მთავარიშოპიBlooming Fragrances

GOLD ROSE OUDH

GOLD ROSE OUDH

EXTRAIT DE PARFUM

Blooming Fragrances

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Gold Rose Oudh („ვარდისფერი ოქროს უდი“), უდაბნოში დანთებული კოცონის ხმა და სურნელია…

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Gold Rose Oudh („ვარდისფერი ოქროს უდი“), უდაბნოში დანთებული კოცონის ხმა და სურნელია…

უდაბნოს ბანაკში, ფეხშიშველი, ცეცხლის ხიბლსა და მისტერიებს შორის…

ცეცხლის ძალის წიაღში იკვეთება ველურ ბუნებაში გატარებული უცნაური ღამის თბილი, მგრძნობიარე ნოტები; მარელაქსირებელი, პიკანტური სურნელები; ვარდების გამომწვევი ძალა და თაფლის საგვარეული, დამამშვიდებელი არომატი.

უდაბნოს ბანაკში, ფეხშიშველი, ცეცხლის ხიბლსა და მისტერიებს შორის…

უდაბნო კითხვების გამოძახილების სივრცეა, მთელი მსოფლიოს ბგერების ხმოვანი დაფა.

უდაბნო, თავისსავე მირაჟის მსგავსად, ყოფიერების არასტაბილური წონასწორობიდან — აწმყოსა და წარსულის გზაჯვარედინზე აღმოცენდება.

უდაბნოს ბანაკში, ფეხშიშველი, ცეცხლის ხიბლსა და მისტერიებს შორის…

ცეცხლის ძალის წიაღში იკვეთება ველურ ბუნებაში გატარებული უცნაური ღამის თბილი, მგრძნობიარე ნოტები; მარელაქსირებელი, პიკანტური სურნელები; ვარდების გამომწვევი ძალა და თაფლის საგვარეული, დამამშვიდებელი არომატი.

არომატი Gold Rose Oudh სურნელით გადმოცემული ამაღელვებელი ისტორიაა უნიკალური, დაუვიწყარი გამოცდილების — უდაბნოს კარავში გატარებული პირველი ღამის, იმ მაგიური ადგილის წყვდიადისა და მდუმარების შესახებ, Tiziana Terenzi-ს ამ სუნამოს მსგავსად, პირველივე ნოტებით რომ აღაფრთოვანებს და ხიბლავს.

გამხსნელ ნოტებს შორის, თბილი მოსასხამივით გვიხუტებს და ემოციების მდგრად ბალანსს ქმნის გემრიელი ბულგარული ვარდი; თუმცა, უეცარი გაელვებით, უკუნეთ სიბნელედ იქცევა და ქვეცნობიერში პირველქმნილი შფოთვის მსგავსად პროგრესირებს.

პარფიუმერები — პაოლო და ტიციანა: „ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი მოგზაურობა ცნობილ გამოთქმას გვახსენებს: უდაბნო ცასავით უკიდეგანოა და თუ გსურს, ჩიტივით თავისუფალი იყო, სწორედ უსაზღვრო, უკონტროლო უდაბნოში უნდა იცხოვროო…“

Gold Rose Oudh, იდეალურად განასახიერებს უსასრულობის, იდუმალების და თავისუფლების სულისკვეთებას. კომპოზიციის ყველაზე ბნელ ნოტებს შორის, ინტენსივობისა და ერთგვარი შიშის ემოციებსაც კი აღძრავს ბუნებრივი უდის (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ძვირფასი სურნელი.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, ფიჭვი, ამბრი, ქვიშა

გულის ნოტები:

ვარდი, პაჩული, შავი პილპილი

საბაზისო ნოტები:

უდი, ამბრი, სანდალვუდი, მუშკი, თაფლი

Alcohol Denat., Parfum, Citronellol, Linalool, Geraniol, Cinnamyl Alcohol, Limonene, Hexyl Cinnamal, Eugenol, Alpha-Isomethyl Ionone, Citral, Cinnamal, Benzyl Alcohol, Farnesol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.