BIGIA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Bigia-ს დიდგვაროვნული, მდიდრული სურნელი, რომელიც ერთ დროს, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისა და უმნიშვნელოვანესი ცერემონიებისას — ქორწილის დიდებული კოცონის გარშემო ან ცეცხლით გაჩახჩახებულ გალა-საღამოებზე გამოიყენებოდა
Not Chosen
ეს სურნელოვანი ქმნილება სათავეს პარფიუმერების — პაოლოს და ტიციანას პაპა გულიელმოს, მეტსახელად გუმინის (Gumìn) შემოქმედებითობიდან იღებს და მის საყვარელ ცოლს, დონა ლუიჯიას ეძღვნება.
Bigia, გულიელმომ, იმ ქალების პატივსაცემად შექმნა, რომლებმაც, 1968 წელს, მასთან ერთად, კომპანია Cereria Terenzi დააარსეს და მისი უნიკალური ესენციით, ლუიჯიას ძლევამოსილი, ტკბილი და ძლიერი ხასიათის საოცრებები გადმოგვცა. ბიჯია — როგორც გულიელმო ხშირად უწოდებდა, უკლებლივ ყველას შთააგონებდა თავისი ძალით, სიმშვიდით და ცხოვრებისადმი რწმენით; ასევე, ფლობდა ნიჭს, არაამქვეყნიური ოქროს გულითა და ხელგაშლილობით, გარშემომყოფთათვის თავი უსაფრთხოდ ეგრძნობინებინა.
დღესდღეობით, არომატ Bigia-ს საიუბილეო გამოშვებები, ტერენცების ოჯახის კლასიკურ რეცეპტებზე დაყრდნობით მზადდება; ამავდროულად, ინოვაციური მოლეკულების ინკლუზიით, ახალ საზღვრებს იკვლევს და უკვდავი კლასიკის მხატვრული გადასაფასებისკენ ახალ ნაბიჯებს დგამს.
ზაფრანის ნოტები, 20 წლის განმავლობაში ბულგრაული ვარდის აბსოლუტთან (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) ერთად მაცერირებული თეთრი უდის (იგივე ბუაიას უდი) ბაზაზე განისვენებენ და სურნელოვან ქმნილებას ჯადოსნურ, მგრძნობიარე, არაორდინალურად გამყოლ შტრიხებს მატებენ. კომპოზიციის განვითარებისას, ველური ყვავილების გულის საბურველში გახვეულ იტალიურ ხილთან ერთად, ერთმანეთს სხვადასხვა სახის ძვირფასი ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ნოტები მიჰყვებიან.
საიუბილეო კოლექციის ყველა სუნამოს მსგავსად უნისექსური Bigia, უმაღლესი ხარისხის პარფიუმერული ინგრედიენტებით დამზადებული ელეგანტური ქმნილებაა, უკვდავი, მეფური ხასიათით, რომელიც მდიდრული იტალიური პარფიუმერიის არისტორკატული ტრადიციების აღორძინებას ემსახურება — ძვირფასი, უიშვიათესი მუშკისებრი ნოტების გამოძახილებითა და უიშვიათესი ვარდის აბსოლუტის (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) ძლიერი კონტრაპუნქტით.
Bigia-ს დიდგვაროვნული, მდიდრული სურნელი, რომელიც ერთ დროს, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისა და უმნიშვნელოვანესი ცერემონიებისას — ქორწილის დიდებული კოცონის გარშემო ან ცეცხლით გაჩახჩახებულ გალა-საღამოებზე გამოიყენებოდა, ახლა ინოვაციურ, სახასიათო არომატად გვევლინება, მათთვის, ვისაც სურვილი აქვთ, ექსტრემალური, დახვეწილი ელეგანტურობით და კლასის და სტილის შეუდარებელი შტრიხებით გამოირჩეოდნენ და არც საკუთარი თავის წარმოსაჩენად სჭირდებათ ხმამაღალი განაცხადი, რადგან მათი უნიკალური და განუმეორებელი სურნელოვანი კვალიც საკმარისია…
გამხსნელი ნოტები:
მარაკუია, წითელი ხილი და ზაფრანა
გულის ნოტები:
მაგნოლია, მუსკატის ვარდი, თეთრი ორქიდეა და ვარდის აბსოლუტი
საბაზისო ნოტები:
თეთრი უდი (იგივე ბუაიას უდი), აგარვუდი, უდი, თბილი ქვიშა, ამბრი და მუშკი
Alcohol Denat., Parfum, Geraniol, Limonene, Citronellol, Linalool, Hydroxycitronellal, Farnesol, Citral, Eugenol, Benzyl Alcohol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.