მთავარიშოპისუნამო

DRACO

DRACO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

პარფიუმის ექსტრაქტი — Draco („გველეშაპი“. იგულისხმება გველეშაპის თანავარსკვლავედი), მთვარეზე ცხოვრების შესახებ ნატვრას მოიცავს, რაზეც, ყოველ ჩვენგანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უოცნებია.

მოცულობა:

Not Chosen

900.00 ₾
აღწერა

ტიციანა და პაოლო ტერენცები: „ეს მოგზაურობა, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და იდუმალ ადგილას იწყება, რომლითაც ჩვენი ქვეყანა გვმასპინძლობს, უფრო სწორად კი — მალავს: მატერა, თავისი ისტორიული ცენტრის უნიკალური ბუნების დამსახურებით, „ქვების ქალაქის“ სახელითაა ცნობილი. მდინარის — გრავინა დი მატერას მახლობლად გამოთხრილ და აგებულ ქალაქს ღრმა ხეობა ორად ყოფს: სასი დი მატერა, ძველი უბნების შემადგენელი მიდამოები, აღმოსავლეთისკენ მიმართულ ორ ხეობაშია გაშლილი. მოცემული ტერიტორიები, მიმდებარე ლანდშაფტებთან შედარებით, ოდნავ დაბალია. მათ, ერთმანეთისგან, ცივიტას კლდოვანი მასივი აცალკევებს. ამ მართლაც შესაშური პოზიციის დამსახურებით, მატერა, ათასობით წლის განმავლობაში, მტრის თვალისთვის უხილავი შემორჩა და მისი საუკუნოვანი ისტორიაც, თითქმის, სრულად უვნებელ ჟამთასვლას აღწერს.

თუ გზამკვლევად ცივიტას — ძველი ქალაქის ცენტრს განვიხილავთ, სასო ბარისანო კლდის კიდეზე ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, საოცრად მდიდარია ფრიზებით (დეკორატიული კომპოზიცია ჰორიზონტალური ზოლის ან ლენტის სახით, რომელიც აგვირგვინებს ან გარს აკრავს არქიტექტურული ნაგებობის ამა თუ იმ ნაწილს) და მისი მიწისქვეშეთის გულის შემნიღბველი მოჩუქურთმებული კარიბჭეებით.

სამხრეთისკენ მოცქირალი სასო კავიოზო, რომაული ამფითეატრის მსგავსადაა გეგმარებული — ერთმანეთის ქვეშ მდებარე, კიბეებით გამოყოფილი გამოქვაბულის სახლებით. შესაძლებელია, ამ ადგილის სახელწოდება, გამოქვაბულებისა და კლასიკური თეატრებიდანაც მომდინარეობდეს… სასო ბარისანოს და სასო კავიოზოს ერთობლიობა, ანტიკური მატერას ურბანულ ბირთვს წარმოქმნის და იუნესკოს მიერ კულტურულ ლანდშაფტადაა გამოცხადებული. იქაურობა, იმ მიდამოებს შორის, რომელთაც ბავშვობაში ასეთი ენთუზიაზმით ვიკვლევდით, ყველაზე მეტად მოგაგონებთ დასახლებულ მთვარეს…

პარფიუმის ექსტრაქტი — Draco („გველეშაპი“. იგულისხმება გველეშაპის თანავარსკვლავედი), მთვარეზე ცხოვრების შესახებ ნატვრას მოიცავს, რაზეც, ყოველ ჩვენგანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უოცნებია.

Draco — იტალიის ფარული მიწის კლდეებისა და ქვის მსგავსად ძლიერი, მყარი არომატია, რომელიც მტკიცე კლდეში ასობით წლის წინ გამოკვეთილ გამოქვაბულ-სახლების მყუდრო ატმოსფეროს გადმოსცემს, ენერგიული ბუხრების გარშემო შეკრებილ ბინადრებს რომ ათბობდა.

ხეობის მხარეს, პატარა ფანჯრიდან, უზარმაზარი წითელი მთვარე ამოვიდა. ცის შუქზე, პერსპექტივით, ისეთ ასოციაციას ქმნიდა, თითქოს ძალიან ახლოს იყო და ხელითაც კი შეეხებოდი. ფანჯრის გახსნა და მთვარისკენ ხელის გაწვდენა ქმნიდა შეგრძნებას, რომ დედამიწის ეს ამოუცნობი თანამგზავრი ხელის გულზე გქონდა. სწორედ მოცემული გამოცდილებით შეიქმნა ზემოთ აღწერილი ფენომენის მსგავსად ამაღელვებელი პარფიუმის ექსტრაქტიც.

Tiziana Terenzi-ს Draco სუნამოა, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქმის შეფარული და გრაციოზული ჩანს, თუმცა, დაგემოვნებიდან სულ რამდენიმე წუთში, სამუდამოდ გაგიტაცებთ. მისი სურნელი მდგრადობას დღეების განმავლობაში ინარჩუნებს და არომატული ხასიათით, დამალულ ქალაქ სასის ჰგავს, რომლის ჭეშმარიტ მშვენიერებას, მხოლოდ ძიების შედგეგად აღმოაჩენ. ეს ქმნილება დღემდე გვაოცებს, რადგანაც ყოველ ჯერზე, ახალ შეგრძნებებს აღგვიძრავს“.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, ლიმონი, ფორთოხალი, მწვანე ნოტები

გულის ნოტები:

ატამი, ჟასმინი, კედარი, პაჩული, მაგნოლია

საბაზისო ნოტები:

ვანილი, ტონკა, მუშკი, მსხალი, ჰელიოტროპი

Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Benzyl Benzoate, Eugenol, Citronellol, Benzyl Alcohol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.