მთავარიშოპისუნამო

CAS

CAS

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Cas, ახლადშექმნილი არომატის — CAS Attar-ის თანმხლებად გამოუშვეს, კასიოპეას თანავარსკვლავედის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავის შთაგონებით. Cas, სტილისტიკური დიზაინით, კოლექცია Luna-ს („მთვარე“) თანავარსკვლავედის ციუ

მოცულობა:

Not Chosen

1,425.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Cas, ახლადშექმნილი არომატის — CAS Attar-ის თანმხლებად გამოუშვეს, კასიოპეას თანავარსკვლავედის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავის შთაგონებით. Cas, სტილისტიკური დიზაინით, კოლექცია Luna-ს („მთვარე“) თანავარსკვლავედის ციურ სხეულებს უკავშირდება და სურნელოვანი სტრუქტურაც მათი მსგავსი აქვს, თუმცა სუნამოების მეტად მომთხოვნი მოყვარულებისთვისაა.

თუ Cas-ს გამოიყენებთ, როგორც ჯადოსნობის ერთ-ერთ ფენას ატარის საწოლზე (იგულისხმება არომატები კოლექციიდან Luna Star Attar | „მთვარის ვარსკვლავი ვარდის ეთერზეთი“), მისი არომატი თქვენს სურნელოვან მოგზაურობას კიდევ უფრო გაამდიდრებს. თუმცა, Cas მათთვისაცაა, ვისაც სუნამოს სოლო-ვერსიით ტარება მოსწონს და ჯერ კიდევ სჭირდება ცოდნის დაგროვება, რათა ატარის მეტად მრავალმხრივი, ექსპერტებისთვის დაცული სურნელები შეაზავოს.

Tiziana Terenzi-ს სხვა ექსტრაქტების მსგავსად, Cas-იც შეგიძლიათ, მხოლობითად მოიხმაროთ, თუ გსურთ, ვარსკვალვების ჯადოსნური მტვრის საბურველში გაგახვიოთ და წმინდა მოლეკულებისა და კანზე მდგრადობის დამსახურებით, მთელი დღის განმავლობაში, გასხივოსნებულმა გაკაშკაშოთ, მზის შემდეგ ამოსვლამდე და შესაძლოა, მეტხანსაც…

გამხსნელი ნოტები:

ვარდი, შავი პილპილი და ვარდისფერი წიწაკა

გულის ნოტები:

უდი, მწვანე წიწაკა და არყისხე

საბაზისო ნოტები:

ვანილის წიპწები, რუხი ამბრი და მუშკი

Alcohol Denat., Parfum, Citronellol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.