IL PIACERE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Il Piacere სიამოვნების ყოველ შტრიხს აღნიშნავს და დიდებული ესთეტიკური ძიებისას, განუწყვეტლივ მშვენიერებაზე ფოკუსირდება.
Not Chosen
გაბრიელე დ’ანუნციოს (იტალიელი პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი, იტალიის მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი) უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი — ნოველა Il Piacere („სიამოვნება“), მდიდარ არისტოკრატსა და ყოველი პიროვნული ასპექტით ხელოვნებისადმი თავდადებულ ადამიანზე — ანდრეა სპერელიზე გვიამბობს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებისეული სიამოვნებებისკენ მიილტვის და განმსჭვალულია რწმენით, რომ „ადამიანმა საკუთარი ცხოვრება ხელოვნების ნიმუშად უნდა აქციოს“. მოცემული ნაწარმოებით, დ’ანუნციომ იმდროინდელი კონვენციების საზღვრების დანგრევა შეძლო, როგორც ამას Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Il Piacere ახერხებს — სიამოვნების ყოველ შტრიხს აღნიშნავს და დიდებული ესთეტიკური ძიებისას, განუწყვეტლივ მშვენიერებაზე ფოკუსირდება.
ვარდის დახვეწილი ცდუნება ბერგამოტის გრილ სიცოცხლისუნარიანობასა და არტემიზიის და ხმელთაშუა ზღვის ჰედიხიუმის (ჯანჯაფილის შროშანი) მეტად გამბედავ მწვანე ნოტებს ერწყმის; შემდეგ კი, ზაფრანის თბილ ძალასა და ატმის სიტკბოსთან წყვილდება. გამხსნელი ნოტები, დამოუკიდებლად, მგრძნობიარე მელოდიას წარმოქმნიან, რომელიც ფაქიზად უთმობს გზას მიამიტ და ცელქ თეთრ ყვავილებს — ჟასმინსა და ხეობის შროშანს, გუაიას ხის ნოტებზე მაცდურად მისვენებული, ივანდა მარიასა და პიონის ნოტებთან ერთად მფეთქავი, სიცილიური ფორთოხლის უმანკო ყვავილისკენ.
დამამშვიდებელ და გულუხვ ვანილსა და ძვირფას სანდალვუდთან კომბინირებული მდიდრული ამბრით და მუშკით დაგვირგვინებული პარფიუმის ექსტრაქტი — Il Piacere იმ პიროვნებათა საოცარ უნიკალურობას აღნიშნავს, ყოველ ასპექტში, „განუმეორებელი ცხოვრების“ სულისკვეთებით, თავიანთ ნამდვილ სახეს რომ ამჟღავნებენ (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით. ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით).
გაბრიელე დ’ანუნციო განუწყვეტლივ მოგვიწოდებს: „გახსოვდეს, ყოველთვის გამბედავი იყო“, რათა ყველა სოციალური კონვენცია გადავლახოთ და გავთავისუფლდეთ; რაფინირებული და მაცდური სუნამო Il Piacere კი — გასაოცარი ესთეტიკურობით მიაგებს ოდას იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან, სრულყოფილი თვითგამოხატვისკენ ლტოლვით, სიკეთესა და ბოროტების მიღმა როგორ იცხოვრონ, რათა „დაწვან ისე, რომ თავად არასოდეს დაიწვან“.
გამხსნელი ნოტები:
ბულგარული ვარდი, რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი, ალპური არტემიზია, ხმელთაშუა ზღვის ჰედიხიუმი (ჯანჯაფილის შროშანი), ირანული ზაფრანა და რომანიული ატამი
გულის ნოტები:
სამბაკის ჟასმინი, გარდას ტბის ია, ხეობის შროშანი, კოლუმბიური გუაიაკის ხე, სიცილიური ფორთოხლის ყვავილი და ჩინური პიონი
საბაზისო ნოტები:
ამბრი, ავსტრალიური სანდალვუდი, ტაილანდური ილანგ ილანგი, მუშკი და მადაგასკარული ბურბონის ვანილი
Alcohol Denat, Parfum, Limonene, Linalool, Citronellol, Benzyl Benzoate, Hexyl Cinnamal, Geraniol, Hydroxycitronellal, Farnesol, Cinnamyl Alcohol, Alpha-Isomethyl Ionone, Citral
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.