LINCE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Lince, სიცილიის მშვენიერებით შთაგონებული თხევადი ცდუნების წვეთია!
Not Chosen
ბავშვობაში, გვიანი ზამთრის განსაკუთრებულად ბნელ, ცივ ღამეს, გაზაფხულის დამდეგს, პაოლო და ტიციანა ტერენცები, მთელ ოჯახთან, მათ შორის — პაპა გულიელმოსთან ერთად, პალერმოში იყვნენ. ქალაქში ბუნიობის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ და იქაურობა დიდი მოვლენის წინამორბედ თავდაჯედებულ ეიფორიას მოეცვა: ახალი მოსვალის მადლით აღსავსე ადამიანები, მინდორში დაუღალავი შრომის შედეგებს იმკიდნენ; ამბობდნენ, რომ პალერმოს იღბალი უახლოვდებოდა. ღამის წყვდიადი ცეცხლს გაეჩახჩახებინა, ქუჩები კი ნაირფერად მოერთოთ და იქაურობა ყვავილების მათრობელა სურნელით იყო გაჟღენთილი. კუნაპეტი შავი ცის ქვეშ, მსუბუქი ნისლი ფარავდა ბაროკოს სტილის სასახლეებს შორის, ვიწრო ქუჩებში მოსიარულე ბავშვების ნაფეხურებს, ხეობის გასანათებლად დანთებული კოცონების სანახავად რომ მიაბიჯებდნენ. ცეცხლის ალის გრძელი ენები გიზგიზებდნენ და ქალაქში გამეფებულ იდუმალ სიჩუმეს ტკაცუნით არღვევდნენ.
პაპა გულიელმომ, ზეცაში განფენილი ფოცხვერის თანავარსკვლავედის კონტურს მიაკვლია, რომელიც მხოლოდ ბნელ ღამეებში იკვეთება. ამ თანავარსკვლავედის შემადგენელი მშვენიერი, შეუმჩნეველი ვარსკვლავები, მსგავს იშვიათ შემთხვევებშიც კი მხოლოდ გამოცდილი და მომთმენი დამკვირვებლების მხედველობის არეში ვლინდება, მათთვის, ვინც მზად არიან, მათ ამოცნობას დრო დაუთმონ. Tiziana Terenzi-ს მხატვრული სურნელი — Lince-იც (იგულისხმება „ლინქსი“, იგივე ფოცხვერი), თავის არომატულ ხასიათს, მხოლოდ პარფიუმერიის ჭეშმარიტი ექსპერტებისთვის — რჩეული ცოდნისა და სულის მქონე პიროვნებებისთვის ავლენს, რომელთაც მისი აღქმის ძალა შესწევთ!
ცის კამარა შავ მოსასხამს ჰგავდა, რომელსაც ირმის ნახტომი თავისი საბურველით შეემოსა, თუმცა სრულად არ ჩაეყლაპა. გულიელმომ ოსტატურად დაიწყო მინიშნება პაწაწინა მანათობელ წერტილებზე, ერთი შეხედვით, შორეულად რომ მოჩანდნენ, თუმცა, როდესაც ბავშვები გულმოდგინედ დააკვირდნენ, აღმოაჩინეს, რომ თანდათანობით, სტაბილურად ემატებოდათ ინტენსივობა და მისტიკური მშვენიერება.
ფოცხვერის თანავარსკვლავედი, სინამდვილეში, ორმაგი ვარსკვლავების სიმრავლითაა განთქმული, ღამის წყვდიადში შუქურასავით რომ ფეთქავენ და მეზღვაურებს და მეოცნებეებს სიგნალებს უგზავნიან. უკუნეთი ღამის ცის ქვეშ, დღესასწაულის გასაფორმებლად ქუჩებში მოფენილი ყვავილები გემრიელ, მათრობელა სურნელს აფრქვევდნენ და თითქოს, სიცილიაში ერთ დროს მართლაც არსებული ჰიპოგრიფის (ჰიპოგრიფი: ირეალური ქმნილება არწივის თავითა და ცხენის ტანით: გამოიგონა ლუდოვიკო არიოსტომ, პოემაში „ორლანდო ფურიოსო“, მე-16 საუკუნის დასაწყისში) ფრთებზე ამხედრებულ ბავშვებს სიზმრისეულ მოგზაურობაში მიაქროლებდნენ: „სწორედ ამ ფრთიანი ცხენის კვალდაკვალ აღმოვაჩნეთ ეს საოცარი სურნელი, რომლის ქმედებებმაც, მთლიანი კოლექციის — Luna-ს („მთვარე“) შექმნა შთაგვაგონა,“ — იხსენებენ პარფიუმერები.
არომატის სურნელი სიცილიური ციტრუსოვანი ხილის სიგრილით იშლება: ლივლივებენ გრეიფრუტით გამოკვეთილი ბერგამოტის და ფორთოხლის ნოტები. ყოველი მათგანი აბსენტის მათრობელა ძალითაა განმსჭვალული და ანისულის ვარსკვლავის და მწვანე ჩაის უჩვეულო შტრიხებით შერბილებული.
ცქრიალა გახსნას სწრაფად მფეთქავი გული მოჰყვება: ტემპში, თანმიმდევრულად იშლებიან დამამშვიდებელი, ყვავილოვანი გულის ნოტები. Lince მაცდური, მგრძნობიარე სუნამოა, რომელიც, ტიპური რეგიონული ხილის — ლეღვის და ნეროლის (ნეროლი: მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით) ნოტებით ნაქარგ ხალიჩაზე ძვირფას ჟასმინის აბსოლუტს (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) გამოკვეთს, ბულგარულ ვარდსა და სამეფო ზამბახთან ერთად.
არომატული სტრუქტურის ძალა დამაჯერებელ, ინტენსიურად მაცდურ ბაზას ეყრდნობა, სადაც ძვირფასი ვანილის სიტკბო კომბინირებულია ინდურ სანდალის ხესა (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკის მიუწვდომელ მუშკთან.
ცდუნების ძვირფას ელექსირს ფატალური სიძლიერით ამდიდრებს ჰელიოტროპთან დაწყვილებული ამბრისა (ამბრი მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და მუშკის მაჰიპნოზირებელი ძალა.
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Lince, სიცილიის მშვენიერებით შთაგონებული თხევადი ცდუნების წვეთია!
გამხსნელი ნოტები:
აბსენტი, ანისული, გარგარი, ბერგამოტი, გრეიფრუტი, მწვანე ჩაი, ანისულის ვარსკვლავი
გულის ნოტები:
ბულგარული ვარდი, სხვადასხვა ჯიშის ლეღვი, ზამბახი, ჟასმინი, ფორთოხლის ყვავილი
საბაზისო ნოტები:
რუხი ამბრი (იგივე ამბერგრისი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ჰელიოტროპი, მუშკი, სანდალი, ვანილი, ვანილის ყვავილი), სანდალი, ვანილი, ვანილის ყვავილი
Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Linalool, Limonene, Hydroxycitronellal, Farnesol, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol, Coumarin, Alpha-Isomethyl Ionone
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.