მთავარიშოპისუნამო

AFRODITE

AFRODITE

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს Afrodite-ს („აფროდიტე“) სურნელი იდუმალების ჰიპნოზური შტრიხით — პიკანტური, ყვავილოვანი არომატით იშლება

მოცულობა:

Not Chosen

1,290.00 ₾
აღწერა

მშვენიერი ღვთაება აფროდიტე, სიყვარულის, ვნების და ცდუნების ველურ, უკონტროლო ძალას განასახიერებს, რომელსაც საპირისპირო ხასიათის ელემენტების — მამაკაცების და ქალების, ძალის და სიკეთის, ვნების და სიტკბოს გაერთიანებისა და ერთმანეთთან ჩახუტების უნარი შესწევს; შეუძლია, გული მოაჯადოოს და ყველაზე შეუზღუდავი, გაუთქმელი გრძნობები გააღვივოს.

აფროდიტეს სამშობლოში — პაფოსის (ქალაქი კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბერძნული მითოლოგიის სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს სამშობლო) ნანგრევების (იგულისხმება რომაული პერიოდის ნანგრევები) მახლობლად დაბანაკებულ, დიდი კოცონის გარშემო შემომსხდარ პარფიუმერებს — პაოლოს და ტიციანას, თვალწინ ლაჟვარდისფერი ზღვის პეიზაჟი გადაეშალათ, რომელსაც გარს ამ ქალღმერთივით მომაჯადოებელი აყავავებული ველური ბუნება ეკვროდა, მათრობელა სურნელით. მისმა საოცარმა სილამაზემ, ცეცხლში შეკეთებული ხის ენერგიული ტკაცუნის ფონზე, პარფიუმერების გონება წამიერად გააშეშა და მათი გრძნობები ექსტაზური კონდიციისკენ გაიტაცა…

Tiziana Terenzi-ს Afrodite-ს („აფროდიტე“) სურნელი იდუმალების ჰიპნოზური შტრიხით — პიკანტური, ყვავილოვანი არომატით იშლება: შროშანის ყვავილები ვარდისფერი წიწაკის მარცვლებს იხუტებენ და შემდეგ, გემრიელად მყარდებიან თეთრი ატმითა და თეთრი მოცხარით გამოკვეთილი ვანილის წიპწების ძლიერ სიტკბოში. ეს მყისიერად მომხიბლავი თაიგული შინაგანი სამყაროს სიღრმეებისკენ მიგვიძღვის და ხელახლა აღმოგვაჩენინებს მაგიურ, მომაჯადოებელ ყვავილებზე დაფუძნებულ პირველყოფილ საგვარეულო ძალას: ტუბეროზას აბსოლუტს, ნეროლისა (ნეროლი: მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით) და ზამბახის კონტრაპუნქტში, ძვირფასი და მაცდური ფერომონის გარემომცველი ხეობის შროშანი და გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) ატკბობს — დახვეწილი და ამავდროულად, ძლიერი იარაღი, რომელსაც გარშემომყოფთა გულების მართვა ძალუძს.

არომატის სურნელი მერქნების მყარ საფუძველშია ფესვგადგმული, სადაც მკაფიოდ ჟღერს მძლავრი აფროდიზიაკების — პაჩულისა და აბანოზის (იგივე ეკალმუხა, შავი ხე) ნოტები, რომელთაც სანდალის ხის (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და თეთრი მუშკის (იგივე სინთეტიკური მუშკი) დელიკატური ხასიათი არბილებს, სიყვარულის ფერომონების მფრქვეველი, ვნებიანი რუხი ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) კი — აძლიერებს.

გამხსნელი ნოტები:

ვარდისფერი წიწაკა, შროშანი, ვანილის წიპწები, თეთრი ატამი, თეთრი მოცხარი

გულის ნოტები:

ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით), ტუბეროზის აბსოლუტი, ზამბახი, გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), ხეობის შროშანი, ფერომონი

საბაზისო ნოტები:

რუხი ამბრი, თეთრი (სინთეტიკური) მუშკი, პაჩული, სანდალვუდი, აბანოზი (იგივე ეკალმუხა/შავი ხე), ფერომონი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Hydroxycitronellal, Alpha – Isomethyl Ionone, Hexyl Cinnamal, Citronellol, Linalool, Benzyl Salicylate, Benzyl Benzoate, Citral, Eugenol, Geraniol, Benzyl Alcohol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.