მთავარიშოპისუნამო

BACK TO MUSK

BACK TO MUSK

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Giardino Benessere-ს სურნელოვანი ქმნილება — Back to Musk მაჰიპნოზირებელი თაიგულით იშლება, რომელიც ხილის, ყვავილების და სპეციების ამაღელვებელ ასპექტებს შორის მერყეობს.

მოცულობა:

Not Chosen

390.00 ₾
აღწერა

პარფიუმერული ინგრედიენტების უპირობო პრინცი — მუშკი, თავის წარმატებასა და ცნობადობას ძლიერ აფროდიზიაკურ უნარს უმადლის, რომელსაც დამაჯერებელი, ჰიპნოზური სურნელით გამოიმუშავებს. უამრავი სასარგებლო მახასიათებლისა და გამოყენების მრავალფეროვანი მეთოდების წყალობით, ეს „უსუნო სურნელი“ ყველა დროის პარფიუმერებს ხიბლავდა: მუშკს შესწევს უნარი, სურნელოვანი კომპოზიციის ნებისმიერი ნოტი გამოკვეთოს, რომელთანაც ოსტატი დააწყვილებს; არომატის რევერბერაცია და დიფუზია კი წმინდა ეროტიკულ, მაცდურ ალქიმიად გარდაქმნას.

ცდუნების ესენცია, რომელსაც ვერსად გაექცევი, სხვადასხვა კულტურაში „სიყვარულის ელექსირის“ სახელითაც იწოდება. Giardino Benessere-ს სუნამო Back to Musk („დაბრუნება მუშკთან“), სწორედ ამ „სიყვარულის ელექსირისადმი“ მიძღვნილი ოდაა — დამაჯერებელი მაცდურობით და დაუძლეველი აფროდიზიაკური ძალით დაჯილდოებული ოსტატური სურნელოვანი შემოქმედებით.

Giardino Benessere-ს სურნელოვანი ქმნილება — Back to Musk მაჰიპნოზირებელი თაიგულით იშლება, რომელიც ხილის, ყვავილების და სპეციების ამაღელვებელ ასპექტებს შორის მერყეობს. მათ ბულგარული ვარდის სურნელი ეხმიანება, რეჯიო კალაბრიის ბერგამოტისა და მსხლის კონტრასტულ ნოტებთან ერთად. ყოველი გამხსნელი ნოტი ჰარმონიულად ერწყმის ზაფრანას და ჯადოსნურად ძლიერდება მუშკის ძალით.

კომპოზიციის გულის კარსაც მუშკი გვიღებს: ეს არაორდინალური მოლეკულა, სურნელის გულში, გრძნობებსა და უსასრულო სივრცეში გზამკვლევი ძაფის ფუნქციას ითავსებს და იმ სამეფოსკენ მიგვიძღვის, რომლის მთავარი მოქმედი გმირები ძვირფასი ყვავილები არიან: მაცდურ ინდური სამბაკის ჟასმინს გულში იკრავს სამეფო ხეობის შროშანის, ილანგ ილანგის და მაგნოლიის ნოტები. მათ, იის ფოთლების დამსახურებით, ტყის ძირის სურნელი აგრილებს, გუაიას ხე კი — გამოკვეთს. 

არომატის ბაზა ავსტრალიური სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ტკბილ მერქნისებრ სურნელს ეყრდნობა, რომელსაც ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) აფროდიზიაკური ნოტებით ამოფენილი მუშკის მაცდური, ამაღელვებელი სურნელისა და მადაგასკარის ვანილის ყვავილების კომბინაცია აძლიერებს.

Giardino Benessere-ს „სიყვარულის ელექსირი“ — Back to Musk, ყველაზე ცივ გულებსაც კი ააგიზგიზებს!

ზედა ნოტები: მუშკი, ბულგარული ვარდი, ბერგამოტი რეჯო-კალაბრიიდან, ზაფრანა და მსხალი

შუა ნოტები: მუშკი, ინდური ჟასმინი სამბაკი, ილანგ-ილანგი, მაგნოლია, ია, ველის სამეფო შროშანი და გუაიაკის ხე

საბაზისო ნოტები: ქარვა, ავსტრალიური სანდალოზის ხე, მუშკი და მადაგასკარის ვანილის ყვავილი

Alcohol Denat., Parfum, Aqua, Citronellol, Linalool, Hexyl Cinnamal, Geraniol, Hydroxycitronellal, Limonene, Farnesol, Cinnamyl Alcohol, Alpha-Isomethyl Ionone, Eugenol, Isoeugenol, Citral

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.