POMPEI GARDEN
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Giardino Benessere-ს სუნამოს — Pompei Garden-ის („პომპეის ბაღი“) შთაგონება მომდინარეობს პომპეის მხარეში მდებარე იტალიური ბაღიდან — მდიდრული ყვავილებითა და ხილით აღძრული ხმელთაშუა ზღვისთვის სახასიათო შეგრძნებებიდან.
Not Chosen
Giardino Benessere-ს სუნამოს — Pompei Garden-ის („პომპეის ბაღი“) შთაგონება მომდინარეობს პომპეის მხარეში მდებარე იტალიური ბაღიდან — მდიდრული ყვავილებითა და ხილით აღძრული ხმელთაშუა ზღვისთვის სახასიათო შეგრძნებებიდან.
არომატის სტრუქტურა ნაზი, ქარვისებრი მუშკის და კედარის ხის ბაზას ეყრდნობა, რათა იდეალურად გადმოგვცეს ზღაპრულ იტალიურ ბაღში, გვიან შუადღისას სეირნობის და ფიქრის არომატები.
დახუჭეთ თვალები და ხარბად ჩაისუნთქეთ თქვენ გარშემო არსებული სილაჟი; შეიგრძენით ზაფხულის ბრიზი!
ზედა ნოტები: ბერგამოტი, ანანასი, მაგნოლია, ტუბეროზა, გარდენია, გრეიფრუტის ფოთლები
შუა ნოტები: ძირა, ჟასმინი, მწვანე წიწაკა, ქლიავი, ფრეზია, ვაშლი, კარდამონი
ძირითადი ნოტები: მუშკი, ტონკას ლობიო, ქარვა, მუხის ხავსი, კედრის ხე
Alcohol Denat., Parfum, Aqua, Benzyl Salicylate, Linalool, Alpha- Isomethyl Ionone, Geraniol, Limonene, Citronellol
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.