მთავარიშოპისუნამო

ARRAKIS

ARRAKIS

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს Arrakis მოულოდნელი კონტრასტების არომატია: მისი სურნელი, ნათელი და ბნელი შტრიხებითა და მაცდური ძალით, კომეტის ინტენსიურ კუდს წარმოქმნის და არავისთვისაა შეუმჩნეველი.

მოცულობა:

Not Chosen

1,425.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს Arrakis მოულოდნელი კონტრასტების არომატია: მისი სურნელი, ნათელი და ბნელი შტრიხებითა და მაცდური ძალით, კომეტის ინტენსიურ კუდს წარმოქმნის და არავისთვისაა შეუმჩნეველი.

პაოლო და ტიციანა ტერენცების მოგონებებით, თანავარსკვლავედებსა და მათ ვარსკვლავებში მოგზაურობა გრძელდება. კოლექცი Luna-ში („მთვარე“) მოქცეული წმინდა ემოციების წვეთები ღრმა კოსმოსში ფართოვდებიან, რათა ყველაზე შორეულ, კაშკაშა ვარსკვლავებს შეხვდნენ, მხატვრული პარფიუმერიის ახალი საზღვრები შეისწავლონ და იკაროსის (ბერძნული მითოლოგიის გმირი, რომელიც კუნძულ კრეტიდან გასაქცევად ცვილით შეწებებული ბუმბულების ფრთებს იმაგრებს) ოცნების განსახორციელებლად, ბავშვური ფანტაზიები ბუმბულის ფრთებად აქციონ.

გველეშაპის თანავარსკვლავედის ბინარული (ორმაგი) ვარსკვლავური სისტემა — აკარისი გახდა ამ ფართო სპექტრის მქონე სურნელოვანი პირამიდის შესწავლის შთაგონება, რომლის ჩანაფიქრიც ახალი სინათლისა და არაპროგნოზირებადი ემოციური შეგრძნებების გამოწვევა იყო.

ორი ერთნაირი, საპირისპირო ვარსკვლავით წარმოქმნილი აკარისის სისტემის მსგავსად, Tiziana Terenzi-ს სუნამო Arrakis-საც, კონტრასტული ინტენსივობის ორი სახასიათო შტრიხი აქვს, რომლებიც თავიანთ ბუნებას მხოლოდ პარფიუმერიის ექსპერტ მცოდნეებთან ავლენენ.

Arrakis-ის სურნელი ძვირფასი, ელეგანტური ციტრუსოვანი ნოტების აფეთქებით იშლება, სადაც სიცილიური გრეიფრუტის მძლავრი სურნელი დომინირებს, პალერმოს ციტრუსებით განთქმული კონკა დ’ოროდან („ოქროს თასი“) — ამ ძვირფასი ხილის ხეს, უიშვიათესი, ექსკლუზიური თვისებების გამო, „სამოთხის ხესაც“ უწოდებენ. გრეიფრუტის სურნელს ექოს აძლევენ სხვა ციტრუსები — კალაბრიული ბერგამოტი და სორენტოს ლიმონი — ორი ძვირფასი ესენცია Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკიდან.

არომატის სურნელი, რომლის მამოძრავებელი ძალა ციტრუსებია, მცენარეების ბალახისებრი ნოტების ანსამბლს იკრავს გულში, ქონდრის და როზმარინის მოუთვინიერებელი სულით და იაპონური ოსმანტუსისა და სიცილიური ყვითელი ზაფრანის ნოტებით: კომპოზიციის გაშლა ტაიტის ძვირფასი ვეტივერის თბილი, ეგზოტიკური ჩახუტებით იწყება, რომელიც გამოკვეთს ვირჯინიული თამბაქოს ნოტებს, მერქნების — ინდური წითელი პაჩულისა და ანტილის კუნძულების გაიაკის ხის კვალდაკვალ.

სურნელოვანი ქმნილება, ხეებისა და აღმოსავლური ნოტების ეგზოტიკური ბლენდის ბაზას ეყრდნობა, რაც ციტრუსოვან გამხსნელ ნოტებს დაუჯერებელ მდგრადობას ანიჭებს. საბაზისო ნოტებს შორის ვლინდება მატუ-გროსუს (ბრაზილიის შტატი) ტონკას მარცვლები, ამბრი და მუშკი, რომელთაც კამბოჯური უდის ინტენსიური, მბრძანებლური ძალა სრულქმნის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით. უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით).

Tiziana Terenzi-ს Arrakis მოულოდნელი კონტრასტების არომატია: მისი სურნელი, ნათელი და ბნელი შტრიხებითა და მაცდური ძალით, კომეტის ინტენსიურ კუდს წარმოქმნის და არავისთვისაა შეუმჩნეველი.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, ლიმონი, გრეიფრუტი, ზაფრანა, ოსმანტუსი, ქონდარი და როზმარინი

გულის ნოტები:

ვეტივერი, თამბაქო, პაჩული, გუაიაკის ხე

საბაზისო ნოტები:

ტონკას მარცვლები, ამბრი, მუშკი და კამბოჯური უდი

Alcohol Denat., Parfum, Coumarin, Linalool, Benzyl Alcohol, Limonene, Benzyl Benzoate, Benzyl Salicylate, Isoeugenol, Cinnamal

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.