მთავარიშოპისუნამო

LILLIPUR

LILLIPUR

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Lillipur („ლილიპური“), ნეპალში დანთებული კოცონის ხმა და სურნელია…

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Lillipur („ლილიპური“), ნეპალში დანთებული კოცონის ხმა და სურნელია…

პარფიუმერების — ტიციანასა და პაოლოს მოგზაურობა არომატ Lillipur-თან ერთად, სულიერი ცხოვრების ანტიკურ დედაქალაქ ნეპალში იწყება. ლილიპური ტაძრების შთამბეჭდავი დაჯგუფებაა, სადაც, უზარმაზარ ბრაზირებში (ბრაზირები: ლითონის კონტეინერები ან სადგამები, რომლებიც ნახშირის შესანახად ან სითბოს/სინათლის უზრუნველსაყოფად გამოიყენება), მედიტაციის დროს, საკმეველს და ფისებს წვავენ.

Tiziana Terenzi-ს ეს სუნამო, სულის მისტიკურ ცეცხლსა და მუდმივად განვრცობად ღრმა აღქმას წარმოგვიდგენს. სწორედ ამ მოგზაურობის ერთ-ერთი გაჩერება იყო ნეპალი — საოცარი და იდუმალი უმაღლესი გონიერებით განთქმული ანტიკური მექა, სადაც ტიციანა და პაოლო ინტიმურ, განმარტოებულ სულიერებას იკვლევდნენ.

ნეპალი ქვეყანაა, სადაც ერთმანეთში იხლართება ისტორია, ცივილიზაცია და მითები; მოგზაურები კი კოსმოსურ დროში ექცევიან. ის, იდეალური ადგილია საკუთარი სულის შესასწავლად და შინაგანი სამყაროს აღმოსაჩენად.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სპირიტუალურ მდებარეობად მიჩნეული ლილიპური, ტაძრების თვალწარმტაცი აგლომერაციაა. მათ შორის, განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა განმაცვიფრებელი ოქროს ტაძარი, სადაც, ყოველ კუთხეში, მედიტაციისთვის, ბრაზირები საკმეველის სურნელებს აფრქვევს.

ამ სულიერი მოგზაურობით შთაგონებული სუნამოს ძვირფასი, ოქროსფერი ფლაკონი, სწორედ, ნეპალის ჯადოსნური ადგილის — ლილიპურის ტრანსცენდენტულ სულს მოიცავს, მასში მოთავსებული სითხე კი — სულის მისტიკურ ცეცხლსა და მუდმივად განვრცობად ღრმა აღქმას წარმოგვიდგენს.

Lillipur-ის არომატი ნელ-ნელა მჟღავნდება: მთელი დღის განმავლობაში, ერთგვარი მეგზურივით გვახლავს, მუდმივად ახალ აკორდებს გვიშლის და ინტიმურ სენსორულ შეგრძნებებს აღგვიძრავს. Lillipur-ის სურნელის ყოველი შესუნთქვა, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს საკუთარ ჭეშმარიტ „მესთან“.

გამხსნელი ნოტები:

რომაული აბზინდა, ლიმონი, ომანის საკმეველი, ანისულის ვარსკვლავი

გულის ნოტები:

გალბანუმი (ფერულას ფისი), შრი-ლანკური დარიჩინი, მიხაკი, ქონდარი, ყოჩივარდა, სიჩუანური პილპილი

საბაზისო ნოტები:

ლიბანური კედარი, მუშკი, ქაშმერანი, პაჩული, ბენზოინი, ტონკას მარცვლები, ამბრი, არყისხე, ოქროსფერი თამბაქო

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Citronellol, Geraniol, Benzyl Alcohol, Eugenol, Cinnamyl Alcohol, Benzyl Cinnamate, Linalool, Citral

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.