DERIVA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს არომატის — Deriva-ს („დრიფტი“) ძვირფასი წვეთები, ყოველგვარი შიშის და სინანულის გარეშე, ვნებებისა და ემოციების თავდავიწყების მორევში ჩაკარგვის სულისკვეთებას მოიცავს. ხანდახან, ცხოვრების დიდებული მშვენიერების აღმოსაჩენად და ყოფიერების არსის
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს არომატის — Deriva-ს („დრიფტი“) ძვირფასი წვეთები, ყოველგვარი შიშის და სინანულის გარეშე, ვნებებისა და ემოციების თავდავიწყების მორევში ჩაკარგვის სულისკვეთებას მოიცავს. ხანდახან, ცხოვრების დიდებული მშვენიერების აღმოსაჩენად და ყოფიერების არსის გასააზრებლად, ერთადერთი გზაა, დინებას შეწინააღმდეგების გარეშე მიჰყვე…
…
მეზღვაურების სამყაროში, deriva (იტალიურად) დრიფტს ნიშნავს — გემის უკურსო მოძრაობას ტალღებისა და დინების ამარა.
ამ უკონტროლო მსვლელობას გაურკვეველი დანიშნულების ადგილისკენ, სხვა სიტყვებით, „საკუთარ ნებაზე გავლენის დაკარგვა“ და უცნობი მიმართულებით ტივტივიც შეიძლება, ეწოდოს.
ზოგჯერ, მაგალითად — მზიან დღეებში, ასეთი მოგზაურობა მშვიდია, როდესაც არც ქარი უბერავს და არც ზღვა ღელავს; სხვა დროს კი, ქარიშხლისა და ბობოქარი ტალღების წიაღში, ეს ნაოსნობა იმპულსური და ადრენალინით აღსავსეა — მიტოვებულ მდგომარეობაში, ბედს რომ სიხარულით ემორჩილება და მხოლოდ გარე ფაქტორების გულმოწყალების იმედი შემორჩენია.
ამ მაცდურ მონეტას, ორი მხარე აქვს, მეზღვაურებსა და თავგადასავალთა მაძიებლებს ნაპირიდან შორს გაქცევას, საკუთარი ცოდნის არეალში მოქცეული „ნავსადგურის“ მიტოვებას რომ შთააგონებს და თავდავიწყებისა და საოცრებების მიმართულებით, უცნობი თავგადასავლების და გამოწვევების გზისკენ მიუძღვის.
ჩვენ მიერ შეცნობილის „უსაფრთხო ზონები“, იმ ბნელით მოცული საიდუმლოებებისკენ გვიხსნის გზას, რომ გვაშინებს და ამავდროულად, გვიზიდავს კიდეც.
წარმოიდგინეთ, ჩვენი საყვარელი გემის — „ტელეას“ გემბანზე ვართ, შუა ზღვაში, ლაჟვარდოვან სივრცეში, იმდენად შორს, რომ ნაპირს ვეღარ ვხედავთ. შეუიარაღებელი თვალით, გარშემო არაფერი მოჩანს.
ოკეანის გულში, სულ მარტო ვართ. მოულოდნელად, ქარის ქროლვა აბსოლუტურად ჩერდება და გარშემო საოცარი სიწყნარე ისადგურებს. სიმშვიდის ზონაში მოხვედრისას, გემის საჭე დაუმორჩილებელი ხდება. არც ქართან მებრძოლი იალქნების ანძების ტკაცუნი გვესმის და აღარც — გემის კორპუსის მიერ ტალღების კვეთის ხმა.
გარემომცველი მდუმარება ახალ განზომილებად გარდაიქმნება, არ არსებობს კუნთი ან აზრი, ამ თავდავიწყებას რომ შეეწინააღმდეგოს.
მივცურავთ ნელ-ნელა, ინერციით და ფაქტობრივად, ცხოვრებას ჩვენი სულების გაჟღენთვის საშუალებას ვაძლევთ.
ხანდახან, საჭიროა, ცხოვრების მსვლელობას დანებდე, რათა ის სრულად შეიგრძნო, როგორც ამას ზღვის უცხო მხარეებში შეცურვისას ვაკეთებთ. Tiziana Terenzi-ს Deriva, სწორედ ამ ვნების აღმძვრელ გაუჩინარებას მოიცავს ცვალებადი მოვლენებისკენ და ჩვენს ყველაზე საიდუმლო, გაუთქმელ ემოციებში სრულად ჩაფლობისა და თავდავიწყების სიმბოლოს წარმოადგენს.
Deriva-ს სურნელი აკრობატული, იდუმალი აკორდით იშლება — არომატული და ჰესპერიდული (ჰესპერიდია: ტყავის აკორდებით გამდიდრებული ციტრუსის ქერქის ექსტრაქტი) ნოტების ჩახუტებით. გამხსნელ ნოტებს შორის, ისეთი ძვირფასი ციტრუსების გამოძახილებს შევიგრძნობთ, როგორიცაა რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი და სორენტოს ლიმონი, რომელთაც ბულგარული ლავანდა და ზანზიბარული ილი უპირისპირდება, ბრაზილიური ანანასი კი — შაქრისებრი დამაჯერებლობით ატკბობს.
კომპოზიციის მოლივლივე გახსნა მაცდურ, ამაღელვებელ გულს ნებდება, სადაც ყვავილების ფეთქვა — ეგვიპტური გერანიუმი (გერანიუმი: ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) და იტალიური გარდენია მდუმარედ ერწყმის პერუს ვარდისფერი წიწაკა არომატულ ნოტებს. შემდეგ ეტაპზე, მათ სურნელს, სინგაპურული პაჩულის მეამბოხე სული და ნამცხვარივით ტკბილი რუსული ჟოლო უსვამს ხაზს.
მთლიან სურნელოვან ქმნილებას მტკიცე ბაზა ამყარებს: საბაზისო ნოტების პიკანტურ-არომატული ფუნდამენტები ძალას პოვებენ მადაგასკარული ვანილის წიპწების აფროდიზიაკური სიტკბოს ძლიერ ექოთან და კოლუმბიურ ტონკას მარცვლებთან შეზავებულ ვირჯინიული თამბაქოს ფოთლების სურნელში.
კომპოზიციის საფუძველს კიდევ უფრო გამოკვეთს ძვირფასი ხეების — ავსტრალიური სანდალის ხის და იტალიური ვარდის ხის რევერბერაციები (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით. ვარდის ხე, იგივე პალისანდრი: პალისანდრის ხის ქერქის ორთქლზე დისტილაციით მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული მერქნისებრი, ხავერდოვანი, ეგზოტიკური, ყვავილოვანი, გრილი სურნელით და ყვავილოვანი და ხილისებრი, ფრეზიის მსგავსი ნახევარტონებით).
Tiziana Terenzi-ს არომატის — Deriva-ს („დრიფტი“) ძვირფასი წვეთები, ყოველგვარი შიშის და სინანულის გარეშე, ვნებებისა და ემოციების თავდავიწყების მორევში ჩაკარგვის სულისკვეთებას მოიცავს. ხანდახან, ცხოვრების დიდებული მშვენიერების აღმოსაჩენად და ყოფიერების არსის გასააზრებლად, ერთადერთი გზაა, დინებას შეწინააღმდეგების გარეშე მიჰყვე…
გამხსნელი ნოტები:
რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი, სორენტოს ლიმონი, ბულგარული ლავანდა, ზანზიბარული ილი და ბრაზილიური ფორთოხალი
გულის ნოტები:
ეგვიპტური გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), იტალიური გარდენია, პერუს ვარდისფერი წიწაკა, სინგაპურული პაჩული და რუსული ჟოლო
საბაზისო ნოტები:
ვირჯინიული თამბაქოს ფურცლები, მადაგასკარული ვანილის წიპწები, კოლუმბიური ტონკას მარცვლები, ავსტრალიური სანდალვუდი და იტალიური პალისანდრი (იგივე ვარდის ხე: პალისანდრის ხის ქერქის ორთქლზე დისტილაციით მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული მერქნისებრი, ხავერდოვანი, ეგზოტიკური, ყვავილოვანი, გრილი სურნელით და ყვავილოვანი და ხილისებრი, ფრეზიის მსგავსი ნახევარტონებით)
Alcohol Denat, Parfum, Limonene, Linalool, Coumarin, Benzyl Benzoate, Citronellol, Benzyl Alcohol, Geraniol, Citral, Hydroxycitronellal, Eugenol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.