მთავარიშოპისუნამო

BURDEL

BURDEL

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს არომატ Burdél-ის ნოტებში მფეთქავი პოეტური ემოციები, უნიკალურ შეგრძნებებს აღძრავენ, რომელთაც ყოველი მომენტის მოჯადოება ძალუძთ. როდესაც რომანიის რივიერაზე, ცა, ზღვის ფონზე, დამცინავად ინიღბება, რეალობა წარმოსახვას ერწყმის. იქ, პაოლო და ტიცი

მოცულობა:

Not Chosen

1,290.00 ₾
აღწერა

სიტყვა Burdél, პაოლოსა და ტიციანას ქალაქში გავრცელებული დიალექტით, „ბიჭებს“ და „გოგონებს“ აღნიშნავს, მხოლოდ, იმ განსხვავებით, რომ მოცემული პიროვნებები, პარფიუმერების მსგავსად, სიცოცხლით და სიხარულით აღსავსენი არიან: მათი უდარდელი, ახალგაზრდული გული, ბედნიერებას, მაქსიმალური სიმძაფრით შეიგრძნობს.

Tiziana Terenzi-ს არომატ Burdél-ის ნოტებში მფეთქავი პოეტური ემოციები, უნიკალურ შეგრძნებებს აღძრავენ, რომელთაც ყოველი მომენტის მოჯადოება ძალუძთ. როდესაც რომანიის რივიერაზე, ცა, ზღვის ფონზე, დამცინავად ინიღბება, რეალობა წარმოსახვას ერწყმის. იქ, პაოლო და ტიციანა ხშირად ნაოსნობენ, თუმცა, ხანგრძლივი მოგზაურობების შემდეგ, ყოველთვის სახლში ბრუნდებიან.

ოცნებებში აღრეული მოგონებები ისე აჯადოებს, რომ ზოგჯერ, ცხოვრების მომენტების მშვენიერება წარმოსახვითი სამყაროს საოცრებებს აჭარბებს. ეს, იმ ადამიანთა სიძლიერეა, რომელთაც იციან, როგორ იოცნებონ და ამავდროულად, მიწაზე მყარად მდგომნი დარჩნენ — ისე, როგორც პაოლო და ტიციანა გრძნობენ თავს თავიანთ საყვარელ მშობლიურ მიწაზე.

Burdél-ის სურნელი უპრეცედენტო, აკრობატული თაიგულით — ეგზოტიკური სპეციების გემრიელი, მერყევი გამოძახილებით იშლება. სირიული კუმინი (იგივე ძირა) და გვატემალური ილი, ბერძნული საკმელას (იგივე კლდის ვარდი) უიშვიათესი, უძველესი ესენციით და კალაბრიული სამეფო ბერგამოტის ცქრიალა ნოტებითაა დამტკბარი.

არომატის გულს არაამქვეყნიური ფერების კალეიდოსკოპი აფერადებს და მთლიან სურნელოვან ქმნილებას ნისლიანი, ღრმა მისტერიით მოიცავს. ძვირფასი მერქნების და ბალზამების, მათ შორის — ინდური გურჯუმის (გურჯუმის ბალზამი: საკმეველისებრი სურნელი თბილი, ხისებრი, ტკბილი და ამავდროულად მშრალი, ფიჭვის, პაჩულისა და ქაფურის ნოტების გაელვებით შემკული ბალზამისებრი და ფისოვანი აკორდებით) ექსტრავაგანტური ჰარმონია, რომელთაც კვიპრიოლის (იგივე ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) ძალა და ბრაზილიური გუაიაკის ხე იხუტებს, მოულოდნელად რბილდება ხეობის შროშანის ტკბილი, მაცდური სურნელით.

კომპოზიციის ბაზა მძლავრი სურნელების ნაზავს წარმოადგენს, რომლებიც, სიმძაფრის მიუხედავად, რაფინირებულ და ელეგანტურ ხასიათს ინარჩუნებენ მუშკის ოსტატური შერწყმით მადაგასკარულ ვანილსა და ტერენცების სურნელოვანი ბიბლიოთეკის ძვირფას ამბრთან (ამბრი: ამბრი მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით).

საბაზისო ნოტების ჟღერადობას უიშვიათესი და ძვირფასი ინგრედიენტის — ბუაიას, იგივე ლაოსის უდის ენერგიული ძალა და ინდონეზიური სანდალის ხე გადაფარავს (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით. სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით).

Tiziana Terenzi-ს Burdél, გარდასული დროის ყოველგვარი ბურუსით მოცული, ჩახშული საიდუმლოებების განსხეულებაა; ესენციის წვეთი, რომელიც ოცნებასა და რეალობას შორის შეჩერებული მოგზაურობისკენ, ყველაზე ნანატრი ადგილებისკენ გაგაქროლებთ. დაჰყევით მისი ნოტების ნებას, რათა თავიანთი ჟღერადობით, დახვეწილად გაცდუნონ და მოგაჯადოონ!

გამხსნელი ნოტები:

სირიული კუმინი (იგივე ძირა), გვატემალური ილი, ბერძნული კლდის ვარდი (საკმელა) და კალაბრიული ბერგამოტი

გულის ნოტები:

გურჯუმის ბალზამი (საკმეველისებრი სურნელი თბილი, ხისებრი, ტკბილი და ამავდროულად მშრალი, ფიჭვის, პაჩულისა და ქაფურის ნოტების გაელვებით შემკული ბალზამისებრი და ფისოვანი აკორდებით), ინდური კვიპრიოლი (იგივე ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით), ბრაზილიური გუაიაკის ხე და ხეობის შროშანი

საბაზისო ნოტები:

მუშკი, ამბრი, მადაგასკარული ვანილი, ლაოსური ბუაიას უდი და ინდონეზიური სანდალვუდი 

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Coumarin, Alpha-Isomethyl Ionone, Citral, Hydroxycitronellal, Benzyl Salicylate, Geraniol, Citronellol, Cinnamal, Benzyl Alcohol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.