მთავარიშოპისუნამო

FOCONERO

FOCONERO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს კოლექცია „კლასიკის“ (Classic Collection) შავ ფლაკონში მოქცეული სურნელოვანი ქმნილების — Foconero-ს („ფეიერვერკი“) შთაგონება იტალიის ერთ-ერთ უმშვენიერეს ყურეში მოგზაურობაა: ისტორიით და პოეზიით, მუსიკით და ტრადიციებით აღსავსე ადგილი, რომელიც

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს კოლექცია „კლასიკის“ (Classic Collection) შავ ფლაკონში მოქცეული სურნელოვანი ქმნილების — Foconero-ს („ფეიერვერკი“) შთაგონება იტალიის ერთ-ერთ უმშვენიერეს ყურეში მოგზაურობაა: ისტორიით და პოეზიით, მუსიკით და ტრადიციებით აღსავსე ადგილი, რომელიც თავისი მარადიული, თითქმის განმაიარაღებელი სილამაზის დამსახურებით, ყოველ მოგზაურს აჯადოებს და ნოსტალგიურ მიზიდულობას აღუძრავს.

პარფიუმერების — პაოლოსა და ტიციანას მომდევნო სურნელოვანი გაჩერება ჯადოსნურ, ველურ, უმშვენიერეს მიწას აღწერს, რომელიც, წინააღმდეგობებით და სისუსტეებით, ამავდროულად — ძალითა და გულუხვობითაა აღსავსე; ისევე, როგორც მისი შთაგონებით შექმნილი დახვეწილი არომატი: სორენტოს ყურეში ნაოსნობისას, ლამაზ, მსოფლიოში უნიკალური მახასიათებლების მქონე კუნძულებს ათვალიერებდნენ, როდესაც, უცერად, საიდანღაც, კაპრის სილუეტი ამოიზარდა და ოდნავ მოშორებით, პროჩიდა და მისი ლეგენდარული მეზობელი — კუნძული ისკია მოჰყვა.

მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, ინტენსიური, თამამი არომატებისა და ზეციური, ღვთაებრივი სურნელების მიწის — იტალიის სანაპიროების მარილით გაჟღენთილ ჰაერში, მანქანით მოგზაურობისას გატარებული გრილი საღამოების ამსახველი სუნამო — Foconero, კუნძულ ისკიაზე, პუნტა კარუზოში, ზაროს კლდის მწვერვალზე დანთებული კოცონის ბნელ ღამეში მოგიზგიზე ალის ეცმოციებს მოიცავს, ზღვაში მკვეთრად დაშვებულ კლდეებთან ერთად, ყურეს რომ დასცქერიან.

ღამის წყვდიადის უკუნეთ სიბნელეს მხოლოდ კოცონის ციმციმი ანათებს, ბუნებაში გამეფებულ სამარისებურ სიჩუმეს კი — ხის ფისის ხეთქვის ხმა არღვევს; გრილი, სურნელოვანი ქარი ამოვარდება და პაოლოს და ტიციანას ხმელთაშუა ზღვის მშვენიერებით და ისტორიით სავსე ბუჩქნარის არომატებს დაუბერავს. სწორედ იმ დროს შეიგრძნობა პირველად სორენტოს განთქმული ციტრუსების — ლიმონის, ბერგამოტის და ფორთოხლების ნოტები, რომელთაც, ღვიის კენკრის და ინგლისური ლავანდის ფონზე, პიკანტური ქონდარი უპირისპირდება.

ძლიერად ფეთქავენ გულის დახვეწილი ნოტები: დაუმორჩილებელ ილისთან და ტკბილ თეთრ მუშკთან (იგულისხმება სინთეტიკური მუშკი) ოსტატურად დაწყვილებული ძვირფასი ყვავილები — ილანგ ილანგი და ჰიაცინტი (იგივე სუმბული: შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარე). არომატის სურნელს ზღვის მარილის მინიშნებები ერწყმის და უნიკალური სიგრილის შეგრძნებებს აღძრავს. მარილის ნოტებს თანდათან აძლიერებს მუხის ხავსთან შერწყმული ძლიერი მერქნოვანი ნოტები — სანდალი, კუბური კედარი და ძვირფასი წითელი პაჩული.

Tiziana Terenzi-ს Foconero დახვეწილი სუნამოა, რომელიც ხელში აგიტაცებთ და თავისი გრილი და გულუხვი, თუმცა, ამავდროულად, თბილი და კეთილი არომატის ყოვლისმომცველი, გემრიელი ნოტებით, ზღვის ზედაპირზე გადაგაფრენთ. ეს მგრძნობიარე, მომხიბლავი სურნელოვანი ქმნილება, თავისი მარტივი მშვენიერებით, ბუნების და ტიციანასა და პაოლოს თვალწარმტაცი მიწის უკიდეგანო სილამაზეს ეხმიანება; მისი ძვირფასი ფლაკონი კი სორენტოს ყურეში გატარებული ღამის ემოციების მცველად გვევლინება — ჩრდილო-დასავლეთის მლაშე ქარით დაწყებული, ფონად O Sole Mio-ს (ნეაპოლიტანური სიმღერა) განთქმული ჰანგებით დასრულებული…

ატარეთ Foconero დახუჭული თვალებით, რათა საკუთარი შინაგანი სილამაზე აღმოაჩინოთ!

გამხსნელი ნოტები:

სორენტოს ლიმონი, ბერგამოტი, ლაიმი, ქონდარი, ღვია, ლავანდა

გულის ნოტები:

მარილი, ჟანგბადის ნოტი, ილანგ ილანგი, ხეობის შროშანი, ჰიაცინტი (იგივე სუმბული), ილი

საბაზისო ნოტები:

მუხის ხავსი, სანდალვუდი, წითელი პაჩული, კედარი

Alcohol Denat., Parfum, Citronellol, Limonene, Linalool, Coumarin, Citral, Geraniol, Benzyl Benzoate, Farnesol, Benzyl Salicylate

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.