მთავარიშოპისუნამო

HALE BOPP

HALE BOPP

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

მანათობელი სურნელოვანი ქმნილებაა, რომელიც ქაშმირის თბილი შარფივით მოგეხვევათ და დაუძლეველ, მეფურ მიზიდულობას მიანიჭებს ყველას, ვინც ზუსტად იციან, ეს არომატი საკუთარ სტილს როგორ შეუხამონ.

მოცულობა:

Not Chosen

1,305.00 ₾
აღწერა

Hale Bopp მანათობელი სურნელოვანი ქმნილებაა, რომელიც ქაშმირის თბილი შარფივით მოგეხვევათ და დაუძლეველ, მეფურ მიზიდულობას მიანიჭებს ყველას, ვინც ზუსტად იციან, ეს არომატი საკუთარ სტილს როგორ შეუხამონ.

იდუმალი, კეთილგანწყობილი ხიბლით მდიდარი ჰეილ-ბოპი ყველაზე მანათობელი კომეტაა მათ შორის, რაც კი ოდესმე ცაზე გამოჩენილა. ყოველ ჯერზე, როდესაც ცის კამარას ჩვენს მონაკვეთზე ჩაუვლის, მისი შთაგონებით შექმნილი Tiziana Terenzi-ს არომატის მსგავსად, იღბალს და საოცრებებს გვიძღვნის.

Hale Bopp-ის სურნელი დამაჯერებელი და თავხედური ნოტებით — სპეციების მკბენარი კომპოზიციით იშლება: მოლუკის კუნძულების მუსკატის კაკლის და შრი-ლანკური დარიჩინის გამოძახილებს მწარე სიცილიური ლიმონის ენერგიული ძალა ეჯახება.

ინოვაციური გამხსნელი ნოტები ძლიერ, ველურ გულში განისვენებენ: შეიმჩნევა ტოსკანურ სალბთან შერწყმული აფრიკული გერანიუმის (გერანიუმი: ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) ექო, რომელსაც ინდური წითელი პაჩულის და ტაიტური ვანილის მეფური ძალა ამყარებს. ეს კომბინაცია, უსაზღვრო თაიგულის მქონე მდიდრულ გულს წარმოქმნის და შთამბეჭდავ ბაზას — სურნელოვანი ქმნილების ჭეშმარიტ ცენტრს ეყრდნობა.

საბაზისო ნოტებში, ინდონეზიური სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და ტოსკანური მუშკის (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) მეფური, დახვეწილი ძალა კომბინირებულია Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკის ძვირფასი ამბრის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) აკორდთან. მათ ხაზს უსვამს და აძლიერებს მუშკისა და ლაუდანუმის (ოპიუმის ნაყენი) ნოტები და არაორდინალურად გამყოლ კვალს უზრუნველყოფს.

რუხი ქარვისა და Terenzi-ს უძველესი სურნელოვანი ბიბლიოთეკის წმინდა მუშკის ნაზავის მძლავრი აფროდიზიაკური ეფექტის დამსახურებით, Hale Bopp მანათობელი სურნელოვანი ქმნილებაა, რომელიც ქაშმირის თბილი შარფივით მოგეხვევათ და დაუძლეველ, მეფურ მიზიდულობას მიანიჭებს ყველას, ვინც ზუსტად იციან, ეს არომატი საკუთარ სტილს როგორ შეუხამონ.

გამხსნელი ნოტები:

მუსკატის კაკალი, დარიჩინი, ლიმონი

გულის ნოტები:

გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), სალბი, პაჩული, ტაიტური ვანილი

საბაზისო ნოტები:

სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), მუშკი, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ლაუდანუმის (ოპიუმის ნაყენი) და მუშკის აკორდი

Alcohol Denat., Parfum, Linalool, Limonene, Citronellol, Geraniol, Coumarin, Citral, Benzyl Benzoate, Cinnamal, Benzyl Alcohol, Farnesol, Anise Alcohol, Eugenol, Benzyl Cinnamate, Isoeugenol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.