CHI
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს არომატი Chi გთავაზობთ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას პარფიუმერული სამყაროს უძვირფასესი, უიშვიათესი სურნელოვანი ელემენტების ამაღელვებელ ბალანსში. Chi — ქმნილებაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს, შთამაგონებელი და მოსახელე მისტიკური ვარსკ
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს არომატი Chi გთავაზობთ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას პარფიუმერული სამყაროს უძვირფასესი, უიშვიათესი სურნელოვანი ელემენტების ამაღელვებელ ბალანსში. Chi — ქმნილებაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს, შთამაგონებელი და მოსახელე მისტიკური ვარსკვლავის — ქაის მსგავსად (ქაი: დიდი დათვის თანავარსკვლავედის სტაფილოსფერი შეფერილობის მარტოსული ვარსკვლავი).
Chi-ს განუმეორებელი და უნიკალური სურნელის ტარებისას, მისი შემადგენელი თეთრი ტრიუფელის დამსახურებით, ყველგან შეგამჩნევენ — მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ეს!
…
კოლექცია Luna-ს („მთვარე“) სურნელოვანი თანავარსკვლავედის შემადგენელი ვარსკვლავების ძიებით, პაოლო და ტიციანა ტერენცების გალაქტიკათაშორისი მოგზაურობა გრძელდება. ეს მსვლელობა, მხატვრული პარფიუმერიის მშვენიერებისკენ მიგვიძღვის და სილამაზის საოცრებად გარდაქმნას გამოხატავს: პირველსაწყისი პირამიდის რევერბერაციები, ახალი, მეტად ნათელი და გასხივოსნებული ექოებით გაძლიერებული არომატული პირამიდის სახით გვევლინება; ამავდროულად, ფართო სივრცეს გვიტოვებს, რათა კომპოზიციას, სურნელოვან ფენებად, სხვა სუნამოებიც შევუხამოთ.
ქაი, Tiziana Terenzi-ს სუნამო Ursa-ს შთაგონების წყაროს — დიდი დათვის თანავარსკვლავედის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მისი მოსახელე არომატის — Chi-ს სურნელში, უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) და ვეტივერის უიშვიათესი, ძვირფასი ბალანსი შეიმჩნევა, რომელსაც 1920-იანების იტალიური პარფიუმერიისთვის სახასიათო ელეგანტური ელემენტები ამდიდრებს.
არომატი მოულოდნელი სურნელით — ტკბილი, გურმანული თაიგულით იშლება: გვატემალური ყავის მარცვლების გამოძახილებს პიემონტის (იტალიის რეგიონი) ნუში იხუტებს, რძისა და თურქული კარამელის კონტრაპუნქტში.
ტკბილი, დამაჯერებელი გამხსნელი ნოტები მდიდრულ და ძლევამოსილ სინუსურ გულში განისვენებენ. უკიდურესად ფაქიზ, მომაჯადოებელ გულის ნოტებში, ინდურ პაჩულისთან გადახლართული ჰაიტის ვანილის წიპწები ტკბილი ექოები ჟღერს და კამბოჯური უდის ძალის გამოსავლენად ემზადება, რომელსაც პირველად დაუპირისპირდა ალბას (ქალაქი პიემონტში) უიშვიათესი თეთრი ტრიუფელი (თეთრი ტრიუფელი: რეპროდუქციული აკორდი ინტენსიური, სახასიათო არომატული ტონებით — მეთანის გაზის და ფერმენტირებული ყველის მსგავსი სურნელით) ძვირფასი, თუმცა გულუხვი მიწის სურნელით.
კომპოზიციის ბაზა ძვირფასი მერქნების არაორდინალურ, რთული სტრუქტურის ნაზავს გვთავაზობს. ამ ინოვაციური და თავხედური ქმნილების მთავარი საყრდენი ინდური უდია; მის სურნელს კი კვიპრიოლის (კვიპრიოლი/ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) და თურქული კარამელის ნოტები იკრავენ გულში. არომატის ბაზა, მადაგასკარული ტონკას მარცვლების აფროდოზოაკური ეფექტის დამსახურებით, ასევე მადაგასკარული ვანილის ყვავილების კონტრაპუნქტში, უპრეცედენტოდ დამაჯერებელი და დამაინტრიგებელი ხასიათისაა.
Tiziana Terenzi-ს არომატი Chi გთავაზობთ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას პარფიუმერული სამყაროს უძვირფასესი, უიშვიათესი სურნელოვანი ელემენტების ამაღელვებელ ბალანსში. Chi — ქმნილებაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს, შთამაგონებელი და მოსახელე მისტიკური ვარსკვლავის — ქაის მსგავსად (ქაი: დიდი დათვის თანავარსკვლავედის სტაფილოსფერი შეფერილობის მარტოსული ვარსკვლავი).
Chi-ს განუმეორებელი და უნიკალური სურნელის ტარებისას, მისი შემადგენელი თეთრი ტრიუფელის დამსახურებით, ყველგან შეგამჩნევენ — მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ეს!
გამხსნელი ნოტები:
გვატემალური ყავის მარცვლები, პიემონტის ნუში, რძე და თურქული კარამელი
გულის ნოტები:
ჰაიტური ვანილის წიპწები, კამბოჯური უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ინდური პაჩული, ალბას თეთრი ტრუფელი და მიწის ნოტები
საბაზისო ნოტები:
მადაგასკარული ტონკას მარცვლები და ვანილის ყვავილი, ინდური უდი, კვიპრიოლი (იგივე ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) და კარამელი
Alcohol Denat., Parfum, Farnesol, Benzyl Benzoate
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.