ILBA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს Ilba, უიშვიათესი ემოციების საცავია; მოგზაურობა გულში ყველაზე ღრმად ჩამარხულ ფრაგმენტებში, სადაც ყოველი სურნელოვანი ნოტი, ბუნებასა და სენტიმენტებს შორის არსებულ მარადიულ ჩახუტებაზე გვიამბობს…
Not Chosen
ტირენის ზღვის კამკამა წყლებში ნაოსნობისას, თვალწინ კუნძული ელბა გადაგეშლებათ, მთელი თავისი დიდებული მშვენიერებით. პაოლო და ტიციანა, მორიგი კვლევით-შემოქმედებითი მოგზაურობისას, იმ კუნძულის უკვდავმა ატმოსფერომ დაატყვევა — ლეგენდებით მდიდარმა ისტორიამ, პოპულარულმა ტრადიციებმა და უიშვიათესმა, ძვირფასმა ბუნებრივმა ლანდშაფტებმა.
პარფიუმერებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ადგილობრივების ნაამბობთა შორის ერთ-ერთმა ლეგენდამ პრინცესა ალბასა და რაინდ საბინუსის შესახებ, რომელთა შეყვარებული სულებიც, თვით ღვთაებრივი ნების მიერ, განშორებისთვის ყოფილან განწირულნი: ოცნებათა მცველმა ღვთაება ვენერამ, კუნძულ ელბაზე თავშესაფარი მისცათ, თუმცა, რადგან საპასუხო ხარკის გაღება ვერ შეძლეს, მათი სიყვარული, მარადიული ტანჯვის წყევლამ მოიცვა. ამბობენ, პორტოფერაიოს გამოქვაბულების რომაულ ნანგრევებში, დღემდე გაისმის დაუოკებელი იმედით განმსჭვალული ალბას ძახილის ექო და მსმენელთა გულებს გამოაღვიძებს.
პაულო კოელიო წერდა: „დავრწმუნდი, რომ სამყაროს სული აქვს და ვინც მის არსს ჩაწვდება, საგნების ენასაც გაიგებსო“. ეს სიტყვები, სწორედ, კუნძულ ელბას სულს განასახიერებს, სადაც ყოველი ბილიკი, ქარის ყოველი ამოსუნთქვა თუ ყოველი მიწიერი ხილი, ღრმა, უნივერსალური გზავნილის მატარებელია.
პაოლომ და ტიციანამ მოისურვეს, იმ არაორდინალური ადგილის არსი და მასთან დაკავშირებული მარადიული სიყვარულის ამბავი არომატად გარდაექმნათ: აი, ასე დაიბადა Ilba; კუნძულ ელბასა და მასთან ასოცირებული ლეგენდისადმი მიძღვნილი ოდა — ესენცია, რომელიც ელბას ხილის სიტკბოს, ყვავილების სურნელსა და მცენარეების ფესვების სიღრმეს აღბეჭდავს.
მარადიული კუნძულის სიყვარულის, ბუნებისა და ჯადოსნობის აღმნიშვნელი სურნელოვანი მოგზაურობა — Ilba, გაზაფხულის ფაქიზი სიგრილის ასოციაციების აღმძვრელი თაიგულით იშლება. იაპონური ალუბლის ყვავილის ფურცლები ტოსკანური გარგრის ფაქიზ ყვავილთან იხლართება; ინდური სამბაკის ჟასმინის ნოტები, კომპოზიციას, ეგზოტიკურ შტრიხებს მატებს; ელბას ლავანდა და ღვიის ფოთლები კი — ზღვიდან მონაბერი ნიავის მსგავსი მცენარეულ-არომატული სურნელით ამდიდრებს.
Ilba-ს გული ხილის მგრძნობიარე, მდიდრულ ხასიათს ამჟღავნებს. ტოსკანური ატმის ყვავილი რომანიის მწიფე, წითელ ბალს ერწყმის; ელბას მაგნოლია, არომატს, დახვეწილ ხასიათს ანიჭებს; მუშკის შტრიხები და ჟანგბადის გრილი ნოტების მინიშნებები კი ზღვასა და ცას შორის განფენილი ჰაერის სიწმინდის ასოციაციებს აღძრავს.
კუნძულის სრულიად პირველყოფილ ძალას აღბეჭდავს საბაზისო ნოტები: მარემას ხემარწყვას მერქნოვანი ინტენსივობა ტოსკანურ არყისხეს, წითელ თელასა და ელბას ღვიის ხეს ერწყმის. ამბრი, არომატის სურნელს, სიღრმესა და მგრძნობიარობას მატებს და ყოვლისმომცველი, ხანგრძლივად მდგრადი ნაკვალევით აგვირგვინებს.
Tiziana Terenzi-ს Ilba, უიშვიათესი ემოციების საცავია; მოგზაურობა გულში ყველაზე ღრმად ჩამარხულ ფრაგმენტებში, სადაც ყოველი სურნელოვანი ნოტი, ბუნებასა და სენტიმენტებს შორის არსებულ მარადიულ ჩახუტებაზე გვიამბობს…
გამხსნელი ნოტები:
იაპონური ალუბლის ყვავილი, ტოსკანური გარგრის ყვავილი, ინდური სამბაკის ჟასმინი, კუნძულ ელბას ლავანდა და ღვიის ფოთლები
გულის ნოტები:
ტოსკანური ატმის ყვავილი, რომანიული წითელი ბალი, კუნძულ ელბას მაგნოლია, მუშკი, ჟანგბადის ნოტები
საბაზისო ნოტები:
ამბრი, მარემას ხემარწყვა, ტოსკანური არყისხე, წითელი თელა და კუნძულ ელბას ღვიის ხე
Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Hexamethylindanopyran, Tetramethyl Acetyloctahydronaphthalenes, Linalool, Geraniol, Linalyl Acetate, Coumarin, Citronellol, Terpineol, Benzyl Alcohol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.