მთავარიშოპისუნამო

CAPUT MUNDI

CAPUT MUNDI

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

პარფიუმერების ბავშვობის დროინდელი იმ ემოციის ძალა, Tiziana Terenzi-ს სუნამო Caput Mundi-ს („მსოფლიოს მეთაური“) ჯადოსნურ, შავი მთვარით შთაგონებულ შავ ფლაკონშია მოქცეული — ძვირფასი მერქნების უნიკალურ, მეფური სურნელების ნაზავში.

მოცულობა:

Not Chosen

945.00 ₾
აღწერა

ახალი მთვარე, ცის კამარაზე, საოცარად, სრულყოფილად მოლივლივე მანათობელი შავი წრის სახით გვევლინება. ანტიკური ხანიდან მოყოლებული, სჯეროდათ, რომ ის მაგიურ ძალებს ფლობდა და დედამიწაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა: ყველასთვის, ვინც თხოვნით მიმართავდა, იღბალი და სიხარული მოჰქონდა.

ახალი მთვარე, საუკუნეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი — რომის იმპერიის დიდებულ ეპოქაში, კარგი ბედისა და მომავალი კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა: ყოველი ახალი დასაწყისის მსგავსად, მთვარის ფაზების მიერ აღნიშნულ დროის მოცემულ ინტერვალსაც, იმედის მომტანად და სურვილების შემსრულებლად თვლიდნენ.

ისტორიის ხიბლით და რომის იმპერიის ეპოქის დიდებულებით აღტაცებული ბავშვები — პაოლო და ტიციანა, ოჯახის წევრებთან, მათ შორის — საყვარელ პაპა გულიელმოსა და ბებია ლუიჯიასთან ერთად, შავი მთვარის ქვეშ, იტალიის დედაქალაქისკენ, თავგადასავლებით სავსე გზას დაადგნენ, რომელსაც, დაარსების დღიდან, Caput Mundi-ს (ლათინურად „მსოფლიოს მეთაური“), იგივე „მსოფლიო დედაქალაქს“ უწოდებენ.

მარადიული ქალაქი — რომი, კაცობრიობის სრულ ისტორიას მოიცავს და თავისი მონუმენტური სილამაზით გვაჯადოებს, მისი ჩიხები და ცნობილი მოედნები კი ფედერიკო ფელინის ლეგენდარული ფილმის — La Dolce Vita-ს („ცხოვრება მშვენიერია“) მასპინძელია. მისი ყოველი კუთხე ისტორიითა და ოცნებებით სუნთქავს; ამ დიდებული ქალაქის ყოველი ნაგებობა, აგური თუ ქვა, უნიკალური და ჯადოსნურია. იქ, რეალობა წარმოსახვით სამყაროს ერწყმის, ლეგენდები მარადიულ მითებად იქცევა, გული კი — დღისით თუ ღამით, ყოველ წუთას, განუწყვეტელი ბედნიერებით ძგერს.

ჯადოსნურ ღამეში, რომაული ზაფხულის ზენიტში, რომის ბაროკოს სახელით ცნობილ მოედანზე — პიაცა ნავონაზე სეირნობისას, პაოლოსა და ტიციანას აღმოჩენებით სავსე, საოცარი მოგზაურობა დაიწყო. პაპა, რომელიც წლების განმავლობაში რომის კავალერიაში მსახურობდა, ბავშვებს თვალწარმტაც ძეგლებზე, იდუმალ სასახლეებსა და მოჯადოებულ შადრევნებზე მიუთითებდა და მათ ისტორიებსა და ლეგენდებს უამბობოდა. პირველად, გზაზე, იტალიის სენატის ახლანდელი ადგილსამყოფელი — პალაცო მადამა („სასახლე მადამ“) შეხვდათ. გზის მოსახვევში, პანთეონის ბრწყინვალე კოლონადა მოჩანდა, თავისი მაღალი ბრაზირებით (ბრაზირები: ლითონის კონტეინერები ან სადგამები, რომლებიც ნახშირის შესანახად ან სითბოს/სინათლის უზრუნველსაყოფად გამოიყენება), რომლებშიც ძვირფასი მერქნები იწვოდა და დიდგვაროვანი წინაპრების მოსახსენიებლად, მეფურ სურნელს აფრქვევდა.

ჯერ კიდევ ძვირფასი ხეების არომატებით აღფრთოვანებულ მეოცნებე ბავშვებს გული უჩერდებათ, როდესაც Caput Mundi-ს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მშვენიერების — ტრევის მითიური შადრევნის წინ აღმოჩნდებიან. ტრევი, არა მხოლოდ დამაფიქრებელი და მომხიბლავია, არამედ, უპირველეს ყოვლისა, რომაული Dolce Vita-ს კრისტალიზაციას ახდენს ფედერიკო ფელინის ფილმის ყველასთვის ნაცნობ კადრში — მშვენიერი ანიტა ეკბერგი, მარჩელო მასტროიანის პერსონაჟთან ერთად, შადრევანში რომ ხტება…

ტრადიციის თანახმად, თუ თვალებს დახუჭავთ, ტრევისკენ ზურგით შებრუნდებით და მონეტას ხელუკუღმა გადააგდებთ, რომში დაბრუნება და კარგი იღბალი გარანტირებული გაქვთ. პაოლო და ტიციანაც, ემოციებით აღსავსე გულით, ამ რიტუალს მყისიერად ასრულებენ: თვალებს ხუჭავენ, სახეს ცისკენ მიმართავენ და პატარა ხელებში მტკიცედ ჩაბღუჯულ მონეტებს შადრევანში ისვრიან. კრისტალური წყლის ჭყაპუნის ხმაზე, თვალებს ახელენ და კიდევ უფრო დიდი საოცრებას ხედავენ: ციდან ჯადოსნური შავი მთვარე დაჰყურებთ და მზადაა, ყოველი ნატვრა აუხდინოთ. ჰაერი ბრაზირებში დამწვარ ძვირფასი მერქნების სურნელს გაუჟღინთავს; მოზღვავებული ემოციები ბავშვებს ასუსტებს და აბარბაცებს, პაპა გულიელმო კი მათ ძლიერი და ამავდროულად, ფაქიზი ჩახუტებით აკავებს.

პარფიუმერების ბავშვობის დროინდელი იმ ემოციის ძალა, Tiziana Terenzi-ს სუნამო Caput Mundi-ს („მსოფლიოს მეთაური“) ჯადოსნურ, შავი მთვარით შთაგონებულ შავ ფლაკონშია მოქცეული — ძვირფასი მერქნების უნიკალურ, მეფური სურნელების ნაზავში.

არომატი ტკბილი, ნაზი, ყვავილოვანი ნოტებით იშლება. ძვირფასი ბულგარული ვარდის აბსოლუტის (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) გამოძახილები კომბინირებულია ვარდის ხესა (იგივე პალისანდრი: პალისანდრის ხის ქერქის ორთქლზე დისტილაციით მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული მერქნისებრი, ხავერდოვანი, ეგზოტიკური, ყვავილოვანი, გრილი სურნელით და ყვავილოვანი და ხილისებრი, ფრეზიის მსგავსი ნახევარტონებით) და ხეობის შროშანთან, რომლებიც, ძვირფას ზამბახთან ერთად, სამეფო კონტრაპუნქტს წარმოქმნის, ბრაზილიის მკვიდრი კაბრეუვას ხის ნოტები კი მათ სურნელს აძლიერებს.

ფაქიზი, არისტოკრატული გამხსნელი ნოტები მტკიცე და მამაც გულში განისვენებენ, სადაც წითელ პაჩულის ოსტატურად ერწყმის ძვირფასი შავი ინდური უდი და სანდალვუდი (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით. სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით). მერქნოვან ნოტებს, პარფიუმერიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ინგრედიენტის — ორისის (ზამბახის აკორდი) და სიცილიური წითელი ზაფრანის აკრობატული გამოძახილები აძლიერებს და გამოკვეთს.

კომპოზიციის მეფური გული, ამ მართლაც საოცარი სურნელის საკადრის ბაზას ეყრდნობა: საბაზისო ნოტებს შორის, მკაფიოდ აღიქმება რუხი ქარვის (იგივე ამბერგრისი) დამაჯერებელი და აფროდიზიაკური ნაკადი, რომელიც გარემოცულია კუბური კედარის და ქაშმერვუდის (ქაშმერვუდი: ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული) მტკიცე ძალით.

არომატის სურნელს ხანგრძლივი მდგრადობის დამღას ასვამს ძვირფასი ვიეტნამური აგარვუდისა და კამბოჯური უდის იმპერიული იმპულსი.

Tiziana Terenzi-ს შავი მთვარის ციკლის მსგავსად უკვდავი და დაუსრულებელი Caput Mundi, მარადიული, მეფური, ჯადოსნური სილამაზის წვეთში მოქცეული მსოფლიოს დედაქალაქის (იგულისხმება რომი) წარუშლელი, ჩაუხშობელი ძალაა, დახვეწილობის ჭეშმარიტი მოყვარულებისთვის!

გამხსნელი ნოტები:

კაბრეუვას ხე, ბულგარული (დამასკოს) ვარდი, ზამბახი, ხეობის შროშანი

გულის ნოტები:

ზაფრანა, ინდური უდი, პაჩული, სანდალვუდი, ზამბახის ფესვები

საბაზისო ნოტები:

ამბრი, უდვუდი, კამბოჯური უდი, ქაშმერვუდი, კედარი

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.