მთავარიშოპისუნამო

GUMIN

GUMIN

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს არომატი Gumin, პარფიუმერების — პაოლო და ტიციანას პაპას, სახელად გულიელმოს ეძღვნება — Terenzi-ს არტიზანული სახლის დამფუძნებელსა და მთავარ დასაყრდენს: საოცრებათა მაძიებელი მოგზაურობის მისეულ ფილოსოფიას, Tiziana Terenzi, დღემდე, თაობიდან თაო

მოცულობა:

Not Chosen

1,290.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს არომატი Gumin, პარფიუმერების — პაოლო და ტიციანას პაპას, სახელად გულიელმოს ეძღვნება — Terenzi-ს არტიზანული სახლის დამფუძნებელსა და მთავარ დასაყრდენს: საოცრებათა მაძიებელი მოგზაურობის მისეულ ფილოსოფიას, Tiziana Terenzi, დღემდე, თაობიდან თაობას გადასცემს.

Gumin („გუმინი“), საიუბილეო კოლექციის (Anniversary Collection) ყველაზე არისტოკრატული, უკვდავი სურნელია, რომლის ყოველი ნოტი გულიელმოს მოგონებებით ფეთქავს: „ბავშვობაში, ჰაერში მისი სურნელის ექო გაისმოდა, მისი გამოჩენა კი, ყოველთვის, სადღესასწაულო დღეებსა და ზეიმის ეიფორიას მოასწავებდა. მის შეხებას სიმშვიდის ძლიერი შეგრძნება ახლდა, ხელს რომ ჩაგვკიდებდა და უსაფრთხოდ მიგვიძღოდა ნამცხვრებითა და ტკბილეულით გაბრწყინებული სამზარეულოს ცეცხლისკენ, ან ტყეში დანთებულ ტკაცუნა კოცონთან… Gumin — ესაა სუნამო, რომელიც ბრწყინვალე სიყვარულზე, ფაქიზ, იმედიან შეგრძნებაზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი დღესასწაულის — სიცოცხლის აღსანიშნავ მხიარულ საღამოზე გვიამბობს; მათთვის, ვინც განმასხვავებელი შტრიხები თავშეკავებული და ამავდროულად, მკაფიო; უნიკალური, თუმცა ელეგანტური; ძლიერი, მაგრამ არა ეგოცენტრული სტილით გამოიმუშავეს“, — აღნიშნავენ პარფიუმერები.

Gumin-ის სურნელი იტალიის ყველაზე მზიან ბაღებში მოკრეფილი ციტრუსების მდიდრული ჰარმონიით იშლება: მანდარინი და ბერგამოტი სიცილიურ ფორთოხლებს ერწყმის და არომატის უკვდავ ელეგანტურობას დახვეწილ სიგრილეს მატებს; სილამაზე ხომ არა მოდიდან, არამედ — უნიკალური სტილიდან მომდინარეობს!

ციტრუსოვან ნოტებს სარჩულად ეგება ამბრის (ამბრი: ამბრი მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) განუმეორებელი ძალით ძლიერად მფეთქავი გემრიელი ხილი — ანანასი და საყვარელი, ტკბილი ყვავილები, მათ შორის — ჟასმინი, ია და ვარდი.

არომატის სტილისტიკური კონსტრუქცია გრაციოზულად განისვენებს ძვირფასი ხის მერქნების — მუშკის ვერტიკალური სიღრმით ხაზგასმული სანდალისა და თეთრი უდის მძლავრ ბაზაზე (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით. უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით).

საბოლოო ჯამში, Tiziana Terenzi-ს Gumin, იტალიის ლუქს-პარფიუმერიის ისტორიაში ხშირად გამოყენებული სურნელთა ნაზავის რეინტერპრეტაციაა; არტიზანული ოსტატობითა და ერთმანეთის მიყოლებით, ფრთხილად, დინჯად, ხელით შექმნილი უნიკალური პროდუქტებისადმი სიყვარულით — მათთვის, ვინც საკმარისად მგრძნობიარეა მოცემული არომატებით აღსაფრთოვანებლად.

Tiziana Terenzi-ს ლიმიტირებული საიუბილეო კოლექცია იმ პიროვნებებისთვისაა, რომელთაც, თხევადი ემოციის წვეთების სიმარტივეში სამუდამოდ მოქცეული სილამაზის უკვდავი ფასეულობისა და უკიდურესად დახვეწილი ელეგანტურობის ჭეშმარიტად სელექციური ტენდენცია ახასიათებთ!

გამხსნელი ნოტები:

ანანასი, ფორთოხალი, ბერგამოტი და მანდარინი

გულის ნოტები:

ჟასმინი, ვარდი, ჟანგბადის ნოტი, ია და ამბრი

საბაზისო ნოტები:

უდი, არყისხე, სანდალვუდი და მუშკი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Citral, Farnesol, Hydroxycitronellal, Geraniol, Citronellol, Benzyl Alcohol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.