CHIMAERA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს Chimaera საოცარ, ირეალურ ოლიმპოზე გვიამბობს. ზაფხულის თბილ ღამეებში, ზღვიდანაც კი მოჩანს მისი გულიდან ამომავალი ცეცხლის უზარმაზარი ენები.
Not Chosen
პაოლოსა და ტიციანას ეს დაუვიწყარი მოგზაურობა, ისტორიაში „სინათლისა და ცეცხლის“ მიწის სახელით ცნობილ ფეთჰიეს ყურეში, სანაოსნო ნავზე იწყება: Tiziana Terenzi-ს Chimaera საოცარ, ირეალურ ოლიმპოზე გვიამბობს. ზაფხულის თბილ ღამეებში, ზღვიდანაც კი მოჩანს მისი გულიდან ამომავალი ცეცხლის უზარმაზარი ენები.
„მალტემიდან ტრანსპორტირებული ფინიკიელი მეზღვაურებივით, გეზი ლიკიური ცივილიზაციის ნანგრევებისკენ გვეჭირა; ხელუხლებელ ყურეებსა და ფიჭვნარ მთებს შორის, ღვიით, სალბით, დაფნებითა და თითქმის გადაშენებული გუნლუკით — საკმეველის ხეებით დაფარული ფერდობებით გარშემორტყმულ, ზღვისკენ მიმავალ გზაზე; ჰაერიც ამ ფერადოვანი მცენარეების ესენციების სუნთქვის შემკვრელ აფეთქებას გაეჟღინთა. ველური, აყვავებული ბუნების ტკბილ, მზისგან გამთბარ სურნელს, მთების ძირში, ალპინისტების მოსასვენებელი პატარა ბანაკებიდან გამონაჟონი გამდნარი კარამელის არომატი აძლიერებდა.
Chimaera-ს ესენციის სურნელი, ანტიკური ქალაქის ნანგრევების გავლით, გელიდონიის კონცხისკენ — ისტორიებითა და ლეგენდებით აღსავსე ადგილას მარტოსულად მდგომი შუქურისკენ, ჰაერში ფეთქავს და ლაჟვარდოვან ზღვაში ირეკლება. მის ძვირფასი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეულით დამზადებულ ექსტრაქტში, წინააღმდეგობრივი ელემენტების — ცეცხლის და წყლის დაძაბულობისა და მიზიდულობის ასპექტებია აღბეჭდილი. ეს უხეში, ველური, ხელუხლებელი ტერიტორია, საკუთარ თავში ხმელთაშუა ზღვის ყოველ მშვენიერებასა და ძალას მოიცავს და ანტიკური ბერძნული ღვთაების მსგავსად (იგულისხმება გველქალა ექიდნე — ქიმერას დედა), თავისი სუნთქვით, ზებუნებრივ, ჯადოსნურ ცეცხლს აფრქვევს, რომლის წიაღშიც, სწორედ, ქიმერა იშვა“, — პარფიუმერები, პაოლო და ტიციანა.
გამხსნელი ნოტები:
შავი პილპილი, ლიმონი, ზაფრანა, წითელი თიხის ნიადაგი, თეთრი ტყავი, წყალბადი, ტოლუს ბალზამი (პერუს ბალზამის ხის, იგივე სანტოსის ხის ქერქისგან მიღებული სურნელოვანი ფისი ქარვის/აღმოსავლური ნოტებით), ქონდარი, დაფნის ფოთოლი
გულის ნოტები:
ზამბახი, პიმენტო (ჯუჯა წიწაკა), მიხაკი, პიონი, ჰერმაფროდიტი ყვავილი, თაფლი, შავი მაგნოლია, სალბი, საკმეველი
საბაზისო ნოტები:
პაჩული, ქაშმირი, საკმელას ლაბდანუმი, ვანილის ექსტრაქტი „ბენიამინი“, კარამელი, აგარვუდი, თამბაქო, ბრაზილიური ცვილის პალმის ბალზამი, ტყავი, ფიჭვის ხე
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Geraniol, Alpha-Isomethyl Ionone, Eugenol, Coumarin, Citral, Benzyl Benzoate
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.