HALLEY
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს Halley დაუძლეველი სურვილის აღმძვრელი და ფატალურად მაცდუნებელი ძალებით შეიარაღებული სუნამოა, რომელიც ცაში მოლივლივე განთქმული კომეტის მსგავსად, მბრწყინავ, მანათობელ კვალს ასხივებს.
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს Halley, დაუძლეველი სურვილის აღმძვრელი და ფატალურად მაცდუნებელი ძალებით შეიარაღებული სუნამოა, რომელიც ცაში მოლივლივე განთქმული კომეტის მსგავსად, მბრწყინავ, მანათობელ კვალს ასხივებს.
ჰალეის კომეტა დღემდე ყველაზე ცნობილი და კაშკაშაა პერიოდულ კომეტებს შორის. კოლექტიურ გონებაში, ის მრავალ მისტერიასთან ასოცირებული ზეციური სხეულია, ყველაზე მეტად ძალუძს რომელსაც ჩვენს მიწიერ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა — იმ სურნელოვანი ქმნილების მსგავსად, საკუთარ სახელს გულუხვად რომ უზიარებს.
არომატის სურნელი ჯადოსნური და გრაციოზული თაიგულით იშლება, თუმცა, მასში ჰიპნოზური ფატალურობაც შეიმჩნევა. თუ Halley-ს ერთხელ დააგემოვნებთ, შეუძლებელია, ამ ყნოსვითი სიამოვნების განცდა კიდევ არ მოგინდეთ.
გამხსნელი ნოტები ძვირფას ხილსა და ყვავილებთან ერთად ფეთქავენ. მათ მრავალფეროვან სურნელში, ბრაზილიური მარაკუიას გამოძახილი ჟღერს, რომელიც სორენტოს ლიმონსა და პროვანსის შავ მოცხართანაა დაწყვილებული. ხილისებრი ნოტები კიდევ უფრო იკვეთება, როდესაც თამაშში ბულგარული ვარდის ფურცლების მაცდური ძალა შემოდის.
ასეთ მდიდრულ, ელეგანტურ გახსნას, ნიუანსების მრავალფეროვნების წარმოსაჩენად, კიდევ უფრო ინტენსიური და ხელგაშლილი გული სჭირდება: მრავალრიცხვოვან ყვავილებს შორის, ფაქიზ ტოსკანურ ჰიაცინტსა და ძვირფას მექსიკურ ტუბეროზასთან კომბინირებული ფლორენციული ზამბახის გადამწყვეტი სურნელი გამოსჭვივის.
ეს ძვირფასი ყვავილები, გულში იკრავენ პეტიტგრაინის (პეტიტგრაინი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული გამაგრილებელი, მწვანე აკორდებით და ციტრუსოვანი, ყვავილოვანი, ბიტერის ნოტებით) და ჰავაის ჰიბისკუსის მკვახე სიგრილეს. მათ ნოტებს კი შრი-ლანკური დარიჩინით შეკმაზული ატმის და ალპური ჟოლოს სინაზე ატკბობს.
კომპოზიციის კომპლექსურ, მეტყველ გულს, დიდებული ხასიათის მქონე ძლიერი ბაზა სჭირდება, რათა ერთი მხრივ, სურნელის გამაძლიერებლის, მეორე მხრივ კი — საყრდენის ფუნქცია შეითავსოს. მაშ ასე: თქვენ წინაშეა ტერენცების ოჯახის ჯადოსნურ მიქსტურასთან — ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და მუშკის (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) ნაზავთან კომბინირებული არისტოკრატული მერქნების მეფური ძალა — ლაოსის უდი (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) და კუბური კედარი.
გამხსნელი ნოტები:
მარაკუია, ლიმონი, შავი მოცხარი და ბულგარული ვარდი
გულის ნოტები:
ზამბახი, ჰიაცინტი (იგივე სუმბული), ტუბეროზა, პეტიტგრაინი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული გამაგრილებელი, მწვანე აკორდებით და ციტრუსოვანი, ყვავილოვანი, ბიტერის ნოტებით), ჰიბისკუსი, ატამი, დარიჩინი და ჟოლო
საბაზისო ნოტები:
ვანილი, ლაოსის უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), კედარვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული მშრალი, ნაზი მერქნისებრი სურნელით და ტყავის ნიუანსებით, მოგვაგონებს ფანქრის და ახლადდაბეჭდილი გაზეთების არომატს), მუშკი, ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და მუშკის აკორდი
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Alpha – Isomethyl Ionone, Linalool, Coumarin, Citral, Cinnamal, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol, Citronellol, Eugenol, Geraniol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.