მთავარიშოპისუნამო

SALARIA

SALARIA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Giardino Benessere-ს არომატი Salaria („ვია სალარია“, იგივე „მარილის გზა“), მარილიანი სიგრილით, რევერბერაციათა კომპლექსურობით და უკიდურესად გამყოლი სურნელით გაგაოცებთ.

მოცულობა:

Not Chosen

390.00 ₾
აღწერა

რომის იმპერიის ერთ-ერთი უძველესი გზა — ვია სალარია, იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროდან ადრიატიკის ზღვას გადაჰყურებდა და ცერვიას განთქმული ქვამარილით დატვირთულ ქარავნებს რომისკენ მიუძღოდა.

სწორედ ამ ძვირფასი ტვირთის — სურნელოვანი მარილის შთაგონებით დაიბადა Giardino Benessere-ს არომატი Salaria („ვია სალარია“, იგივე „მარილის გზა“), რომელიც მარილიანი სიგრილით, რევერბერაციათა კომპლექსურობით და უკიდურესად გამყოლი სურნელით გაგაოცებთ.

ცერვიას მარილი, ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ძლიერი აფროდიზიაკური თვისებებით იყო ცნობილი და მთელ მსოფლიოში, დღემდე აქტუალურია: მისი არომატული ზღვის სურნელი, ყველაზე განთქმულ შეფმზარეულებსაც შთააგონებს.

რომის იმპერიის ერთ-ერთი უძველესი გზა — ვია სალარია, იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროდან ადრიატიკის ზღვას გადაჰყურებდა და ცერვიას განთქმული ქვამარილით დატვირთულ ქარავნებს რომისკენ მიუძღოდა.

სწორედ ამ ძვირფასი ტვირთის — სურნელოვანი მარილის შთაგონებით დაიბადა Giardino Benessere-ს არომატი Salaria („ვია სალარია“, იგივე „მარილის გზა“), რომელიც მარილიანი სიგრილით, რევერბერაციათა კომპლექსურობით და უკიდურესად გამყოლი სურნელით გაგაოცებთ.

ცერვიას მარილი, ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ძლიერი აფროდიზიაკური თვისებებით იყო ცნობილი და მთელ მსოფლიოში, დღემდე აქტუალურია: მისი არომატული ზღვის სურნელი, ყველაზე განთქმულ შეფმზარეულებსაც შთააგონებს.

Giardino Benessere-ს ქმნილება ზღვის ნიავის ძლიერი ნოტებით იშლება, რომლებიც ოსტატურად ფარავენ კასისის (კასისი: შავი მოცხარის ტკბილი აკორდი) და მურტის (მურტი: მარადმწვანე მცენარე) სიტკობს. არომატს წყალმცენარეების სურნელი აბალანსებს და მთელ კომპოზიციას გრილ, მარილოვან ტონალობას ანიჭებს.

გამხსნელი ნოტები სუნამოს გულს ეყრდნობიან, სადაც გვიმრის ექო იტალიური ლავანდის და კუმარინის (კუმარინი: კუმარინი, მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული ვანილის და ბიტერის ტკბილი აკორდებით) სიგრილის კომბინაციას ეხმიანება. მათ სურნელს გამოკვეთს ცერვიის განთქმული მარილისა და კალაბრიული ბერგამოტის გრილი პოლიფონია.

კომპოზიციის სრული სტრუქტურა ძვირფასი ხეების ძლიერ ნოტებს ეყრდნობა, რომლებიც ამ განმაცვიფრებელ სურნელს მდგრადობას ანიჭებს. საბაზისო ნოტებში მყისიერად ჟღერს სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) მეფური დახვეწილობისა და გამაგრილებელი მუხის ხავსის კონტრაპუნქტთან ოსტატურად შერწყმული კუბური კედარის ხის და არყის ხის სურნელი: მათ, თავის მხრივ, მუშკის დამაინტრიგებელი ძალა აძლიერებს.

Salaria-ს გვიმრისებრი არომატი, მლაშე, თამამი ტონებით, მართლაც ზღვის ძალას მოგანიჭებთ!

ზედა ნოტები: ზღვის ნიავი, კასისი, მირტი და წყალმცენარეები

შუა ნოტები: იტალიური ლავანდა, კუმარინი, ბერგამოტი და ცერვიას მარილი

საბაზისო ნოტები: კედარი, მუხის მუშკი, არყის ხე, სანდალოზის ხე და მუშკი

Alcohol Denat., Parfum, Aqua, Benzyl Salicylate, Hexyl Cinnamal, Coumarin, Geraniol, Limonene, Benzyl Alcohol, Eugenol, Linalool, Anise Alcohol, Benzyl Benzoate, Citral, Citronellol, Farnesol

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.