მთავარიშოპისუნამო

ARETHUSA

ARETHUSA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების ბავშვობის ყველაზე მხიარული და უდარდელი, შთამაგონებელ მოგზაურობა ულამაზეს სიცილიას უკავშირდება და სწორედ მას ეძღვნება Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Arethusa-ც („არეტუზა“. იგულისხმება ბერძნული მითოლოგიის ნი

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების ბავშვობის ყველაზე მხიარული და უდარდელი, შთამაგონებელ მოგზაურობა ულამაზეს სიცილიას უკავშირდება და სწორედ მას ეძღვნება Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Arethusa-ც („არეტუზა“. იგულისხმება ბერძნული მითოლოგიის ნიმფა, რომელიც არკადიიდან გაიპარა, ზღვა გადაცურა და სირაკუზის კუნძულ ორტიგიაზე მტკნარი წყლის შადრევანის ფორმით გამოჩნდა).

სიცილია ადგილია, სადაც ემოციების მომაჯადოებელ ზღვაში, ერთმანეთში იხლართება ისტორია, ხელოვნება და ბუნება. ხმელთაშუა ზღვის ამ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ამავდროულად, იტალიის მშვენიერებებს შორის უძველეს კუნძულს, ჩარჩოსავით აკრავს ველური სანაპიროები, ანტიკური ნანგრევები და ბაროკოს ნაგებობებით გარშემორტყმული მოედნები.

Tiziana Terenzi-ს დახვეწილი ექსტრაქტი — Arethusa, სიცილიის ყოველ ფერადოვან ჰანგს მოიცავს: მისი დაგემოვნებისას, ამაღლებული სურნელის მქონე ყვავილებთან დაწყვილებულ გემრიელი ხილის ნოტებს შეიგრძნობთ, ხმელთაშუა ზღვის მცენარეების არომატულ მერქნებს შორის რომ ფეთქავენ. მათთან ჰარმონიულ კონტრასტს წარმოქმნის სირაკუზსა და ორტიგიაზე გავრცელებული სპეციები.

როგორც პარფიუმერები სურნელის კონცეფციაზე მუშაობის პროცესს განმარტავენ, ეს ქმნილება, საწყის ეტაპზე, წარმოშობისკენ მოგზაურობას წარმოადგენდა, თუმცა, გააზრების შედეგად, შუა ზაფხულის გრილი ღამის გრაციოზული სულისკვეთებისთვის დამახასიათებელ თავბრუდამხვევ სიზმრად იქცა — ზმანებად, რომელიც კომპანიონებთან ერთად, გიტარით ხელში, ზღვის პირას დანთებული კოცონის გარშემო სიმღერის მოგონებებს აცოცხლებს და იმ ადამიანებს გვახსენებს, გულით მუდამ თან რომ ვატარებთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად შორს არიან.

არეტუზა ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟია, ნერეუსის და დორისის ქალიშვილი. ის ოკეანუსის ვაჟს — ღვთაება ალფეუსს შეუყვარდა, როდესაც ბანაობისას ჩუმად უთვალთვალებდა; თუმცა, არეტუზამ მისი მხედველობის არიდან მიმალვა შეძლო და თავშესაფარი კუნძულ ორტიგიაზე, სირაკუზში იპოვა, სადაც ქალღმერთმა არტემიდამ წყაროდ აქცია. არეტუზას გაუჩინარებამ შეყვარებული ალფეუსი დაადარდიანა და მისი სევდით შეძრულმა ზევსმა გადაწყვიტა, მდინარედ გადაექცია, პელოპონესის ნახევარკუნძულიდან იონიის ზღვა რომ გაევლო და საყვარელ წყაროს შეერთებოდა.

იტალიის დიდებულ ნავსადგურში — სირაკუზში, არეტუზას ნაკადული ჩაედინება და მისი დამსახურებით, ორტიგიას კუნძულზე დღემდე ცოცხლობს მითი არეტუზასა და ალფეუსის შესახებ.

გამხსნელი ნოტები:

ფორთოხალი, ჯანჯაფილი, ქლიავი, ლეღვი, ვარდისფერი გრეიფრუტი, არტემიზია

გულის ნოტები:

წითელი სანდალი, ჟასმინი, ვარდი, ზაფრანა, გრეიფრუტი, ფორთოხლის ყვავილი, სანდალვუდი, ბროწეული, მანანა

საბაზისო ნოტები:

პაჩული-ვეტივერი, ლიკვიდამბარი (იგივე ამბრის ხე), ტყავის ნოტები, ხემარწყვა, ზღვის საკმელა, მარილისა და თეთრი ქვიშის ნოტები, ოლეანდრი, ტყის ცოცხა 

Alcohol Denat., Parfum, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Salicylate, Citronellol, Hexyl Cinnamal, Cinnamyl Alcohol, Citral, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Coumarin, Amyl Cinnamal, Geraniol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.