HYAKUTAKE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
იდუმალებით და მაცდური ელეგანტურობითაა განმსჭვალული. არომატს გამაოგნებელი და მომაჯადოებელი, მაცდუნებელი და დამპყრობლური მოქმედება ახასიათებს, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, დიდებული, უკვდავი სურნელით, სიხარულს გვანიჭებს და გულს გვითბობს; მისი დაუძლეველი სურვ
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება — Hyakutake იდუმალებით და მაცდური ელეგანტურობითაა განმსჭვალული. არომატს გამაოგნებელი და მომაჯადოებელი, მაცდუნებელი და დამპყრობლური მოქმედება ახასიათებს, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, დიდებული, უკვდავი სურნელით, სიხარულს გვანიჭებს და გულს გვითბობს; მისი დაუძლეველი სურვილის აღმძვრელი ხიბლი კი, ციურ სფეროში მოლივლივე მოგზაური კომეტების მსგავსად, დროის მსვლელობაში შეჩერებულია…
…
ჯადოსნური ვარსკვლავური ცეცხლით გაღვივებული ზეციური ემოციების აღმოსაჩენად, ტიციანა და პაოლოს გალაქტიკათაშორისი მოგზაურობა გრძელდება. ვარსკვლავებიც ხომ ცის კამარაზე მოციმციმე მანათობელი ცეცხლია, ჩვენი ღამეები რომ გააბრწყინოს;
კომეტები კი ლეგენდარული ხიბლით დაიკვეხნიან, რადგან განსაკუთრებული სიკაშკაშით, კაცობრიობისთვის სიხარული, იმედი და იღბალი მოაქვთ — კონკრეტულად კი მათთვის, ვისაც თვალები აქვთ ახილული და შესწევთ ძალა, კომეტების ბრწყინვალება შეიგრძნონ.
Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება — Hyakutake შთაგონებულია მსოფლიოს განთქმული კომეტა ჰიაუტაკეთი, რომელმაც, თავისი უსასრულო მოგზაურობისას, დედამიწას 1996 წლის იანვარში ჩაუარა. გრძელი და ძალიან კაშკაშა კუდის დამსახურებით, მისი აღმოჩენა მოყვარულმა იაპონელმა ასტრონომმა — იუძი ჰიაუტაკემ შეძლო და სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი განცვიფრებაც გამოიწვია.
მისი სახელის მატარებელი იდუმალებითა და მომხიბლავობით აღსავსე არომატის მსგავსად, ჰიაუტაკეს კომეტაც მხოლოდ წმინდა თვალებს ენახება — მათ, ვისაც სხვებისგან განსხვავებით, შორის განჭვრეტა შეუძლიათ. ცივი იანვრის ყველაზე ღრმა ღამის წყვდიადში, ძლიერმა ნათებამ ცის კამარა გადაჭრა, Tiziana Terenzi-ს სუნამო Hyakutake კი — ყველას, ვინც მას ატარებს, გულს გაუთბობს და მისტერიისა და ველური ხიბლის აურას მიანიჭებს.
Hyakutake-ს სურნელი ჰესპერიდული (ჰესპერიდია: ტყავის აკორდებით გამდიდრებული ციტრუსის ქერქის ექსტრაქტი) აკორდით იშლება, რომელშიც სორენტოს ლიმონის და რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის შუშხუნა ნოტები დომინირებს. არომატის გახსნას ამდიდრებს უკიდურესად დახვეწილი მალაბარის (ინდოეთის რაიონი) ილის პიკანტური არომატი და ბერძნული ევკალიპტის ბალზამისებრი ფეთქვა.
გამხსნელი ნოტები ნაზად იკვრებიან სურნელოვანი ქმნილების გულის ჩახუტებაში, სადაც იტალიური ველური ივანდა მარიას სიფაქიზე და ტოსკანური ორისის (ორისი: ზამბახის აკორდი) ძალა ამბრისა (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და ომანის საკმეველის დამაჯერებელ კომბინაციას ერწყმის.
არომატის ბაზა მერქნების აკრობატული ბალანსით ხასიათდება: საბაზისო ნოტებს შორის, ძლიერად ფეთქავს იაპონური ლარიქსის (ფიჭვისებრთა ოჯახის წიწვოვანი მცენარე), ავსტრალიური სანდალის ხის (სანდალვუდი/სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და აფრიკული იროკოს ტრილოგია, ვირჯინიული თამბაქო და ჰაიტის ვეტივერი კი მათ სურნელს არბილებს და გამოკვეთს.
Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება — Hyakutake („ჰიაუტაკე“) იდუმალებით და მაცდური ელეგანტურობითაა განმსჭვალული. არომატს გამაოგნებელი და მომაჯადოებელი, მაცდუნებელი და დამპყრობლური მოქმედება ახასიათებს, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, დიდებული, უკვდავი სურნელით, სიხარულს გვანიჭებს და გულს გვითბობს; მისი დაუძლეველი სურვილის აღმძვრელი ხიბლი კი, ციურ სფეროში მოლივლივე მოგზაური კომეტების მსგავსად, დროის მსვლელობაში შეჩერებულია…
გამხსნელი ნოტები:
სორენტოს ლიმონი, რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი, მალაბარის ილი, ბერძნული ევკალიპტი
გულის ნოტები:
იტალიური ველური ივანდა მარია, ტოსკანური ზამბახი, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ომანის საკმეველი
საბაზისო ნოტები:
იაპონური ლარიქსი, ავსტრალიური სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), აფრიკული იროკო, მუშკი, ვირჯინიული თამბაქო, ჰაიტის ვეტივერი
Alcohol Denat, Parfum, Alpha-Isomethyl Ionone, Limonene, Hydroxycitronellal, Linalool, Farnesol, Geraniol, Citral
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.