მთავარიშოპისუნამო

BIANCO PURO

BIANCO PURO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს ჯადოსნური ქმნილება Bianco Puro („ქათქათა თეთრი“) მოჯადოებულ ადგილას დაიბადა და მჭიდრო კავშირშია „ბელ პაეზეს“ (მშვენიერი ქვეყანა, იგულისხმება იტალია) ანტიკურ ტრადიციებსა და საოცარ სანაპიროებთან.

მოცულობა:

Not Chosen

1,035.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს ჯადოსნური ქმნილება Bianco Puro („ქათქათა თეთრი“) მოჯადოებულ ადგილას დაიბადა და მჭიდრო კავშირშია „ბელ პაეზეს“ (მშვენიერი ქვეყანა, იგულისხმება იტალია) ანტიკურ ტრადიციებსა და საოცარ სანაპიროებთან.

ტროპეა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილმდებარეობაა: მის მთელ ლანდშაფტს თეთრ კლდეზე შეფენილი ქალაქი წარმოქმნის. თეთრი ქვიშის სანაპიროები, ცის სხივების ათასი ელფერით მოფენილ, ბროლივით კამკამა ზღვის ზედაპირზე ირეკლება. მზის ნათება, ლანდშაფტს, სანაპიროდან — ტროპეას მეფურ კლდემდე, მთლიანად თეთრად ღებავს და ზღვით მონაოსნე მოგზაურებს სუნთქვის შემკვრელი სანახაობით ეგებება.

პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო, ბავშვობაში, პაპა გულიელმოსთან და მამასთან — ეველინოსთან ერთად ნაოსნობისას, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთით, ეოლიის კუნძულების არქიპელაგის გულში აღმოჩნდნენ: ის ადგილი სტრომბოლის განთქმული ვულკანითაა ცნობილი. სწორედ მაშინ შეიგრძნეს პირველად ნაპირის მაგია, რომელსაც, ანტიკურ ხანაში, „ღმერთების სანაპიროს“ უწოდებდნენ, არომატი Bianco Puro-ს მსგავსად, მართლაც ღვთაებრივი და მაჰიპნოზირებელი სილამაზისა და ყოველ კუთხეში მანათობელი წმინდა, ქათქათა თეთრი ფერის გამო.

პირველად, ტროპეას შთამბეჭდავი სილამაზე თვალწინ მომხიბლავი თეთრი მთვარის ქვეშ, ზღვის პირას დანთებული ღამის კოცონის გარშემო გადაეშალათ.

კაცობრიობის და ბუნების შემოქმედებითი კავშირის წიაღში დაბადებული ამ სუნთქვის შემკვრელი არქიტექტურის საუკეთესო ხედს, სწორედ, სანაპირო გვთავაზობს: უზარმაზარი კლდეები და ქათქათა თეთრი ქვიშა მყარ საფუძველს ქმნის ვარსკვლავებით მოჭედილი ლურჯი ცის ქვეშ განფენილი თეთრი ნაგებობებისა და სახლებისთვის. მდუმარე ღამეში, შორიდან, სტრომბოლის ვულკანის ბურდღუნის ექო გაისმის.

Tiziana Terenzi-ს ეს ქმნილებაც, სურნელოვან ხასიათს, მართლაც, ზემოთ აღწერილი მისტიკური, სიურეალისტური ატმოსფეროს მაგვარ გარემოში ამჟღავნებს; ექსკლუზიურად იმ ექსპერტთათვის, რომელთაც მისი აკრობატული ძალის აღქმა ძალუძთ.

კომპოზიცია უჩვეულოდ ძლიერი ციტრუსოვანი თაიგულით იხსნება: პირველივე მომენტიდან, შეგიძლიათ, ძვირფასი, უმეტესად სამხრეთის იტალიის რეგიონის ციტრუსების ინტენსიური არომატები შეიგრძნოთ. მათ შორის, ყველაზე მკაფიოდ, ლიმონის ნოტების გარემომცველი განთქმული მანდარინის ფორთოხალი და უნიკალური კალაბრიული ბერგამოტი ჟღერს.

ენერგიის მომნიჭებელი, ცქრიალა გამხსნელი ნოტები, ძვირფასი სპეციების და ეგზოტიკური ხილის მდიდრულ, ჰიპნოზურ საწოლზე განისვენებენ: იქ, მიხაკის და ზაფრანის სასიამოვნო ჰანგები გაისმის, რომელთაც იტალიური ლავანდის ჰესპერიდული (ჰესპერიდია: ტყავის აკორდებით გამდიდრებული ციტრუსის ქერქის ექსტრაქტი) ნოტებისა და კარამელის კომბინაცია აძლიერებს, ფორთოხლის მანგოს უჩვეულო აკორდთან.

სურნელოვანი ქმნილების ბაზა გულს დაუძლეველი სურვილის აღმძვრელი ძალით ეხება და ჭეშმარიტი სუნამოს გული და სული ხდება — პარფიუმერიის აქამდე გამოუცდელი კათარზისი…

სინქრონულად უკრავს პრესტიჟული, იშვიათი მერქნების კომპლექსური სიმფონია და უპრეცედენტო ძალას აგენერირებს; მათ შორის, ტაიტურ ვეტივერთან კომბინირებულ შორეული ინდოეთის წითელ პაჩულის და ყავისფერ სანდალს აღმოაჩენთ. ამ ძვირფასი ხეების სურნელი უიშვიათეს შავ კამბოჯურ უდს (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) იხუტებს. მათ ორიგინალურ მერქნოვან მრავალხმიანობას, სიძლიერისა და კეთილშობილურობის დამსახურებით, მთლიანი სურნელოვანი პირამიდის მხარდაჭერის უნარი აქვს. საბაზისო ნოტებს კიდევ უფრო აძლიერებს მირონის მეფური ძალა; მუშკის ფაქიზი ინტენსივობით ხაზგასმული ვანილის წიპწების გურმანული დელიკატესი კი — ატკბობს.

ტრადიციის თანახმად, როდესაც ტროპეას წმინდა თეთრ ფერს აღმოაჩენთ, თქვენი ფერთა აღქმა კვლავინდებური აღარასოდეს იქნება; აღარც პარფიუმერული სამყარო იქნება ისეთი, ამ ძვირფასი, ექსკლუზიური ქმნილების დაგემოვნებამდე რომ იყო. Tiziana Terenzi-ს ექსტრაქტი Bianco Puro, თეთრი ფერის სურნელის განმსაზღვრელია!

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, მწვანე მანდარინი, სორენტოს ლიმონი

გულის ნოტები:

ზაფრანა, მიხაკი, მანგო, ლავანდა, კარამელი

საბაზისო ნოტები:

პაჩული, ვეტივერი, მირონი, მუშკი, სანდალვუდი, ვანილის მარცვლები, კამბოჯური უდი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Linalool, Geraniol, Coumarin, Eugenol, Benzyl Benzoate, Citral, Benzyl Alcohol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.