ECLIX
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს ახალი ქმნილება, რომელიც კოლექცია Luna-ს („მთვარე“) უერთდება, მეხსიერების იმ ზღაპრულ ელემენტს ასახავს, გონებაში ყოველთვის მკაფიოდ რომ ტივტივებს და მოცემული საზღვრის დასადგენად, მოგონებებსა და ფანტაზიებს, ჯადოსნობასა და რეალობას მიჯნავს. პა
Not Chosen
თბილი, მზით დაკოცნილი ზაფხულის დასასრულს, 1978 წლის 6 სექტემბერს, პაოლო და ტიციანა პირველად შეხვდნენ შავ მთვარეს. მთვარის განსაკუთრებული დაბნელება, რომელიც სხვადასხვა ცივილიზაციას კაცობრიობის დასაბამიდან მოყოლებული აშინებდა, ციურ კოსმოსში, 32 თვეში ერთხელ ხდება…
უდარდელი ბავშვობის ჩვეულ რეჟიმში, პაპა გულიელმოსთან ერთად, იტალიის აყვავებულ მთებში სასეირნოდ მიდიოდნენ. ჰაერს სიგრილე შეჰპაროდა, თუმცა, კვლავინდებურად, სურნელოვანი რევერბერაციებით ფეთქავდა, როგორც სიცოცხლით სავსე, გაფურჩქნილ ბუნებასთან შეხვედრისას ხდება ხოლმე.
მოცემულმა კოსმოსურმა ფენომენმა ბავშვები შეაკრთო: თითქოს, მათი ძვირფასი მეგობარი — მთვარე წყვდიადს ჩაეყლაპა. უმანკო სახეებზე მყისიერად დაეტყოთ შეუცნობლის შიშთან შერწყმული აღტაცების ემოცია. გულიელმო მაშინვე მიხვდა, რას გრძნობდნენ და დამამშვიდებელი ღიმილით, რამდენიმე მეტრში მდგომი დიდი მუხისკენ მიუთითა, რომ ჩამომსხდარიყვნენ. ღამის სიჩუმეში, ბრძნული, დინჯი მანერით, პატარა კოცონო დაანთო, პაოლოსა და ტიციანას შორის ჩაჯდა და ორივე მათგანს, რაც შეიძლებოდა მჭიდროდ, თბილად ჩაეხუტა; ტკბილი და ამავდროულად, სიყვარულის გამომხატველი ძლიერი ჟესტით — ფაქიზიად, თუმცა დამცავი ინსტინქტით. მსგავსი ემოციის აღძვრა ხომ მხოლოდ ჭეშმარიტ, წმინდა სიყვარულს შეუძლია…
სწორედ ეს დაუვიწყარი განცდა იქცა შავი მთვარისა და დამამშვიდებელი სიყვარულის სუნამოს — Eclix-ის („ეკლიქსი“. ნაწარმოებია სიტყვიდან Eclipse, რაც დაბნელებას ნიშნავს) შთაგონების ნაპერწკლად.
Tiziana Terenzi-ს ახალი ქმნილება, რომელიც კოლექცია Luna-ს („მთვარე“) უერთდება, მეხსიერების იმ ზღაპრულ ელემენტს ასახავს, გონებაში ყოველთვის მკაფიოდ რომ ტივტივებს და მოცემული საზღვრის დასადგენად, მოგონებებსა და ფანტაზიებს, ჯადოსნობასა და რეალობას მიჯნავს. პაპის თბილი ჩახუტების მსგავსად, პარფიუმის ექსტრაქტი Eclipse-იც შეუცნობელ, სამკაულის ფორმის თავსახურით დამშვენებულ შავ ფლაკონშია მოქცეული.
არომატის სურნელი ყოვლისმომცველი ტაიტური ვანილის სიტკბოთი იშლება, რომელიც ნუშისა და ციტრუსების მინიშნებების — სორენტოს ლიმონის და კალაბრიული მანდარინის ფორთოხლის კონტრასტულ ნოტებთანაა გადახლართული. მათ თაიგულს, მეფეების განთქმული ყვავილის — ზამბახის დიდებული სიტკბო ამდიდრებს, შემდეგ კი — იისა და თეთრი შროშანის ფურცლებზე და პეტიტგრაინის (პეტიტგრაინი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული გამაგრილებელი, მწვანე აკორდებით და ციტრუსოვანი, ყვავილოვანი, ბიტერის ნოტებით) აგრარულ ელეგანტურობაზე განისვენებს.
ქაშმირის მასიური შარფივით და ამავდროულად, გაზაფხულის გრილი ნიავივით მხურვალე ჩახუტება, არომატის გულის მადლთან ერთად, მთლიანი კომპოზიციის სტრუქტურის საფუძველს წარმოქმნის და საბაზისო ნოტებს შორის არსებული სხვადასხვა სახეობის ხის მერქნებით, მის ენერგიას და ძალას აერთიანებს.
შავი მთვარის ფენომენის მსგავსად იშვიათი, წმინდა მერქნები, იმ საბედისწერო ემოციებს აღძრავს, სიყვარულით განმსჭვალავი ჩახუტებისას რომ განვიცდით. სანდალის ხის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ძვირფასი მინიშნებების გამჟღავნებისას, შესამჩნევი ხდება კედარის და ზამბახის უკიდურესად იშვიათი ფესვების ნაზავის ხანგრძლივი ძალაც, რომელთაც ხაზს უსვამს ტერენცების კერძო, საოჯახო კოლექციის უიშვიათესი აკორდი — 30 წლის განმავლობაში მაცერირებული მუშკი და ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით).
გამხსნელი ნოტები:
ტაიტური ვანილი, ნუში, ზამბახი, მანდარინი, ლიმონი
გულის ნოტები:
ლიმონი, ია, თეთრი შროშანი, პეტიტგრაინი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული გამაგრილებელი, მწვანე აკორდებით და ციტრუსოვანი, ყვავილოვანი, ბიტერის ნოტებით)
საბაზისო ნოტები:
სანდალვუდი, კედარი, ზამბახის ფესვი, მუშკი, სანდალვუდი და ამბრი
Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Limonene, Linalool, Coumarin, Benzyl Benzoate, Geraniol, Hydroxycitronellal, Citral, Benzyl Cinnamate, Benzyl Alcohol, Citronellol, Farnesol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.