მთავარიშოპისუნამო

GEMINI

GEMINI

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს სურნელი Gemini („ტყუპები“) იმ პიროვნებებს ეძღვნებათ, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობას და ენერგიას ასხივებენ, ან უკვდავი ელეგანტურობის და ცდუნების აფეთქების ძიებაში არიან.

მოცულობა:

Not Chosen

900.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს სურნელი Gemini („ტყუპები“) იმ პიროვნებებს ეძღვნებათ, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობას და ენერგიას ასხივებენ, ან უკვდავი ელეგანტურობის და ცდუნების აფეთქების ძიებაში არიან.

ახალგაზრდა პაოლო და ტიციანა ტერენცების ჯადოსნური მოგზაურობა ციურ სფეროზე დაკვირვების კვალდაკვალ, თავიანთ საყვარელ პაპა გულიელმოსთან ერთად გრძელდება, ადრეული გაზაფხულის ღამეებში, ტკაცუნა კოცონით გამთბარ საყვარელი სამშობლოს მთის ქედებზე. სუფთა, გრილი ჰაერისგან ლოყები შეფაკვლოდათ, როდესაც მოულოდნელად ტყუპების მშვენიერი, მეფური და იდუმალი თანავარსკვლავედი გამოჩნდა. გულიელმომ, ყოვლისმცოდნე თითით, მის შემადგენელ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებზე მიუთითა და უხსოვარი დროიდან, ტყუპებით შთაგონებული მითოლოგიური ისტორია უამბო.

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება ტყუპების ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულების პიროვნული მახასიათებლების არსს მოიცავს, იმ ყველა ინდივიდის ხასიათთან ერთად, რომელთა გონებაც, ახალი ცოდნის მისაღებად მუდამ გახსნილია; ყოველთვის ცნობისმოყვარე, ჯიუტი და ხალისით აღსავსენი რომ არიან, ჰედონიზმისა და ესთეტიზმის ცნებები ხიბლავთ, მშვენიერების ყოველ ფორმას ეთაყვანებიან და ყველგან სილამაზესა და სტილს ეძიებენ; ამავდროულად, ტყუპების მსგავსად, კომუნიკაციის და ენამახვილობის უნარებით არიან დაჯილდოებული.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი, დუალისტური, ზოგჯერ კი — სამმაგი და მრავალპიროვნული შტრიხებით გამოირჩევა და შემოქმედებითი ძალაც, რომელიც მათ ასახავს, ნებისმიერ სიტუაციასა და გარემოში ადაპტაციის უნარებს მოიცავს, არა იმიტომ, რომ მოქნილები და კომპრომისზე წამსვლელები არიან, არამედ, როგორც მყარად ცენტრალური ფიგურები, მუდამ საკუთარ პრინციპებზე კონცენტრირდებიან.

სწორედ ამ დამანგრეველი ძალის შემცველი ძვირფასი ექსტრაქტია Gemini — არომატი, რომელიც სიცოცხლის ჩაუხშობელ სიხარულსა და მშვენიერებისადმი მუდმივ სწრაფვას უსვამს ხაზს. მისი ყოველი წვეთი ტყუპების თავისუფალი სულისკვეთების მხიარულებას და ენერგიულობას ასახავს და მათ მომხიბლავ ორსახოვნებას და ელეგანტურობისა და უკვდავი სტილის დახვეწილ ესთეტიკურ ბალანსს აძლიერებს.

Gemini-ს სურნელი ბულგარული ვარდის და ბულგარული ლავანდის ყოვლისმომცველი, ელეგანტური, ყვავილოვანი თაიგულით იშლება, რომელთაც ირანული ზაფრანა და წითელი (იგივე კლარი) სალბი უპირისპირდება. კომპოზიციის ცქრიალა გამხსნელი ნოტები სუნამოს ჭეშმარიტ სულში — ინტენსიური, მძლავრი გულის თავზე მყარდებიან.

არომატის გულში, ინოვაციური სტილისტიკური დუალიზმით იჩენენ თავს საპირისპირო სურნელების მქონე მკვეთრი, პიკანტური ნოტები: გრანადას მუსკატის კაკლის და ომანის საკმეველის კომპლექსური, ღრმა ნაზავის პარალელურად, სურნელოვანი ქმნილების გულს დამატყვევებელ სიტკბოს ანიჭებენ მექსიკური ხავერდას ნოტები და საკუთარ ძალას, ინდურ კვიპრიოლთან (კვიპრიოლი: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) დელიკატურად შეზავებულ ინდური სამბაკის ჟასმინის ყველაზე მაცდურ და მგრძნობიარე ელეგანტურობას გადასცემენ.

მთლიანი კომპოზიცია, კიდევ ერთხელ, ძლიერი დიქოტომიისა და კონტრაპუნქტის გარშემოა აგებული — თბილი და პიკანტური ნოტები ერთმანეთს გამომწვევი, მომაჯადოებელი ემოციების მორევში დასდევენ. მათ შორისაა ჯადოსნური ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და ჰაიტის ვეტივერის დამანგრეველი ძალით გამყარებული კეთილშობილურ ტოსკანურ მუხის ხავსთან გადახლართული სინგაპურული პაჩული.

Tiziana Terenzi-ს სურნელი Gemini („ტყუპები“) იმ პიროვნებებს ეძღვნებათ, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობასა და ენერგიას ასხივებენ ან უკვდავი ელეგანტურობისა და ცდუნების აფეთქების ძიებაში არიან.

გამხსნელი ნოტები:

ბულგარული ვარდი, კლარი სალბი (იგივე წითელი სალბი), ირანული ზაფრანა, ბულგარული ლავანდა

გულის ნოტები:

გრანადას მუსკატის კაკალი, მექსიკური ხავერდა, ინდური სამბაკის ჟასმინი, ომანის საკმეველი და ინდური კვიპრიოლი (რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით)

საბაზისო ნოტები:

სინგაპურული პაჩული, ტოსკანური მუხის ხავსი, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და ჰაიტის ვეტივერი

Alcohol Denat., Parfum, Linalool, Benzyl Benzoate, Limonene, Eugenol, Geraniol, Citronellol, Isoeugenol, Farnesol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.