DIONISO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს Dionisio-ს („დიონისე“) ძვირფას ესენციასთან ერთად, შეიძლება, ჭექა-ქუხილად იქცეს და ჩვენი სულის სიღრმეებში ჩამალული დაუოკებელი ცხოვრებისეული სულისკვეთება ააგიზგიზოს. ეს სუნამო, სიხარულის აღტკინებაში გამოხატული წინააღმდეგობრიობების ხაზგაზმით
Not Chosen
„გვიანი ზაფხულის თბილ საღამოს, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, ისტორიებითა და ლეგენდებით მდიდარი მარადიული ქალაქის (რომი) მათრობელა სილამაზით გარშემორტყმული კოლიზეუმის მიმდებარედ, იმპერიული ფორუმის ათასწლოვან რიყის ქვებზე ვსეირნობდით. პატარა კოცონის გარშემო შემომსხდარ მსახიობთა ჯგუფს გადავაწყდით, დიონისეს ნიღბისადმი — ბერძნული მითოლოგიის იდუმალი, მომაჯადოებელი, უპატივცემულო და თავხედი ღვთაებისადმი მიძღვნილი წარმოდგენის სამზადისში, ნებისმიერი წესისა და კონვენციის აბუჩად აგდება რომ შეეძლო.
ამ სუნამოს მსგავსად მდიდრული და არასტანდარტული ხასიათის დიონისეს შესწევდა უნარი, დადგენილი კანონები, პრინციპები თუ აკრძალვები დაერღვია, კაცთა გონება კი დელირიის ორომტრიალსა და პირველყოფილი სიწმინდის მდოგმარეობაში ჩაეთრია.
ეს ღვთაება, ექსტაზის, თრობის და გრძნობათა გათავისუფლების არსი და სიცოცხლის მსვლელობის უკვდავი კატალიზატორია, ყოფიერების აბსოლუტური აღქმა და ცხოვრების დაუოკებელი ნაკადების ერთობლიობა, ყველაფერში რომ აღწევენ.
დიონისე, წინააღმდეგობრივი დაძაბულობით, მამაკაცური და ქალური საწყისების პერსონიფიკაციას გვთავაზობს; როგორც ღვთაებრივი, ასევე — ცხოველური; ტრაგიკული და ამავდროულად, კომიკური შტრიხების გაძლიერებით.
ის პირველყოფილი, ინსტინქტური ნაპერწკლით გაღვივებულ მისტიკურ დელირიას წარმოადგენს, რომელიც, ზოგჯერ მიძინებული ჩანს, თუმცა მისი სრულად ჩახშობა შეუძლებელია; ყოველი ჩვენგანის ქვეცნობიერში, დღემდე ცოცხლობს. მოცემული ნაპერწკალი, Tiziana Terenzi-ს Dionisio-ს („დიონისე“) ძვირფას ესენციასთან ერთად, შეიძლება, ჭექა-ქუხილად იქცეს და ჩვენი სულის სიღრმეებში ჩამალული დაუოკებელი ცხოვრებისეული სულისკვეთება ააგიზგიზოს. ეს სუნამო, სიხარულის აღტკინებაში გამოხატული წინააღმდეგობრიობების ხაზგაზმით, თავისუფლების იდუმალ სულს ასახავს“, — აღნიშნავენ პარფიუმერები.
Dionisio-ს სურნელი უიშვიათესი ამბრის (ამბრი მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ძლიერი, სახასიათო ნოტით იშლება, რომელსაც გარს ეკვრის უძველესი მუშკი, ცდუნების ძვირფას ფერომონს რომ აფრქვევს და გულის ნოტებისკენ ვნებიანად მიისწრაფვის. მიზიდულობის მძლავრ იარაღს ტაიტური ვანილის ნოტებით დამტკბარი და ჟასმინისა და ხეობის შროშანის ჰიპნოზური ძალით გამდიდრებული რუხი ამბრი გამოკვეთს.
სურნელის მთლიანობა ფესვგადგმულია მძლავრ, მაცდურ საბაზისო ნოტებში, ლტოლვის ფერომონთან კომბინირებული ძვირფასი შავი უდისა (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) და მადაგასკარული ვანილის ნაზავით. თუ Dionisio-ს ატარებთ, ყველა, ვისაც ბედი გაუღიმებს და ცხოვრებისეულ გზაზე გადაგეყრებათ, თქვენი მუდმივი თანმხლები ცდუნებისა და სიხარულის ტყვედ იქცევა.
Tiziana Terenzi-ს ექსკლუზიური ესენციებისგან შემდგარი საიუბილეო კოლექცია, ყოველწლიურად, უძვირფასეს, ლიმიტირებულ ნიმუშებს გვთავაზობს, რომელთა მოპოვებაც, მხოლოდ, მშვენიერებისა და ძიების მოყვარულთა ხვედრია — მათი, ვისი სულებიც, მუდამ მზადყოფნაში არიან ცხოვრების ყოველი ემოციის განსაცდელად, არ ეშინიათ წარმატების და ტოლი არ მოეძებნებათ შინაგან სიძლიერეში. თხევადი ემოციების წვეთი და ღმერთების ნექტარი — Dionisio, მართლაც პროვილეგირებული უმცირესობის სუნამოა; პიროვნებების, რომელთაც უნიკალურობა და არასტანდარტულად აზროვნება მოსწონთ.
გამხსნელი ნოტები:
ამბრი, მუშკი და ფერომონი
გულის ნოტები:
ამბრი, ტაიტური ვანილი, ჟასმინი და ხეობის შროშანი
საბაზისო ნოტები:
ამბრი, უდი, მუშკი, მადაგასკარული ვანილი და ფერომონი
Alcohol Denat., Parfum, Anise Alcohol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.