MAREMMA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Maremma („მარემა“), ტოსკანაში დანთებული კოცონის ხმა და სურნელია…
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Maremma („მარემა“), ტოსკანაში დანთებული კოცონის ხმა და სურნელია…
ეს საოცარი სურნელოვანი მოგზაურობა ტოსკანის შესახებ, მარემას მთებზე და ხეობებზე გვესაუბრება; იქაურ ბუტეროებზე, იგივე ცხენების მწყემსებსა და მათ ცხენებზე გვიამბობს და მარემას ლანდშაფტების ძალას აფრქვევს ხილისებრ-ყვავილოვანი ნოტებით და ტყავის და მერქნების ძლიერი აკორდებით, რომელთა კომბინაციაც, სურნელის ხანგრძლივ მდგრადობას განაპირობებს.
პარფიუმერების — ტიციანასა და პაოლოს საოცარი მოგზაურობის მორიგი გაჩერება ტოსკანაა: მარემას არც თუ ისე რომანტიკული, ნაკლებად ცნობილი მთები და ხეობები. იქაური ბუნება, მარემას მაცხოვრებლების მსგავსად, მკაცრი და ძლიერია და მის პეიზაჟებზე დაუღალავად მონავარდე დიდებულ, ამაყ ცხენებს ჰგავს.
მარემა იდეალური საბანაკე ადგილია ხელუხლებელ, ველურ ბუნებაში; ბუტეროებსა და მათ მშვენიერ ცხენებთან ერთად.
ტერმინი „ბუტერო“ ბერძნული სიტყვა boútoros-იდან (ხარების მწყემსი) მომდინარეობს და მარემაში, ცხენების მწყემსს აღნიშნავს; ფართო გაგებით კი, ამერიკული კოვბოის ექვივალენტად შეგვიძლია, მივიჩნიოთ.
Tiziana Terenzi-ს მრავალფასადური სუნამო Maremma, მარემას ძალას ასხივებს და სწორედ იქაურ პეიზაჟებში გავრცელებული ხილის და ყვავილების ნოტებს აერთიანებს, არომატისთვის დაუჯერებლად ხანგრძლივი მდგრადობის მიმნიჭებელ ტყავისა და მერქნების ძლიერ ტონებთან ერთად; სუნამოს შავი ფლაკონი კი იმ ველური და შთამბეჭდავი მხარის — იტალიის ერთ-ერთი ყველაზე უცნობი, თუმცა საოცრებებით აღსავსე მიწის მომხიბლავობის ამსახველ ყოველ შტრიხს განასხეულებს.
გამხსნელი ნოტები:
მწარე ბერგამოტი, ილანგ ილანგი, გრასის ჟასმინი, შავი მოცხარი, ხმელთაშუა ზღვის მარადმწვანე მუხის რკო
გულის ნოტები:
ანგელოზა, ზამბახის ფესვები, აგარვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ლოტუსი, ლოტუსის ხე, კუმინი (იგივე ძირა), თაფლი
საბაზისო ნოტები:
პაჩული, ქოქოსის ფხვნილი, სანდალვუდი, საკმელას ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), ამბრის კრისტალები, ვარდის ხე, ოპოპონაქსი
Alcohol Denat., Parfum, Linalool, Citronellol, Limonene, Geraniol, Coumarin, Eugenol, Benzyl Benzoate, Citral, Benzyl Salicylate, Farnesol, Benzyl Alcohol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.