CIELO BLU
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Cielo Blu („ლურჯი ცა“), აღმოსავლური საიდუმლოებებისთვის ფარდის ამხდელი ლეგენდარული მკვლევრის — მარკო პოლოს (ვენეციელი ვაჭარი, მოგზაური, მწერალი) პატივსაცემად, მისი გარდაცვალების 700 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა, როგორ
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Cielo Blu („ლურჯი ცა“), აღმოსავლური საიდუმლოებებისთვის ფარდის ამხდელი ლეგენდარული მკვლევრის — მარკო პოლოს (ვენეციელი ვაჭარი, მოგზაური, მწერალი) პატივსაცემად, მისი გარდაცვალების 700 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა, როგორც ნათელი მოგონება კაცისა, რომელმაც კაცობრიობას ახალი ჰორიზონტები გადაუშალა და თავისი არაორდინალური თავგადასავლებით, შორეული კულტურები შეაკავშირა.
მარკო პოლოს დაუოკებელმა სულისკვეთებამ წარმოაჩინა, რომ სამყარო წიგნია, ის კი, მისი დაუღალავი მკითხველი, ყოველ გვერდს განცვიფრებითა და ცნობისმოყვარეობით, დეტალურად რომ სწავლობს. კაცობრიობა, მარკო პოლოს წინაშე, დღემდე ვალშია: საკუთარი გამოცდილებებით, მილიონობით ცოდნა რომ გაგვიმჟღავნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყურადღებიანი დაკვირვების უნარები და მსმენელის დახელოვნებული ოსტატობა შთაგვინერგა.
მარკო პოლოს სწავლებები საძმოს, მრავალფეროვნებისა და კონტრასტული ასპექტების ინკლუზიის ემოციებს აღძრავს და იმ თვისებებს აღნიშნავს, რომლებიც მხოლოდ რჩეულთა სულების ხვედრია — უცხო ადამიანებში თავიანთი ძმა და და ამოიცნონ: ყველანი ხომ Tiziana Terenzi-ს არომატ Cielo Blu-ს წვეთში მოქცეული საერთო ლურჯი ცის — უთვალავი საოცრების დიდსულოვანი შემოქმედის შვილები ვართ!
არომატი Cielo Blu, უძველესი ჩინური ღვთაებებით შთაგონებული უძირო ცის სიმბოლოს — ცისფერი გველეშაპის სულიერებას გამოაღვიძებს და მარადიულობის და უსაზღვრო სიყვარულის ასოციაციებს აღძრავს. მისი სურნელი, ადამიანსა და ქმნილებას შორის ჰარმონიას განასხეულებს და ბუნების ველური და არისტოკრატული სურნელების იდეალურ ბალანსს გვთავაზობს.
Cielo Blu, ენერგიული ილის სპეციებთან ერთად მოცეკვავე, ციტრუსოვენი სიგრილის მფრქვეველი სიცილიური გრეიფრუტის და სორენტოს ლიმონის მზიანი, ნათელი ნოტებით იშლება. ტოსკანური დაფნა და იტალიური როზმარინი, კომპოზიციას, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ასოციაციების აღმძვრელ მცენარეულ ნოტს მატებენ.
არომატის გულში, კომოს ტბის ფაქიზად აყვავებულ ლავანდას ყვავილოვანი სიმშვიდე შემოაქვს, Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკის ჟანგბადის ნოტს კი — ჰაეროვანი, ზეციური სიგრილე. ტოსკანური აკაცია და ბულგარული ვარდი დელიკატური ჩახუტებით ერთიანდებიან და დახვეწილ თაიგულთან ერთად, სულს აღმოსავლეთის ეგზოტიკური ქვეყნების მოჯადოებულ ბაღებში ამოგზაურებენ.
ღრმა და ძლიერი საბაზისო ნოტები, კომპოზიციას, ჩინური მუხის მტკიცე, ყოვლისმომცველ საყრდენს სთავაზობს; ინდური ამბრეტის ზეთი (გურმანული, მუშკისებრი, მერქნისებრი, ქარვისებრი და პუდროვანი სურნელის მქონე პარფიუმერული ნედლეული ტუხტის და სინთეტიკური ინგრედიენტების თანაექსტრაქციით) — ბალზამისებრ სიტკბოს მატებს, თეთრი მუშკი (იგივე სინთეტიკური მუშკი) კი Cielo Blu-ს სურნელს ნაზი, ხავერდოვანი ჩახუტებით ეკვრის გარს და უძირო ლურჯ ცასთან სულიერ კავშირს ეხმიანება.
Tiziana Terenzi-ს Cielo Blu აღმოჩენებისა და კავშირების შესახებ გვიამბობს და აღმოსავლური და დასავლური კულტურების შეყრას მიაგებს ოდას. მისი ექსტრაქტის ყოველი წვეთი, მარადიული თავგადასავლების სულს მოიცავს, რომელიც მზადაა, საოცრებათა სამყაროს ყველა საიდუმლო გაგვიმხილოს…
გამხსნელი ნოტები:
სიცილიური გრეიფრუტი, სორენტოს ლიმონი, ინდური ილი, ტოსკანური დაფნა და იტალიური როზმარინი
გულის ნოტები:
კომოს ტბის ლავანდა, Terenzi-ს ბიბლიოთეკის ჟანგბადის ნოტი, ტოსკანური აკაცია და ბულგარული ვარდი
საბაზისო ნოტები:
ჩინური მუხა, ინდური ამბრეტის ზეთი და თეთრი (სინთეტიკური) მუშკი
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Benzyl Salicylate, Limonene, Geraniol, Linalool, Citral, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Citronellol, Benzyl Alcohol , Eugenol , Hydroxycitronellal , Benzyl Benzoate, Farnesol, Isoeugenol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.