DELOX
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება Delox (იგულისხმება კუნძული დელოსი), კიკლადის კუნძულებზე — საბერძნეთის არქიპელაგში ნაოსნობითაა შთაგონებული, მისი თაიგული კი ხმელთაშუა ზღვის სამხრეთის ავთენტურ ფერებსა და არომატებს აერთიანებს.
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება Delox (იგულისხმება კუნძული დელოსი), კიკლადის კუნძულებზე — საბერძნეთის არქიპელაგში ნაოსნობითაა შთაგონებული, მისი თაიგული კი ხმელთაშუა ზღვის სამხრეთის ავთენტურ ფერებსა და არომატებს აერთიანებს.
ხმელთაშუა ზღვის ხელუხლებელი, ისტორიული სილამაზის კვალდაკვალ შექმნილი Delox, მართლაც ჯადოსნობით ახერხებს უდარდელი ზაფხულის არსისა და მელტემის (მოცემულ კოორდინატებზე გავრცელებული ქარები) მონაბერი სურნელების თბილი, მგრძნობიარე ჩახუტების განსახიერებას.
ზღვაში არეკლილი გარდამავალი სხივებით გაფერადებულ დილის კამკამა ჰაერში „მოკას“ უძველესი აპარატით მომზადებული ყავის ძლიერი არომატი ლივლივებს. მზერა, მყისიერად, მძაფრი სურნელის მქონე მცენარეებითა და ყვავილებით შემოსაზღვრული ლურჯი უსასრულობისკენ გარბის. ფლორის არომატს კიდევ უფრო ატკბობს და აგემრიელებს თაფლის და ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ფისის ნოტების შორეული რევერბერაციები.
Tiziana Terenzi-ს უმაღლესი ხარისხის მინის ფლაკონებში შესაშურადაა დაცული დელოსის ანტიკური ბრწყინვალების ამსახველი ძვირფასი ესენციები; კუნძულის, რომელსაც ჯერ კიდევ შემოუნახავს აპოლონის ტაძრების განთქმული ნანგრევები, ულისე რომ ეპიკური თავგადასავლებისას მიადგა…
მდიდრულ სამეფო ზამბახსა და ექსტაზის ვარდთან კომბინირებული თეთრი ჰიაცინტის ჰიპნოზური ძალა, თაფლის მინიშნებებით გაგემრიელებულ ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და კვიპაროსის მშვენიერ ფონზე, ტკბილი მირონის და მოხალული ყავის მარცვლების ჩახუტებას ნებდება. მთლიან სურნელოვან კომპოზიციას ლიბანური კედარის ძლიერი ნოტები აძლიერებს.
რა მშვენიერია გამოღვიძება, აღმოჩენათა საოცრებებში გახვეულები, მომავლის ნათელ პროექცირებას საკუთარი წარსულის ნაკვალევით რომ ვახდენთ!
გამხსნელი ნოტები:
თეთრი ჰიაცინტი, სამეფო ზამბახი, ყავა
გულის ნოტები:
თურქული ვარდი, ვანილი, ტკბილი მირონი
საბაზისო ნოტები:
ამბრი, თეთრი მუშკი, აკაციის თაფლი და კედარი
Alcohol Denat., Parfum, Citronellol, Geraniol, Benzyl Alcohol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.