LEO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Leo („ლომი“), მოდის ჩარჩოებისგან თავისუფალ, უკვდავ ელეგანტურობას განასახიერებს — მომაჯადოებელ და უპატივცემულო ცდუნებას, გარშემომყოფთა გულსა და სულს დახვეწილი, დაუოკებელი ბუნებრივი დამაჯერებლობით რომ იპყრობს. არომატის ჯ
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Leo („ლომი“), მოდის ჩარჩოებისგან თავისუფალ, უკვდავ ელეგანტურობას განასახიერებს — მომაჯადოებელ და უპატივცემულო ცდუნებას, გარშემომყოფთა გულსა და სულს დახვეწილი, დაუოკებელი ბუნებრივი დამაჯერებლობით რომ იპყრობს. არომატის ჯანსაღი, თავხედურად თავქარიანი სურნელი, ტენდენციებს მიღმა მცურავ სტილის ტალღებზე ლივლივებს, რადგან, როგორც პარფიუმერი პაოლო ტერენცი ხშირად აღნიშნავს, „გულის სიღრმეში, ბუნებით ყველანი ოდნავ ცელქები ვართ“.
…
ლომი ზოდიაქო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდი თანავარსკვლავედია. მისი იდენტიფიცირება მარტივია დეკემბრიდან ივნისამდე. თუ ბორეალური ნახევარსფეროს აღმოსავლეთით, მზის ჩასვლისას გამოჩნდება, გაზაფხულის მოახლოებას გვაუწყებს, ავსტრალიის ნახევარსფეროში კი — გვიანი ზაფხულისა და შემოდგომის ცის ტიპური ინდიკატორია.
ლომის თანავასრკვლავედი, ცის კამარაში ატყორცნილი შეუმცდარი ფორმით, თავისი ძალითა და ელეგანტურობით მყისიერად გვმსჭვალავს. ასტროლოგიური სქემებიც ადასტურებენ, რომ ლომის პიროვნება, ზოგადად, უდიდესი რწმენითა და ოპტიმიზმითაა დაჯილდოებული, ერთობის, კათილსინდისიერების და ერთგულების ღირებულებებთან ერთად. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ლიდერობის ბუნებრივი ნიჭი აქვთ, ხასიათდებიან გულუხვობით და მზრუნველი ინსტინქტებით, თუმცა, ამავდროულად, შენიშვნები და ბრძანებების გაცემაც უყვართ.
ლომი პერფექციონისტი და ესთეტია. მუდამ პერსონალურ განვითარებაზე ფოკუსირდება და ამ პროცესში, უდიდეს დისციპლინასა და თავგანწირვის უნარებს ავლენს. ყოველ ახალ გამოცდილებას ვნებით და მგზნებარე, ცეცხლოვანი ტემპერამენტით — მაქსიმალისტური მიდგომებით ეგებება და ყოველ ახალ საქმეში სულსა და გულს დებს, რადგანაც ყოველი გამოწვევის არაორდინალური და უნიკალური ბუნების სჯერა.
ამავდროულად, ლომის ფსიქიკის აშკარა მახასიათებელია ყველა საკითხში გადაჭარბების ტენდენციაც, რასაც მისი გაბერილი სუპერ-ეგოც ასახავს: დრამატიზაციის თანდაყოლილ თვისებებთან ერთად, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდამ კომფორტულად გრძნობს თავს.
Tiziana Terenzi-ს არომატული სახლი, სუნამო Leo-ს ელეგანტურობითა და პარფიუმერ პაოლო ტერენცის ხასიათის შთაგონებით, ლომის განმასხვავებელ შტრიხებს აღნიშნავს: პაოლო ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული და მისი პიროვნული თვისებებიც, სწორედ, ლომის სიძლიერეებსა და სისუსტეებს მოიცავს.
სურნელოვანი ქმნილება — Leo, დახვეწილი, მომხიბლავი თაიგულით იშლება, სადაც ამაღელვებელი ბრწყინვალებით აღმოცენდებიან ცოტრუსოვანი ხილის ნოტები — ბრაზილიური ფორთოხალი სამხრეთ აფრიკის კუმკვატთან (ციტრუსი კუმკვატი/კინკანი: ტეგანისებრთა ოჯახის მარადმწვანე ხეების და ბუჩქების გვარი) ერთად ფეთქავს; კალაბრიული ბერგამოტი და სიცილიური მანდარინი კი მათ გარს ეკვრის.
არომატის შუშხუნა გამხსნელი ნოტები, ინდური სამბაკის ჟასმინის მაჰიპნოზირებელი სურნელისა და ძვირფასი ბულგარული ვარდის ღრმა, მგრძნობიარე საწოლზე განისვენებენ. გულის ნოტებს იის ფოთლების სიგრილე და იტალიური მაგნოლიის ელეგანტურობა არბილებს, მძლავრი ამბრისა (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და ეთიოპიური მირონის ბლენდის ეროტიკული, იდუმალი ბიძგი კი — ენერგიას მატებს.
არომატის ბაზა, ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ხასიათის ამსახველ ძლიერ, ამაყ საფუძვლებს ეყრდნობა: იტალიური მუხის, ლიბანური კედარის და ავსტრალიური სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ინტენსიურ მერქნისებრ სურნელს მუშკის აფროდიზიაკური მომხიბლავობა უპირისპირდება, სიამის ბენზოინის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) შეუმცდარი არომატული მიმზიდველობა კი — სიმძაფრეს მატებს. საბაზისო ნოტებს ამაზონის ტონკას მარცვლების დამამშვიდებელი, გურმანული სიტკბო იხუტებს.
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Leo („ლომი“), მოდის ჩარჩოებისგან თავისუფალ, უკვდავ ელეგანტურობას განასახიერებს — მომაჯადოებელ და უპატივცემულო ცდუნებას, გარშემომყოფთა გულსა და სულს დახვეწილი, დაუოკებელი ბუნებრივი დამაჯერებლობით რომ იპყრობს. არომატის ჯანსაღი, თავხედურად თავქარიანი სურნელი, ტენდენციებს მიღმა მცურავ სტილის ტალღებზე ლივლივებს, რადგან, როგორც პარფიუმერი პაოლო ტერენცი ხშირად აღნიშნავს, „გულის სიღრმეში, ბუნებით ყველანი ოდნავ ცელქები ვართ“.
გამხსნელი ნოტები:
ბრაზილიური ფორთოხალი, სამხრეთ აფრიკული კუმკვატი, რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი და სიცილიური მანდარინი
გულის ნოტები:
ინდური სამბაკის ჟასმინი, ბულგარული ვარდი, იის ფოთლები, იტალიური მაგნოლია, ეთიოპიური ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და მირონი
საბაზისო ნოტები:
იტალიური მუხა, ლიბანური კედარი, ავსტრალიური სანდალი, მუშკი, სიამის ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) და ამაზონის ტონკას მარცვლები
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Linalool, Coumarin, Farnesol, Citral, Hydroxycitronellal, Geraniol, Citronellol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.