მთავარიშოპისუნამო

AKRAGAS

AKRAGAS

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს Akragas („აკრაგასი“), პარფიუმერების — ტიციანას და პაოლოს იტალიაში ხანგრძლივი მოგზაურობისას დაგროვილი ემოციების შთაგონებების კვალდაკვალ შეიქმნა, მარილის სურნელის და მისი უთვალავი ასპექტის ძიებისას.

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს Akragas („აკრაგასი“), პარფიუმერების — ტიციანას და პაოლოს იტალიაში ხანგრძლივი მოგზაურობისას დაგროვილი ემოციების შთაგონებების კვალდაკვალ შეიქმნა, მარილის სურნელის და მისი უთვალავი ასპექტის ძიებისას.

ზღვით გარშემორტყმული Bel Paese, იგივე „მშვენიერი ქვეყანა“ (იგულისხმება იტალია) ძვირფასი მარილითაა მდიდარი — ელემენტით, რომელიც ყოველთვის ხელს უწყობდა ცივილიზაციების განვითარებას. მარილს, თავის მხრივ, მრავალი ასპექტი აქვს: მისი მოპოვება მხოლოდ ზღვის წყლის აორთქლების გზით არ ხდება; ის, ასევე, სიცილიაში უხვად გავრცელებული მარილის ორმოების ექსტრაქციითაც მიიღება.

ანტიკურ ხანაში, აკრაგასის სახელით მოიხსენიებდნენ მომაჯადოებელი ბუნებრივი სილამაზით და უმშვენიერესი დორიული ტაძრების ველით — მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელი ძეგლით განთქმულ სამხრეთ სიცილიის ცნობილ ქალაქ აგრიჯენტოს. დღემდე უნაკლოდ შემონახულ იმ ტაძრებს, ჯერ კიდევ, მანია გრეჩას (მანია გრეჩას უწოდებდნენ სამხრეთ იტალიის ბერძნულ დასახლებებს, ძველი წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნიდან) ხანაში აღმერთებდნენ: ძველი ბერძენი პოეტი — პინდარე აკრაგასს „მსოფლიოს ულამაზეს ქალაქს“ უწოდებდა და საკუთარი შემოქმედების დიდი ნაწილიც სწორედ მისი შთაგონებით შექმნა.

სხვადასხვა დროს, აგრიჯენტოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე გავლენა განსხვავებულმა ხალხებმა მოახდინეს — მანია გრეჩას ეპოქიდან მოყოლებული, კართაგენელებით, არაბებით, ნორმანებით დასრულებული. ყოველმა ერმა, ამ კუნძულზე, ახალი კულტურული ასპექტი დანერგა, რომლებმაც ჰარმონიულად თანაარსებობა შეძლო და დღემდე შემოგვინახა სილამაზე, რომელივ ყოველ ჩვენგანს რაღაცას ასწავლის.

არომატი Akragas, ხმელთაშუა ზღვის ბუჩქებითა და მომაჯადოებელი ლანდშაფტებით გარშემორტყმული აგრიჯენტოს ყველაზე განთქმული კარიერის მარილის გამოყენებით, ამ საოცრებების და კულტურების გზაჯვარედინის მშვენიერების აღწერას ცდილობს.

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება — Akragas პიკანტური თაიგულით იშლება, რომელიც, მყისიერად, ხმელთაშუა ზღვის მაკვისების (ხმელთაშუა ზღვის ხშირი მარადმწვანე ბუჩქნარი) არომატებს გამოაღვიძებს. მათ შორის, ყველაზე მკაფიოდ, სიცილიური მურტი და ხმელთაშუა ზღვის წყალმცენარეების ნოტები შეიგრძნობა, რომელთაც იმ კუნძულზე გავრცელებული ციტრუსები იხუტებენ, სამეფო გრეიფრუტის და ნეროლის (ნეროლი: მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით) შეუმცდარი დამაჯერებლობის დომინაციით.

გამხსნელი ნოტები, სიცილიის მიწის მსგავსად, მტკიცე, ძლიერ და ხელგაშლილ გულში განისვენებენ, სადაც მთავარი მფეთქავი ნოტი, ატლასის კედარით გაძლიერებული აგრიჯენტოს მარილია. გულის ნოტებს შორის, ასევე, წითელი ქონდრის და ბულგარული გერანიუმის (გერანიუმი: ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) ინტენსიური სურნელი შეიგრძნობა.

მთლიანი კომპოზიცია სიცილიური ნიავის გამოძახილების განმასახიერებელ მძლავრ არომატულ ბაზას ეყრდნობა: ბენზოინის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) სურნელს მუშკი აძლიერებს, სინგაპურული პაჩულისა და მადაგასკარული ვანილის წიპწების კონტრაპუნქტში.

Tiziana Terenzi-ს Akragas, მარილიანი, მომხიბლავი სურნელის ერთ წვეთში მოქცეული აგრიჯენტოს რეგიონის საოცრებების სულია!

გამხსნელი ნოტები:

სიცილიური მურტი, ხმელთაშუა ზღვის წყალმცენარეები, გრეიფრუტი, სიცილიური ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით)

გულის ნოტები:

სიცილიური მარილი, ატლასის კედარი, წითელი ქონდარი, ბულგარული გერანიუმი

საბაზისო ნოტები:

მუშკი, ბენზოინი, სინგაპურული პაჩული, მადაგასკარული ვანილის წიპწები

Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Coumarin, Hexyl Cinnamal, Citronellol, Linalool, Geraniol, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Citral, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol, Eugenol, Benzyl Cinnamate, Farnesol, Anise Alcohol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.