მთავარიშოპისუნამო

CHIRON

CHIRON

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

ეს სურნელოვანი კომპოზიცია, ნაზი, ჰინოზური ძალის დამსახურებით, მსმენელთა გულებში წარუშლელ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მოცულობა:

Not Chosen

1,305.00 ₾
აღწერა

ქირონის კომეტას — Tiziana Terenzi-ს სუნამო Chiron-ს, მზითვად მოჰყვება მისტიკური და ელეგანტური სამყარო, ინტენსიური, ღრმა, არომატული და დამაჯერებელი გამოძახილებით — მათთვის, ვინც იციან, მისი დაფარული საიდუმლოებები როგორ ამოიკითხონ.

ეს სურნელოვანი კომპოზიცია, ნაზი, ჰინოზური ძალის დამსახურებით, მსმენელთა გულებში წარუშლელ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

კენტავრების (ასტეროიდების ჯგუფი, რომელიც მდებარეობს იუპიტერის და ნეპტუნის ორბიტებს შორის) კლასის პროტოტიპი — ნათელი, მბრწყინავი და ლამაზი ქირონი, ჩვენი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კომეტაა!

მისტერიის სამუდამო საბურველში გახვეულ კომეტა ქირონს, ყოველ ჯერზე, როდესაც ზეცას ჩაუვლის, კეთილდღეობის ძვირფასი ტვირთი და დადებითი გავლენა მოაქვს და ამ საჩუქრებს მსოფლიოს განკარგულებაში ტოვებს — ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებულ ჯადოსნურ ადგილას, მათთვის ვისაც აქვთ „სული“, რომ სურნელის ჟღერადობა მოისმინონ; და თვალები, რათა ქირონის მიერ გამოსხივებული ზეციური მუსიკა „დაინახონ“. თქვენს გულებში გაღვივებული ამ შეგრძნებით, შეძლებთ, სამყაროსა და ვარსკვავების შემაერთებელი ჯადოსნური ხიდი გადაიაროთ, რომელიც სილამაზის თამამ და გამოცდილ მკვლევარებს იღბლითა და საოცრებებით ასაჩუქრებს.

სწორედ ამ უხილავმა კავშირმა, ეგრეთ წოდებულმა „სამყაროთა შემაერთებელმა ხიდმა“ შთააგონა პარფიუმერები — პაოლო და ტიციანა ტერენცი, კოლექცია „კომეტის“ (Comete) ახალი სურნელი — Chiron შეექმნათ — სურნელოვან მოლეკულებს შორის გადებული ხიდი მანათობელი ცდუნების, მაცდური ძალისა და დაუძლევლად სასურველი სინაზის გენერირების უნარებით!

ეს აკრობატული გალაქტიკათაშორისი მოგზაურობა, ვანილის წიპწების და ყვავილოვანი ნოტების დამაჯერებელი საოცრებებით, მასტიმულირებელი და მაცდური სურნელებითაა გარემოცული — უმაღლესი ხარისხის თამბაქოს „ქერა“, არომატული ფოთლებით.

სურნელოვანი ქმნილება ჰაიტის ვანილის ყვავილების იმპულსური აფეთქებით იშლება, რომელთაც მუშკისა (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) და ტონკას მარცვლების აფროდიზიაკური მოქმედება აძლიერებს.

კომპოზიციის შთამბეჭდავი, თუმცა მოკრძალებული გახსნა ბეწვის ხიდს კვეთს, რომელიც აგებულია მდიდრული ოქროსფერი თამბაქოს ფურცლებზე, მათ შორის — კენტუკის და ვირჯინიის ჯიშების დომინაციით; ამ ხიდს, პარფიუმერ ტერენცების სურნელოვანი ბიბლიოთეკის ექსკლუზიური მოლეკულა — მაგიური ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) მომაჯადოებელი ენერგია ამყარებს — აკორდი, რომელიც ტერენცების სამი თაობის პარფიუმერთა ხელწერისთვის დამახასიათებელი, უნიკალური ტრადიციის აღმნიშვნელი გახდა.

არომატის მძლავრი და ჟღერადი გულის ნოტები მადაგასკარული ვანილის წიპწების ტკბილ, დამამშვიდებელ საწოლზე ეშვებიან: კომპოზიციის ბაზა, ოკეანის შუაგულში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, მშვიდ, დაცულ პორტში შეცურვის ასოციაციებს აღძრავს, რომელთაც ძვირფასი მერქნების — ინდური სანდალის ხისა (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და თეთრი უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ენერგიული, გამაგრილებელი ნოტები და ბრაზილიური პალო სანტოს ბალზამისებრი სურნელი ამდიდრებს.

ქირონის კომეტას — Tiziana Terenzi-ს სუნამო Chiron-ს, მზითვად მოჰყვება მისტიკური და ელეგანტური სამყარო, ინტენსიური, ღრმა, არომატული და დამაჯერებელი გამოძახილებით — მათთვის, ვინც იციან, მისი დაფარული საიდუმლოებები როგორ ამოიკითხონ.

ეს სურნელოვანი კომპოზიცია, ნაზი, ჰინოზური ძალის დამსახურებით, მსმენელთა გულებში წარუშლელ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

გამხსნელი ნოტები:

ჰაიტური ვანილის ყვავილი, მუშკი და ტონკას მარცვლები

გულის ნოტები:

ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), კენტუკის (მუქი ფოთლებით) თამბაქო, ვირჯინიული (ღია ფერის ფოთლებით) თამბაქო

საბაზისო ნოტები:

მადაგასკარული ვანილის მარცვლები, ინდური სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), თეთრი უდი (იგივე ბუაიას უდი/აგარვუდი) და ბრაზილიური პალო სანტო

Alcohol Denat., Parfum, Benzyl Benzoate, Coumarin, Isoeugenol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.