MIRACH
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
მირახი ანდრომედეს თანავარსკვლავედის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ვარსკვლავია: მის ცნობადობას წარმოუდგენელი გაბარიტები განაპირობებს: ჩვენს მზეზე ოთხჯერ დიდია, რის გამოც, წითელი გიგანტების კლასიფიკაციას მიეკუთვნება და შესწევს უნარი, მდუმარე კოსმოსში სინუსურ ტრ
Not Chosen
მირახი ანდრომედეს თანავარსკვლავედის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ვარსკვლავია: მის ცნობადობას წარმოუდგენელი გაბარიტები განაპირობებს: ჩვენს მზეზე ოთხჯერ დიდია, რის გამოც, წითელი გიგანტების კლასიფიკაციას მიეკუთვნება და შესწევს უნარი, მდუმარე კოსმოსში სინუსურ ტრაექტორიაზე მოცეკვავე ცეცხლის უზარმაზარი სპირალები გამოუშვას.
Tiziana Terenzi-ს ქმნილება Mirach, სწორედ მირახის ძლიერ და ამავდროულად დახვეწილ ცეცხლს მოიცავს, მისი სურნელოვანი აკორდები კი კანზე სინუსურად, მერყევი რიტმებით ცეკვავენ. Mirach — შორეული ექოების ცეცხლის ალია, ერთმანეთს რომ დასდევენ, ასწრებენ და უწმინდესი სილამაზის ფუნდამენტური ბრწყინვალებისკენ მიისწრაფვიან.
არომატის სურნელი ჰაეროვნად მსუბუქი და დახვეწილი, თითქმის მდუმარე ორთქლით იშლება: სიცილიური ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით) კომბინირებულია სურნელოვან დამასკოს ვარდსა და იტალიურ ზაფრანასთან, კონტრაპუნქტში კი, მის ციტრუსოვან ნოტებს, მუსკატის კაკლის ძალა ამყარებს.
სპირალურად მოძრავი მაღალი ნოტების კონცერტი უნისონში ერწყმის დამასკოს და მუსკატის ვარდების ფურცლებს, რომლებიც მძლავრ მერქნებზე — პაჩულის და თეთრი უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ფენაზე განისვენებენ. ეს ყოველივე გახვეულია ქვიშის მხურვალების — Terenzi-ს ბიბლიოთეკის მორიგი განთქმული, ექსკლუზიური მოლეკულის, დავანას (არტემიზია პალენსი) სიგრილისა და რუხი ქარვის მემკვიდრეობითი მგრძნობიარობის საბურველში.
დაუჯერებლად აკრობატული თაიგული, ყნოსვით ბაგირზე დადის, უფრო სწორად, მიქრის სპირალისებრი სარჩულის კვალდაკვალ, უწყვეტ და განუმეორებელ ევოლუციებში რომ მაღლდება და ეცემა: მადაგასკარული ვანილის წიპწები სიტკბოს კომბინაცია ბენზოინის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) ჰიპნოზური ფისის სურნელთან, მტკიცედაა დაწყვილებული ძვირფასი კამბოჯური უდის ელეგანტურობასთან. საბაზისო ნოტებს სიტკბოს მატებს ინდური სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით).
Tiziana Terenzi-ს სუნამო Mirach, ცეცხლის ალის ჰიპნოზურ სპირალში მოქცეული მგზნებარე და მაცდური ემოციების ნაკადია ძვირფასი ხეების მეფური შტრიხით — არომატი, რომელიც წამიერი სილამაზის მუდმივი დევნის დაუვიწყარი მოგზაურობის საბურველით შეგმოსავთ!
გამხსნელი ნოტები:
ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით), დამასკოს ვარდი, ზაფრანა და მუსკატის კაკალი
გულის ნოტები:
მუსკატის ვარდი, დამასკოს ვარდი, პაჩული, თეთრი უდი (იგივე ბუაიას უდი/აგარვუდი), დავანა (არტემიზია პალენსი), რუხი ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და თბილი ქვიშის ნოტი
საბაზისო ნოტები:
ვანილის წიპწები, სტირაქსის, ბენზოინი, სანდალვუდი და უდი
Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Limonene, Citronellol, Linalool, Hydroxycitronellal, Coumarin, Citral, Farnesol, Geraniol, Benzyl Alcohol, Eugenol, Isoeugenol, Benzyl Benzoate
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.