მთავარიშოპისუნამო

CUBIA

CUBIA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს სუნამო Cubia, ტკბილი პროტექციის აურის საბურველში გაგახვევთ — როგორც „კუბიას თვალები“ იცავდა იალქნიან გემებს ფათერაკებისგან.

მოცულობა:

Not Chosen

1,725.00 ₾
აღწერა

საზღვაო ჟარგონი გემის მშვილდის არეში მდებარე ხვრელს აღნიშნავს, რომელშიც ღუზის სამაგრის ჯაჭვი და მისაბმელი თოკებია გაყრილი. კუბიები ანტიკურ ხანაშიც კი არსებობდა: ძველი რომაელები მათ ლუგერებს — მომცრო ზომის იალქნიან ნავებს უკეთებდნენ, რომლებიც, როგორც ტრანსპორტირებისთვის, ასევე — ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთის მხარეში სათევზაოდაც გამოიყენებოდა. როდესაც ამ ხვრელების გარშემო წრეებს ხატავდნენ, კუბიები თვალებს ემსგავსებოდა. როგორც წესი, ის „თვალები“, ყოველთვის ნავის მშვილდის მხარეს იყო მიპყრობილი, რადგანაც მიიჩნევდნენ, რომ მათ სწორი მარშრუტების განსაზღვრა და მახეებისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა შეეძლოთ.

კუბიების მოხატვის ტრადიცია, მეზღვაურებში, დღემდე შემორჩა; სიცილიის რეგიონის ქალაქ კატოლიკაში კი, მეზღვაურთა უძველესი ტრადიციების მოსაგონებლად და აღსანიშნავად, „კუბიას თვალები“ ქალაქის ემბლემადაც კი აქციეს.

კუბია — იღბლის მომტანი აპოტროპული სიმბოლოა, რომელიც ბოროტ ძალებს განდევნის და ნავს იცავს, მეზღვაურებს კი — კარგი ბედით და კეთილდღეობით აჯილდოებს. ამ ანტიკური თილისმით შთაგონებული სურნელოვანი ქმნილება — Tiziana Terenzi-ს Cubia-ც, ჯადოსნური ძალასა და იღბალს განასახიერებს. მისი სურნელის დაგემოვნება ბედნიერების მდიდრული შეგრძნებებისკენ მიგვიძღვის, თითქოს, იმ „ზებუნებრივი ხელის“ ფაქიზ ძალებს გამოათავისუფლებს, მუდამ რომ გვიცავს და გვანებივრებს.

არომატის სურნელი ციტრუსოვანი თაიგულით იშლება: სორენტის ლიმონის და კალაბრიული ბერგამოტის გამოძახილებს ბრაზილიური ფორთოხალი იხუტებს. შუშხუნა გამხსნელი ნოტები რომანიული ატმების ტკბილ სურნელსა და მათი საპირისპირო — შავი მოცხარის მძაფრი ნოტების ნაზავში განისვენებენ.

Cubia-ს ტკბილი, მდიდრული კომპოზიცია უიშვიატესი ძვირფასი მერქნების ბაზას ეყრდნობა: ჩრდილოეთ აფრიკის განთქმული ატლასის კედარი გარემოცულია ინდონეზიური პაჩულის მაცდური ძალით და ინდური სანდალის ხის (სანდალვუდი/სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ნოტებით.

გამხსნელი ნოტები:

სორენტოს ლიმონი, კალაბრიული ბერგამოტი, ბრაზილიური ფორთოხალი

გულის ნოტები:

თეთრი და ყვითელი ატამი, კასისი (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი)

საბაზისო ნოტები:

ატლასის კედარი, ინდონეზიური პაჩული, ინდური სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით)

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Citral, Benzyl Salicylate, Geraniol, Hydroxycitronellal, Benzyl Benzoate, Amyl Cinnamal, Citronellol, Eugenol, Coumarin, Benzyl Cinnamate, Benzyl Alcohol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.