BOREA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Borea („ბორეა“) მოჯადოებულ ლაბირინთში დაუსრულებელი მოგზაურობაა. ვინც მის სურნელს დააგემოვნებს, იმ ლაბირინთს ვეღარსად გაექცევა და ყვავილების, მუსიკისა და სიყვარულის ქალაქ სანრემოს დაუვიწყარ ასოციაციებში ჩაიძირება!
Not Chosen
Borea („ბორეა“) მოჯადოებულ ლაბირინთში დაუსრულებელი მოგზაურობაა. ვინც მის სურნელს დააგემოვნებს, იმ ლაბირინთს ვეღარსად გაექცევა და ყვავილების, მუსიკისა და სიყვარულის ქალაქ სანრემოს დაუვიწყარ ასოციაციებში ჩაიძირება!
…
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Borea („ბორეა“) იტალიის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ქალაქ სანრემოში მოგზაურობის მოგონებების შთაგონებით შეიქმნა. იქაურობა თვალწარმტაცი ყვავილებით, საოცარი კლიმატით და ტიგულიოს ყურიდან მონაბერი ნაზი ბრიზითაა განთქმული: იმ ყურეში, ცის უსასრულო სილურჯის ქვეშ განმარტოება საოცარი სიხარულის მომგვრელია.
იტალიაში „ყვავილების მშვენიერი ქალაქის“ სახელით ცნობილ სანრემოს ტერასები აკრავს, სადაც ყვავილის ყველა ცნობილი სახეობა ხარობს, მათ შორის — ჟასმინი, მაგნოლია, ხეობის შროშანი, ფრეზია, ვარდის უთვალავი ჯიში და უძვირფასესი, პრაქტიკულად უნიკალური ტუბეროზა. ზღვისპირა ამაღლებული ალპები, ამ ჯადოსნურ ქალაქს, გულში იკრავენ და განსაკუთრებული კლიმატითა და ხელუხლებელი სილამაზით აჯილდოებენ — მთის მწვერვალების და ზღვის უკიდეგანო სივრცეების კონტრასტული პეიზაჟებით.
სანრემო, ასევე, განთქმულია ცნობილი ვილებით; ექსტრავაგანტური, უნიკალური არქიტექტურით და მდიდრული, იშვიათი ყვავილების მძაფრი არომატებით დატბორილი ბაღებით, სადაც სიმეტრიულად გაკრეჭილი ბუჩქის ღობეები მაცდური სურნელებით გაჟღენთილ რომანტიკულ ლაბირინთებს ქმნიან. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მაგიური ვილა ბორეაა — დიდებული, მეფური ნაგებობა უიშვიათესი, ძვირფასი ყვავილებით სავსე ბაღით და საამაყო, მომაჯადოებელი ლაბირინთით. თუ იმ ლაბირინთში შეაბიჯებ, თავგადასავალი დაიწყება: დაუკვირვებელი მოგზაურების დასაბნევად, დახელოვნებული მკვლევარებისთვის კი — გზის საჩვენებლად, ოსტატურად განლაგებული ცეცხლმოკიდებული ხის ფარნებით განათებული ბილიკების მათრობელა სურნელი აღგაფრთოვანებს; ლაბირინთებში აღძრული ემოციები ძლიერ მორევში ჩაგითრევს და ადიქციური არომატებით გამოწვეულ ექსტაზს ვეღარასოდეს დააღწევ თავს.
Borea, სანრემოს ბაღების დამგეგმარებლის ბრწყინვალე გონების მსგავსად, უჩვეულო, ეზოთერული ნოტებით იშლება: ქოქოსის ეგზოტიკურ სიტკბოს, ნუშის ნაზი სიმწარის კონტრასტთან ერთად, მსხლის და გემრიელი ქლიავის კომბინაცია ახლავს. უნიკალური, ინოვაციური გამხსნელი ნოტები, ედემის ბაღის მცენარეების მსგავსი მილიონობით ძვირფასი ყვავილის საწოლზე განისვენებენ.
კომპოზიციის ჭეშმარიტი არსი სწორედ გულის ნოტებში ვლინდება, სადაც ჟასმინის ჰიპნოზური ცდუნების სიტკბო ტუბეროზის სახასიათო, დაუვიწყარი სურვილის აღმძვრელ მომხიბლავობასთან წყვილდება. მათ სურნელს ფრეზიის და მუსკატის ვარდის თაიგულების სტაბილური ძალა გამოკვეთს, ხეობის შროშანის, ორ წელიწადში ერთხელ მოყვავილე შავი მაგნოლიის და თეთრი ზამბახის კონტრაპუნქტში.
მთლიან სურნელოვან ქმნილებას სარჩულად ეგება ძვირფასი მერქნისებრი ესენციების — ინდური სანდალვუდის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და მუხის ხავსის მტკიცე ბაზა. საბაზისო ნოტებს მუშკის ყრუ მდუმარებით გაძლიერებული ვანილის სიტკბო არბილებს.
Borea („ბორეა“) მოჯადოებულ ლაბირინთში დაუსრულებელი მოგზაურობაა. ვინც მის სურნელს დააგემოვნებს, იმ ლაბირინთს ვეღარსად გაექცევა და ყვავილების, მუსიკისა და სიყვარულის ქალაქ სანრემოს დაუვიწყარ ასოციაციებში ჩაიძირება!
გამხსნელი ნოტები:
ქოქოსი, მსხალი, ქლიავი, ნუში
გულის ნოტები:
ჟასმინი, მუსკატის ვარდი, ტუბეროზა, ფრეზია, ხეობის შროშანი, მაგნოლია, ზამბახი
საბაზისო ნოტები:
სანდალვუდი, ვანილი, მუხის ხავსი, მუშკი
Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Limonene, Alpha – Isomethyl Ionone, Citronellol, Hexyl Cinnamal, Hydroxycitronellal, Farnesol, Geraniol, Linalool, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.