KAFF
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Terenzi-ს სახლის ტრადიციების თანახმად, Tiziana Terenzi-ს არომატი — Kaff („კაფი“. იგულისხმება კასიოპეას თანავარსკვლავედის გიგანტური ვარსკვლავი Beta Cas), ექსტრაქტის ფორმითაც ხელმისაწვდომია, რათა კომპოზიციის ფაქიზი სტილისტიკური სტრუქტურა გააძლიეროს და საკუთა
Not Chosen
Terenzi-ს სახლის ტრადიციების თანახმად, Tiziana Terenzi-ს არომატი — Kaff („კაფი“. იგულისხმება კასიოპეას თანავარსკვლავედის გიგანტური ვარსკვლავი Beta Cas), ექსტრაქტის ფორმითაც ხელმისაწვდომია, რათა კომპოზიციის ფაქიზი სტილისტიკური სტრუქტურა გააძლიეროს და საკუთარ ატართან (ვარდის ეთერზეთი) კომბინაციით, უნიკალური, მეფური გამოცდილება შემოგვთავაზოს:
კოლექცია Luna Stars Attar-ის არომატის — Kaff-ისა და კოლექცია Luna Stars-ის ექსტრაქტ Kaff-ის შეხამება, ულევი შესაძლებლობაა სილამაზის ყველაზე დახვეწილი, ექსკლუზიური მიმდევრებისა და ყველაზე წმინდა დეტალების მოყვარული სრულყოფილების მოტრფიალეების ხელთ.
Tiziana Terenzi-ს ატარის საწოლზე მისვენებულ Kaff-ის არომატს უკიდეგანოდ ძლიერი აურის გამოსხივება ძალუძს, რათა ყველგან, სადაც ჩაივლით, საათობით შეიგრძნობოდეს. გიგანტური ვარსკვლავის — კაფის მსგავსად კაშკაშა სურნელოვანი ქმნილება, რბილი, თრობის მომგვრელი ძალით, ყველასათვის შესამჩნევ სურნელს მოგანიჭებთ!
Tiziana Terenzi-ს კოლექცია Luna Stars-ის სხვა ექსტრაქტების მსგავსად, Kaff-იც შეგიძლიათ, მხოლობითი ვერსიით მოიხმაროთ და მეფური, მომაჯადოებელი სურნელოვანი გამოცდილებით ისიამოვნოთ, რომელიც თავისი ბუნებრივი მოქმედებით, მთელი დღის განმავლობაში თქვენი თანმხლები იქნება.
გამხსნელი ნოტები:
თეთრი ზამბახი, ბერგამოტი, ვარდისფერი წიწაკა, ღვია და ჯანჯაფილი
გულის ნოტები:
ლურჯი ზამბახი, ორისი (ზამბახის აკორდი), მაგნოლია, რუხი ამბრი და ტოსკანური ტყავი
საბაზისო ნოტები:
კედარი, ვეტივერი, სანდალვუდი და ტონკას მარცვლები
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Alpha – Isomethyl Ionone, Citral, Coumarin, Cinnamyl Alcohol, Benzyl Cinnamate, Geraniol, Isoeugenol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.