CASANOVA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს Casanova, დახვეწილი მოგზაურობაა სიყვარულისა და ეროტიზმის შთამაგონებელ ქალაქში, კაზანოვას მემუარებში აღწერილი გზების კვალდაკვალ: სასიყვარულო თავგადასავლების მოგონებები ჰაეროვანი, წყალში მოლივლივე ვენეციის შთამბეჭდავ ფონზე…
Not Chosen
პარფიუმერების — პაოლოს და ტიციანას სურნელოვანი მოგზაურობის ყველაზე რომანტიკული გაჩერება ვენეციაა; ქალაქი, სადაც მე-18-საუკუნის დროინდელი მშვენიერი ნაგებობების ბუხრებში, ცდუნების ცეცხლი ჯერ კიდევ იწვის. მარადიულად მომხიბლავ, იდუმალ ვილებში, ჯაკომო კაზანოვა რომ სტუმრობდა ხოლმე, ჯერ კიდევ შეიგრძნობთ ქალების ამ განთქმული გულთამპყრობლის ენერგიას, თუ მცირე დეტალებს სათანადო ყურადღებას დაუთმობთ.
მოგონება ზამთრის საღამოზე, დოჟების ქალაქის (იგულისხმება დოჟების სასახლის, იგივე დუკალთა სასახლის ქალაქი ვენეცია) მისტიკური და ჰაეროვანი მუზით შთაგონებული ვენეციის ცნობილი კარნავალის დროს:
ღამის ჰაერი ქუჩების და პიაცა სან-მარკოს გასანათებლად დანთებული ცეცხლებით გამთბარ არომატებს გაუჟღინთავს. სენსორული ემოციების ცეკვაში ლამაზი, იდუმალი ლედი ერთვება, რომელსაც Tiziana Terenzi-ს ძვირფასი, საიდუმლო ესენციის შემცველი ფლაკონის მსგავსად, სახე ოქროს მდიდრული ნიღბით დაუფარავს. ამ დამაჯერებლობის წინაშე, თავდაცვის ერთადერთი საშუალება, დანებებაა!
პარფიუმის ექსტრაქტ Casanova-ს („კაზანოვა“) სურნელი, უიშვიათეს და უძვირფასეს ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ნოტებზე მინდობილი კომპლექსური, მერყევი სტრუქტურით, მშვენიერებისა და ცდუნების ადგილების შესახებ გვიამბობს.
Tiziana Terenzi-ს Casanova, დახვეწილი მოგზაურობაა სიყვარულისა და ეროტიზმის შთამაგონებელ ქალაქში, კაზანოვას მემუარებში აღწერილი გზების კვალდაკვალ: სასიყვარულო თავგადასავლების მოგონებები ჰაეროვანი, წყალში მოლივლივე ვენეციის შთამბეჭდავ ფონზე…
გამხსნელი ნოტები:
ბერგამოტი, ორქიდეა, ჟასმინი, ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი, პუდრი
გულის ნოტები:
ამბრი, ვარდისფერი წიწაკა, ვანილი, ილი, გაიაკის ხე, მირონი, ტყავი
საბაზისო ნოტები:
ამბრი, მუშკი, კედარვუდი, მუხის ხავსი, გუაიაკის ხე, ტონკას მარცვლები, ვეტივერი
Alcohol Denat., Parfum, Alpha-Isomethyl Ionone, Limonene, Linalool, Citronellol, Eugenol, Cinnamal, Citral
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.