HAO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Hao („ჰაო“) მარადიული სიყვარულისადმი მიძღვნილი პოეტური ოდაა; მარკო პოლოს (ვენეციელი ვაჭარი, მოგზაური, მწერალი) გარდაცვალების 700 წლისთავის დელიკატური, მტკივნეული აღნიშვნა.
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Hao („ჰაო“) მარადიული სიყვარულისადმი მიძღვნილი პოეტური ოდაა; მარკო პოლოს (ვენეციელი ვაჭარი, მოგზაური, მწერალი) გარდაცვალების 700 წლისთავის დელიკატური, მტკივნეული აღნიშვნა.
ეს სუნამო გვიამბობს ერთი ნახვით შეყვარების განმაპირობებელი ჯადოსნური შეხვედრის — ჩინეთის იმპერიის ანტიკურ კედლებში დაბადებული სიყვარულის იდუმალი ლეგენდის შესახებ, თუ როგორ შეაკავშირა ბედისწერამ მარკო პოლოსა და მშვენიერი ჰაო დონგის — იმპერატორ ყუბლაის (იგივე სეჩენ-ხანი/ში-ძუ) ქალიშვილისა და სასტიკი ჩინგიზ-ხანის შვილიშვილის ცხოვრება: იტალიელ მოგზაურს, აივნიდან, მომღერალი ჰაოს მელოდიური ხმა მოესმა და ვნების აღტაცებამ მოიცვა, რამაც მის გულში წარუშლელი კვალი დატოვა.
ჰაო დონგი, ჰაეროვანი სილამაზითა და იდუმალი ხიბლით, მარკო პოლოს ცხოვრების ერთადერთ სიყვარულად იქცა. მათ შორის, ძლიერი, ღრმა კავშირი ჩამოყალიბდა: შორეული კულტურების წარმომადგენელმა წყვილმა თანაცხოვრება ყუბლაის სასახლეში დაიწყო. შემდეგ, ჰაომ სამუდამოდ მიატოვა სამშობლო და საყვარელ ქმარს ვენეციაში წაჰყვა, თუმცა, იქ, მათ სიყვარულს, უამრავი მითქმა-მოთქმა და ჭორი მოჰყვა. ჰაო, დარდს სიმღერით იქარვებდა და ნაზი მელოდიებით, მშობლიური მიწის მოგონებებს გამოაღვიძებდა. დღემდე, ეს მისტერიის საბურველით მოცული სიყვარულის თქმულება, ორი განსხვავებული კულტურის შემაერთებელი ხიდის სიმბოლოდ გვევლინება — კავშირის აღთქმად, რომელმაც დროს გაუძლო.
Hao-ს სურნელი ნათელი, დელიკატური ნოტებით იშლება: სიცილიური ფორთოხლის ყვავილი კომპოზიციას ციტრუსოვან სიგრილეს ანიჭებს; ჩინური ლოტუსი — აღმოსავლური ტბების სიმშვიდის ასოციაციებს აღძრავს; ფლორენციული ზამბახი კი — ელეგანტურობისა და მისტერიის შტრიხებს მატებს.
არომატის გულში, ავსტრალიური სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და მადაგასკარული ბურბონის ვანილი თბილ, ყოვლისმომცველ ჩახუტებაში ერთიანდებიან. ამბრი (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და თურქული კარამელი კომპოზიციას ოქროსავით მდიდრულ შტრიხებს მატებენ და საიმპერატორო კარზე დაცული ფარული განძის ასოციეციებს აღძრავენ.
საბაზისო ნოტები ღრმა, იდუმალ ბაზას ამჟღავნებენ: არომატის სურნელს, მუშკი და ლიბანური კედარი დამამშვიდებელ სიმყარეს მატებენ; კამბოჯური უდი და ლაოსის თეთრი უდი (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) კი — ეგზოტიკურ სიღრმეს. კომპოზიციას სპირიტუალური აურით აგვირგვინებენ და მარადიული სიყვარულის მისტერიასა და წმინდა ბუნების არსს გამოაღვიძებენ იორდანიული საკმეველი და მირონი.
Tiziana Terenzi-ს Hao სურნელოვანი მოგზაურობაა, რომელიც ლეგენდარული სიყვარულის, კულტურებისა და ორი პიროვნების სულების შემაერთებელი ხიდის მშვენიერებას აღნიშნავს; სუნამო, როგორც ბედისწერის მიერ წინასწარ დადგენილი შეხვედრისა და უსასრულობის საოცრებისადმი მიძღვნილი ოდა!
გამხსნელი ნოტები:
სიცილიური ფორთოხლის ყვავილი, ჩინური ლოტუსი და ფლორენციული ზამბახი
გულის ნოტები:
ავსტრალიური სანდალვუდი, მადაგასკარული ბურბონის ვანილი, ამბრი და თურქული კარამელი
საბაზისო ნოტები:
მუშკი, ლიბანური კედარვუდი, კამბოჯური უდი, ლაოსის თეთრი უდი, იორდანიული საკმეველი და მირონი
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Limonene, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Citronellol, Geraniol, Hydroxycitronellal, Citral, Benzyl Benzoate
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.