LIBRA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
დრამატული, ნიჭიერი ტიციანა ტერენცის ხასიათით შთაგონებული სურნელი — Libra („სასწორი“), სილამაზისა და სიცოცხლის მჩქეფარე სიხარულის ჰარმონიას განასახიერებს, ტერენცისეული Dolce Vita-ს (გამოთქმა „ცხოვრება მშვენიერია“) სულისკვეთებით; რადგანაც, პარფიუმერებს სჯერა
Not Chosen
დრამატული, ნიჭიერი ტიციანა ტერენცის ხასიათით შთაგონებული სურნელი — Libra („სასწორი“), სილამაზისა და სიცოცხლის მჩქეფარე სიხარულის ჰარმონიას განასახიერებს, ტერენცისეული Dolce Vita-ს (გამოთქმა „ცხოვრება მშვენიერია“) სულისკვეთებით; რადგანაც, პარფიუმერებს სჯერათ, რომ ბედნიერების განცდის მომენტი სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს!
…
პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო ტერენცები: „სასწორი ზოდიაქოს თანავარსკვლავედია, რომელიც თავის მეფურ სილამაზეს აპრილიდან ივლისამდე, ბორეალურ ნახევარსფეროში ამჟღავნებს; ავსტრალიის ნახევარსფეროში კი — კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში მოჩანს. მაქსიმალურად გარკვევით, გაზაფხულის მშვენიერ დღეებში შეიმჩნევა, როდესაც დღე საგრძნობლად გაზრდილია, რაც მიგვანიშნებს, რომ სასწორის სილამაზით დატკბობა რთული, ექსკლუზიური პროცესია; მოცემული პრივილეგიაც, მხოლოდ, გამოცდილი დამკვირვებლების ხვედრია, რამდენადაც, მისი ყველა ასპექტის შეცნობას დიდი გამოცდილება სჭირდება.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გაწონასწორებული ბუნებით გამოირჩევიან, რაც საშუალებას აძლევთ, თითქმის ყველა ტიპის პიროვნებასთან ჰარმონიული ურთიერთობა დაამყარონ. სასწორები, ასევე, დინამიკური ინტელექტით არიან დაჯილდოებული, რის გამოც, ხშირად, განსხვავებული სფეროებით, მათ შორის — ხელოვნებით ინტერესდებიან: სილამაზის შეგრძნებას ყველა დარგში მგზნებარედ ეტრფიან — სკულპტურიდან ფერწერამდე, მუსიკიდან — ქორეორგაფიამდე; შეფასების სტანდარტებს კი — ესთეტიკის იდეალური პარამეტებით აწესებენ.
სასწორი მზადაა, ჰარმონიაში იცხოვროს და ცხოვრების ყველა ასპექტით, ამ კონდიციისკენ ისწრაფის. კომუნიკაბელურ, მოქნილ და მშვიდობიან პიროვნულ შტრიხებს ავლენს, პრინციპულად ემიჯნება ძალადობის ყველა ფორმას და არასოდეს ამართლებს უზრდელობას. უყვარს ფორმაში ყოფნა და წინასწორობის უწყვეტ ძიებაში, შინაგან თუ გარეგან სილამაზეზე ზრუნვას უთმობს დროს; სწამს, რომ „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ (mens sana in corpore sano).
სასწორი, ადაპტაციის სულისკვეთებით და ემპათიის შეგრძნებებით დაჯილდოებული ყველაზე ელეგანტური და დახვეწილი ზოდიაქოს ნიშანია. ბუნებით ოპტიმისტია და რამდენადაც მუდამ იდეალური ბალანსის მიღწევაზე ფოკუსირდება, ურთიერთობებსაც მარტივად ამყარებს. ცხოვრებისეული გამოწვევების გამკლავების უნარისა და საიმედოობის დამსახურებით, ნებისმიერ პროფესიაში აქვს შანსი, წარმატებას მიაღწიოს, თუმცა არაორდინალური შემოქმედებითობა, ხშირად, ხელოვნებისა და ფილანტროპიისკენ უბიძგებს.
Tiziana Terenzi-ს ეს სურნელოვანი ქმნილება, სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ტიციანას დრამატული და მანათობელი პერსონის შთაგონებით შეიქმნა და სასწორის სახასიათო შტრიხებს აღნიშნავს: ტიციანა, იდეალურად წარმოაჩენს ამ ზოდიაქოს ყველა თვისებას.“
არომატი მზიანი, სიხარულის მომნიჭებელი ცქრიალა სურნელით იშლება: დამაჯერებლად ჟღერს იტალიური ციტრუსები სორენტოს ლიმონის, რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის და სიცილიური გრეიფრუტის დომინაციით, რომელთაც ჰარმონიულად აბალანსებს ტუბეროზის და ბულგარული ვარდის კონტრასტული ნოტები.
კომპოზიციის ემოციურ გახსნას სასწორის ხასიათის მსგავსად გულუხვი და დაბალანსებული გული აძლიერებს. ატლასის კედარი ჰარმონიას წარმოქმნის ძვირფასი ტოსკანური ორისის (ორისი: ზამბახის აკორდი) ძლიერ სიტკბოსთან. მათ ნოტებს გარს ეკვრის ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და ინდური სამბაკის ჟასმინის აფროდიზიაკური ბრწყინვალება.
მთლიანი სურნელოვანი ქმნილება გავლენიან, ჰარმონიულ ბაზაზე პოვებს ძალას: სინგაპურული პაჩულის ხის ნოტები გარს ეკვრიან მადაგასკარული ვანილის ყვავილებს. საბაზისო ნოტებს ზეციური გუნდი გამოკვეთს — ჰაიტის მუშკისა და ვეტივერის კომბინაციის შერწყმა ბენზოინსა (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) და მუხის ხავსთან.
დრამატული, ნიჭიერი ტიციანა ტერენცის ხასიათით შთაგონებული სურნელი — Libra („სასწორი“), სილამაზისა და სიცოცხლის მჩქეფარე სიხარულის ჰარმონიას განასახიერებს, ტერენცისეული Dolce Vita-ს (გამოთქმა „ცხოვრება მშვენიერია“) სულისკვეთებით; რადგანაც, პარფიუმერებს სჯერათ, რომ ბედნიერების განცდის მომენტი სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს!
გამხსნელი ნოტები:
სორენტოს ლიმონი, რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი, სიცილიური გრეიფრუტი, ტუბეროზა და ბულგარული ვარდი
გულის ნოტები:
ატლასის კედარი, ტოსკანური ორისი (ზამბახის აკორდი), ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და ინდური სამბაკის ჟასმინი
საბაზისო ნოტები:
სინგაპურული პაჩული, მადაგასკარული ვანილი, მუშკი, ჰაიტის ვეტივერი, ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) და მუხის ხავსი
Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Linalool, Geraniol, Citronellol, Hydroxycitronellal, Limonene, Benzyl Benzoate, Farnesol, Benzyl Alcohol, Benzyl Cinnamate, Citral, Eugenol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.