AL CONTRARIO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Al Contrario („პირიქით“), კოლექცია „კლასიკის“ (Classic Collection) სხვა არომატებისგან განსხვავებით, არა მოგზაურობის შესახებ, არამედ — შინ დაბრუნებაზე გვიამბობს.
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Al Contrario („პირიქით“), კოლექცია „კლასიკის“ (Classic Collection) სხვა არომატებისგან განსხვავებით, არა მოგზაურობის შესახებ, არამედ — შინ დაბრუნებაზე გვიამბობს.
Al Contrario-ს რაფინირებული სურნელი ყველასთვის განკუთვნილი არაა: მონატრების თითქმის ნოსტალგიური შეგრძნების შთაგონებით, დახვეწილი ბალანსის საფუძველზე შექმნილი კომპოზიცია, ვანილის სიტკბოს და ალაოსა და კაკაოს წიპწების კონტრასტულ ნოტებს შორის ლავირებს. მისი გრაციოზული და ამავდროულად, ღრმა არომატი, სელექციური ხის — აბანოზის (იგივე ეკალმუხა, შავი ხე) პროვოკაციულ არსს ასახავს და ფესვებიც, სწორედ, მის სურნელში გაუდგამს.
…
ტრადიციულად, Tiziana Terenzi-ს კოლექცია „კლასიკის“ (Classic Collection) შთაგონება, მოგზაურობა და კოცონთან ასოცირებული შეგრძნებებია: ის შთამბეჭდავი, ძლიერი მომენტი, როდესაც, თითქოს, სული შეჩერებულა და აბსოლუტურ საოცრებასთან სიახლოვს, ყოფიერებას სრულყოფილად მოიცავს. შინაგანი ზრდის მაძიებელი მოგზაურის სული, შორეულ ადგილებს შეიგრძნობს. ყოველი ნაბიჯი, ცოდნისა და ჭეშმარიტი კეთილდღეობისკენ მიმავალი ცნობიერების კიბის ახალ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობაა. ამ სულიერი ძიებებიდან დაბრუნებაზე გვიამბობს არომატი Al Contrario, მოგზაურთა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, ინტიმურ განცდაზე: უკან მოტოვებული მოგონებების შესახებ ნოსტალგიასა და ამავდროულად, მშობლიურ კერაში მოგიზგიზე ცეცხლისა და საყვარელი ადამიანების შეხვედრის მომლოდინე, მღელვარე ემოციებით აღსავსე გულზე.
სახლთან მიახლოებისას, თანდათანობით, სხვადასხვა ადგილი მეტად ნაცნობი და მეგობრული გვეჩვენება. შორ დისტანციაზე, ჩვენი სამშობლოს მწვანე მთების ტკბილი ფერდობები მოჩანს. თვალსაწიერში ჩნდებიან ამ საოცარი მიწისთვის (იგულისხმება იტალია) ჩვეულად მსხმოიარე მცენარეები, მინდვრები, ვენახები და ხეხილის ბაღები. ამოიცნობ ხეს, რომელზეც ბავშვობაში აძვრომა გიყვარდა; ნახევრად დახურული ფანჯრებიდან შეპარული ბუნდოვანი შუქით განათებულ ძველ ფერმას; მოსახვევის დასასრულს, უეცრად, ზღვა გამოჩნდება და თავისი დამანგრეველი ტალღებით გესალმება. როგორც იქნა, სახლში ხარ: ოჯახის წევრების სიყვარული და მისაგებებლად აგიზგიზებული ბუხარი გულს გითბობს და ახლადგამოცდილი თავგადასავლების საამბობად, ტემპს გიწესებს.
Tiziana Terenzi-ს Al Contrario, ახლადდაბრუნებული მოგზაურის ინტიმური სენტიმენტების მსგავსი სუნამოა, რომელიც იმ ადამიანებს ეძღვნება, ჭეშმარიტად გააზრებული რომ აქვთ მოგზაურობისა და ცხოვრების არსი. ყველამ არ იცის, როგორ დაბრუნდეს უკან; და არც ეს რაფინირებული არომატია ყველასთვის!
მონატრების თითქმის ნოსტალგიური შეგრძნების შთაგონებით, დახვეწილი ბალანსის საფუძველზე შექმნილი Al Contrario, ვანილის სიტკბოს და ალაოსა და კაკაოს წიპწების კონტრასტულ ნოტებს შორის ლავირებს. მისი გრაციოზული და ამავდროულად, ღრმა არომატი, სელექციური ხის — აბანოზის (იგივე ეკალმუხა, შავი ხე) პროვოკაციულ არსს ასახავს და ფესვებიც, სწორედ, მის სურნელში გაუდგამს.
Al Contrario — ესაა სურნელოვანი მოგზაურობაა მათთვის, ვინც შინ ბრუნდებიან და შემდეგ, გასამგზავრებლად კვლავ მზად არიან, იმ ახალი ძიების კვალდაკვალ, ცხოვრება, თავისი ყოველდღიური საოცრებებით, განუწყვეტლივ რომ გვთავაზობს…
გამხსნელი ნოტები:
ალაო, აბანოზი (იგივე ეკალმუხა, შავი ხე), კაკაოს წიპწები, ქვის ფხვნილი
გულის ნოტი:
ვანილი, ორქიდეები, ტონკას მარცვლები
საბაზისო ნოტები:
სანდალვუდი, ლერწმის შაქარი, ბენზოინი, თხილი
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Geraniol, Coumarin, Linalool, Hydroxycitronellal, Citral
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.