მთავარიშოპისუნამო

ABBRIVIO

ABBRIVIO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს არომატი Abbrivio , ბუნდოვანი ძალების მიერ გენერირებული მოძრაობის იდუმალ ძალას მოიცავს, აქაფებულ წყალში ჯადოსნური კვამლივით რომ ფეთქავენ და მაცდური და მომაჯადოებელი უნარები შესწევთ — მათთვის, ვისაც ცხოვრებისეულ ლაჟვარდისფერ ზღვაში ჩაძირვის

მოცულობა:

Not Chosen

1,725.00 ₾
აღწერა


მეზღვაურთა სამყაროში, იტალიური სიტყვა abbrivio წინსვლას აღნიშნავს და გემის ინერციით ცურვას გულისხმობს.

როდესაც გემი მოძრაობას იწყებს, მის წამყვან მექანიზმებს უზარმაზარი ინერციის გადალახვა უწევთ, რასაც გემის წყალქვეშ მოქცეული კორპუსის მასა განაპირობებს. მოდით, წარმოვიდგინოთ, ტელეას („ტელეა“ იტალიაში რეგისტრირებული გემია) გაშლილი იალქნები, ქარის ძლიერი ძალის დამსახურებით რომ გაბერილან და გემბანზე დამაგრებილ ანძებს წინ ეწევიან. თუმცა, არის მომენტები, რომლებიც ხანდახან მარადიულად გვეჩვენება, რადგან, იმ დროს, არაფერი ხდება და ნავიც უძრაობაშია; შემდეგ, მოულოდნელად, ადამიანისგან უმართავად — მხოლოდ საკუთარი იმპულსით იწყებს მოძრაობას. ეს ბიძგი წინსვლის გამომწვევია; დაწყება რთულია, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, გემის მოძრაობას თითქმის ვეღარაფერი შეაჩერებს.

წინსვლა ორი სახისაა — ზრდადი და კლებადი, თუმცა, ორივეს დასაბამი ერთია, რაც კარგმა მეზღვაურმა აუცილებლად უნდა გაითავისოს, თუ სურს, უსაფრთხოდ ინაოსნოს. ინერციით ცურვა მოძრაობის ის ჯადოსნური ხრიკია, რომელიც მეზღვაურებს მუდამ ხიბლავდათ, რადგან ამ შეგრძნების სილამაზე სრულად არასოდეს გაცხადებულა და ამინდის პირობებიდან გამომდინარე, განუწყვეტლივ ცვალებადია.

ყოველ გემს საკუთარი სული აქვს, მისი მსვლელობა ვერასოდეს იქნება სხვა გემის მსგავსი: ყოველი გემის ცურვა, განუმეორებელი, უნიკალური თითის ანაბეჭდივითაა, ისევე, როგორც ამ პროცესით შთაგონებული არომატის სურნელი. ეს ჯადოსნური, არაპროგნოზირებადი, იდუმალი და ამოუხსნელი ძალა, სრული თავისი დიდებულებითაა მოქცეული Tiziana Terenzi-ს „ზღვის ვარსკვლავების კოლექციის“ ფლაკონებში.

როგორც ამ შეუჩერებელი ინერციული ცურვის კონტროლი მხოლოდ გამოცდილ მეზღვაურებს შეუძლიათ, ასევე, სურნელოვანი ქმნილების — Abbrivio-ის ხასიათის სრულყოფილად აღქმაც, მხოლოდ პარფიუმერიის ექსპერტების ხვედრია.

არომატის სურნელი გრილი, ქაფიანი, ხილისებრი თაიგულით იშლება — ხმელთაშუა ზღვის სანტოლინას (იგივე ბამბის ლავანდა) არომატული მინიშნებით გამოკვეთილი ბრაზილიური ფორთოხლის, დოლომიტების შავი მოცხარის და რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) ჟოლოს ნოტებით.

კომპოზიციის არაპროგნოზირებადი და მუდმივად განვითარებადი გახსნა, კიდევ უფრო მოცახცახე, მოუთვინიერებელ გულში მყარდება, სადაც თავიდანვე შეიგრძნობა კუმარინის და ადრიატიკის ზღვის მცენარეების კონტრასტულ ნოტებთან კომბინირებული ამბრის მაცდური ძალა. გულის ნოტებს არბილებს ამაზონის ტონკას მარცვლებისა და კუბური ლერწმის შაქრის დამაჯერებელი სურნელი.

ამ მისტიკური ქმნილების ბაზა მყარადაა ფესვგადგმული ატლასის კედარის და სინგაპურული პაჩულის ნოტებში, რომელთაც ტოსკანური მუხის და ავსტრალიური სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) მეფური სურნელი აძლიერებს. შემდეგ ეტაპზე, საბაზისო ნოტებს ხაზს უსვამს რომანიული მუხის ხავსის და მუშკის მტკიცე კომბინაცია.


გამხსნელი ნოტები:

ბრაზილიური ფორთოხალი, დოლომიტების შავი მოცხარი, ხმელთაშუა ზღვის სანტოლინა და რომანიული მარწყვი

გულის ნოტები:

ამბრი, კუმარინი, ადრიატიკის ზღვის წყალმცენარეები, ამაზონის ტონკას მარცვლები და კუბური ლერწმის შაქარი

საბაზისო ნოტები:

სინგაპურული პაჩული, ატლასის კედარი, ტოსკანური მუხა, ავსტრალიური სანდალვუდი, რომანიული მუხის ხავსი და მუშკი.

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Coumarin, Geraniol, Hydroxycitronellal, Alpha-Isomethyl Ionone, Farnesol, Citral, Citronellol, Anise Alcohol, Linalool

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.