LAUDANO NERO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Laudano Nero („შავი ლაუდანუმი, იგივე ოპიუმის ნაყენი“), Tiziana Terenzi-ს კოლექცია „კლასიკის“ (Classic Collection) ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და სტრუქტურირებული სუნამოა, ყოველი არაკონფორმისტული, სიამოვნების მომნიჭებელი ნოტის შემადგენლობით.
Not Chosen
პარფიუმერ ტერენცების დაუვიწყარი მოგზაურობის ყველაზე ბოჰემური გაჩერება მითიური პარიზია, შემოდგომის დღეს: წვიმიანი, მაგრამ თბილი ქალაქი, რომელიც ემოციებს რენუარის ნახატების აკვარელის გრაგნილებივით აცოცხლებს.
შიფერის სახურავებზე დაგროვილი წვიმის სუნი, მკრთალი შუქით განათებული და ქვით მოპირკეთებული ქუჩების არომატს ერწყმის. მონმარტრის გზაჯვარედინზე, ტურისტების მომლოდინე მუსიკოსებისა და აკრობატების გასათბობად, პატარა კოცონი ანთია; ჯადოსნური ატმოსფერო ძვირფას, იშვიათ სურნელებს გაუჟღინთავს, ამ უკვდავი ქალაქის იდუმალ ხელოვნებას რომ ეხმიანება.
Laudano Nero („შავი ლაუდანუმი, იგივე ოპიუმის ნაყენი“), Tiziana Terenzi-ს კოლექცია „კლასიკის“ (Classic Collection) ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და სტრუქტურირებული სუნამოა, ყოველი არაკონფორმისტული, სიამოვნების მომნიჭებელი ნოტის შემადგენლობით.
Laudano Nero, პარიზული ბოჰემური საზოგადოების მსგავსად, უკომპორომისო ქმნილებაა, სხვების აზრი რომ არ ადარდებთ და ძლიერი ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან. მისი სურნელის ტარება და სრულყოფილად აღქმაც, მხოლოდ, ჭეშმარიტად თავისუფალი სულისკვეთების, ყოველგვარი სტილისტიკური კონფორმიზმისგან თავისუფალ პიროვნებებს ძალუძთ.
არომატის უნიკალურობა გამხსნელი ნოტებითვე შეიგრძნობა — ქაფურის უჩვეულო აფეთქებით, რომელიც ერთი ამოსუნთქვით გადაკრული აბსენტივით, წამიერად გაგაშეშებთ. ძვირფას მერქნოვან ნოტებთან შერწყმული ქაფური, ძლიერ კონტრაპუნქტს წარმოქმნის ლაუდანუმის (ოპიუმის ნაყენი) და კონიაკის ნოტებთან, წინ კი უიშვიათესი ფისების აბსოლუტის (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) ნოტები მიუძღვის. მათ, თავის მხრივ, შიფერის და დაფნის სურნელი ირეკლავს, სველ ქუჩებში დანთებული ცეცხლის აკორდი კი მთლიან კომპოზიციას აძლიერებს.
Laudano Nero-ს ქვის შენობის მსგავსი შავი ფლაკონი, მხატვრული დელირიის არსს მოიცავს და სტილის ყოველგვარ საზღვრებს მიღმა ლივლივებს.
გამხსნელი ნოტები:
აბსენტი, კონიაკი, როზმარინი, ლატაკიური (ქალაქი სირიაში) თამბაქო, მურტი, შაბი, ამბრი
გულის ნოტები:
წითელი ვარდი, აკაციის თაფლი, კედარვუდი, ზამბახი, სანდალვუდი, როზმარინი, კოპიტი, კრამიტის ნოტები, ქაშმერანი, ქაფური, დაფნა
საბაზისო ნოტები:
საკმეველი, აგარვუდი, ვეტივერი, მუშკი, მუხა, მადაგასკარული ვანილი, დაფნის ფოთოლი, კაპარი, რეზინი
Alcohol Denat., Parfum, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Benzyl Salicylate, Citronellol, Geraniol, Isoeugenol, Linalool, Limonene, Eugenol, Benzyl Benzoate
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.