის ყველაზე იდუმალ ქალქ ვენეციაში.

მოცულობა:

Not Chosen

1,035.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Moro Di Venezia („ვენეციის მავრი“) ასახავს მოგზაურობას იტალიის ყველაზე იდუმალ ქალქ ვენეციაში.

ვენეცია — მაგიური, მოჯადოებული ადგილია: მისი ანტიკური ნაგებობებით მორთული ვიწრო ქუჩები, ხიდები და არხები, დღემდე ამაღელვებელი და საიდუმლო ისტორიების მცველია; ის ქალაქი, ზღვაზე მოტივტივე სამყაროა, ფაქიზი და ამავდროულად — ძლიერი, Terenzi-ს არომატების მსგავსად უნიკალური და განუმეორებელი; მას შესწევს უნარი, ეს ჰაეროვანი და გრაციოზული ემოციები დაუსრულებელ მოგზაურობაში გაიყოლოს.

პაოლო და ტიციანა, ბავშვობაში, ტერიტორიული სიახლოვის გამო, ოჯახის წევრებთან, მათ შორის — ბებიასა და პაპასთან ერთად, ვენეციას ხშირად სტუმრობდნენ. ბავშვების თვალით აღქმული ემოციებით და უდარდელი მხიარულებით აღსავსე მოგზაურობები, დღეს, Tiziana Terenzi-ს სპეციალური კოლექციის — Luna-ს („მთვარე“) ძვირფას ამპულებშია მოქცეული: სუნამო Moro Di Venezia-ს შემადგენელ გამოსახულებათა არაბესკს ვენეციის სიცოცხლით სავსე ბაზარში გატარებული დღე, სანელებლების სურნელები, დამდეგი ჯადოსნური გაზაფხულისთვის მზადება წარმოქმნის…

არომატის სურნელი ციტრუსოვანი ხილის აფეთქებით იშლება: კალაბრიული ბერგამოტი და სიცილიური გრეიფრუტი კასისის (კასისი: შავი მოცხარის ტკბილი აკორდი) და ანანასის ტკბილ საწოლზე განისვენებენ.

დიდყვავილა ჟასმინის და აფროდიზიაკური ამბრის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) დამაჯერებელი აფეთქების გარემომცველ იის და ხეობის შროშანის ესენციების დახვეწილ კავშირში, ამ საზღვაო ქალაქის სულის ამოკითხვაა შესაძლებელი — დროის მსვლელობის, კათედრალების ანტიკური დიდებულების, მეზღვაურთა სიყვარულის წარმოსახვა: ვენეცია ხომ მსოფლიოს ყველაზე არისტოკრატული, ცნობილი ქალაქია.

მხოლოდ გაზაფხულის თანმხლები სიგრილისა და სიმსუბუქის სურათზე შეიგრძნობა მუხის ხავსის საბურველში გახვეული ჰინოკის (იაპონური კვიპაროსი) დამაჯერებელი გაელვება, რომელსაც მადაგასკარული ვანილის ნოტების გამაძლიერებელი მუშკის მდუმარე ძალა ეგება ფარდაგად.

Moro Di Venezia უცნობ, იდუმალ აღმოსავლეთში მოგზაურობის სურნელია, ზღვის ჰორიზონტის სრულ სიგრძეზე გადაჭიმული სურვილებით აღსავსე მირაჟი.

გამხსნელი ნოტები:

გრეიფრუტი, ანანასი, ბერგამოტი, კასისი (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი)

გულის ნოტები:

ია, ხეობის შროშანი, ჟასმინი, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)

საბაზისო ნოტები:

მუხის ხავსი, ჰინოკი (იაპონური კვიპაროსი), მუშკი, ვანილი

Alcohol Denat., Parfum, Alpha-Isomethyl Ionone, Linalool, Limonene, Citronelloll, Farnesol, Hydroxycitronellal, Benzyl Alcohol, Geraniol, Citral

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.