მთავარიშოპისუნამო

ECSTASY

ECSTASY

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Ecstasy („ექსტაზი“), სულიერი ცეცხლის ხმა და სურნელია…

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Ecstasy („ექსტაზი“), სულიერი ცეცხლის ხმა და სურნელია…

ყველაზე ინტენსიური მოგზაურობა სულის „წმინდა ცეცხლის“ წიაღში — აბსოლუტური სილამაზის შეჩერებულ გრავიტაციაში სრული ავთენტურობის ძიების კვალდაკვალ; ყოვლისმომცველი, იდუმალი არომატი ორიგინალური და ძლიერი იდენტობით!

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Ecstasy („ექსტაზი“), სულიერი ცეცხლის ხმა და სურნელია…

ყველაზე ინტენსიური მოგზაურობა სულის „წმინდა ცეცხლის“ წიაღში — აბსოლუტური სილამაზის შეჩერებულ გრავიტაციაში სრული ავთენტურობის ძიების კვალდაკვალ; ყოვლისმომცველი, იდუმალი არომატი ორიგინალური და ძლიერი იდენტობით!

როგორც პარფიუმერები — პაოლო და ტიციანა გვიამბობენ, Ecstasy მათი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ, მნიშვნელოვან დღეს შეიქმნა — მარადიული, სიურეალისტური შეგრძნებების ძალით შთაგონებული ერთგვარი შემოქმედებითი დელირიისას, როდესაც მოცემული მომენტების ემოცია და ტრანსფორმაცია, ბიჭობიდან კაცობაში უეცარი სულიერი გარდასახვის ამსახველ წარუშლელ, კათარზისულ მოგონებაში მოაქციეს.

Ecstasy-ს სურნელი, სახეში მუშტის დარტყმასავით, მყისიერად გაგაოცებთ. ამ ყოვლისმომცველ ეფექტს საკმეველის მძლავრი და მდიდრული გამხსნელი ნოტები ქმნიან და შემდეგ, ნელ-ნელა ერევიან თეთრი ყვავილების, ბახურის (ბახური: ახლო აღმოსავლეთში, მუსულმანურ რელიგიურ რიტუალებში გავრცელებული ხის ჯოხები, რომლებიც გაჟღენთილია სურნელოვანი ზეთებით და შეზავებულია ბუნებრივ ფისებთან, ქვიშასა და ეთერზეთებთან) მისტიკური ძალისა და წმინდა მერქნების გალობის მოსიყვარულე ჩახუტებას და შინაგან ცნობიერებას.

ამ მომენტში, თქვენთვის ძვირფასი ადამიანის უსასრულო სიყვარულის ძალას შეიგრძნობთ; გრძნობას, რომელიც ჩვენს სულებს მოგონების რელიგიაში ერწყმის და დაცულობისა და მარადიული სიძლიერის ახალ განცდებს გვანიჭებს; ეგო კი ერთიანი კოსმოსური გონიერების ნაწილი ხდება. თითქოს, ჩვენს სულში, მყისიერად, ღილაკს დააჭირეს და ზრდასრულობის ახალ, სრულყოფილ განზომილებაში შევაბიჯეთ.

გამხსნელი ნოტები:

ფიჭვი, ნაძვი, ქვის ფხვნილი

გულის ნოტები:

საკმეველი, პაჩული, ვარდი, ია

საბაზისო ნოტები:

სანდალვუდი, ამბრი, საკმელა (იგივე კლდის ვარდი), ტონკას მარცვლები, ტყის მიწა, უძველესი მერქნები, უმეტესად მუხა და წაბლი

Alcohol Denat., Parfum, Benzyl Benzoate, Alpha – Isomethyl Ionone, Limonene, Cinnamal, Benzyl Cinnamate, Linalool, Coumarin, Hydroxycitronellal, Eugenol, Isoeugenol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.