მთავარიშოპისუნამო

STRUO

STRUO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Struò — ესაა არომატი, რომელიც მუდმივად განახლებადი მიწის დაუძლეველ სულისკვეთებას განასახიერებს და ვულკანის სიდიადისადმი ერთდროულად განცდილი შიშისა და აღტაცების შეგრძნებებს განიჭებთ.

მოცულობა:

Not Chosen

1,320.00 ₾
აღწერა

არომატთა ამაღლებულ სამყაროში, სადაც პარფიუმერიის ხელოვნება ატმოსფეროს ღვთაებრივი სკულპტორია, ვულკანისადმი მიძღვნილი შეუდარებელი სურნელოვანი ქმნილება, სახელად Struò დაიბადა.

Struò ცეცხლოვან ოდას მიაგებს დედამიწის გულში მფეთქავი ტელურების (ტელური: ქიმიური ელემენტი) მეფურ ძალას და კამკამა ცისკენ დიდებულად აღმართულ კვამლიან ვულკანურ მწვერვალებს. მხრჩოლავი კრატერის გარშემო მოცეკვავე ფერფლის მკვრივი ღრუბლებივით იდუმალებით მოცული არომატი, მუდმივი განახლებისთვის მწველი მიწის დაუძლეველი სულისკვეთების ალეგორიად გვევლინება. მისი აურა, დესტრუქციისა და შექმნის მარადიული ციკლის გააზრებისკენ — სამყაროს ინკადესენტურ გულში მფეთქავი წრებრუნვისკენ მიგვიძღვის.

პაოლო და ტიციანა Tiziana Terenzi-ს Struò-ს შესახებ: „ამ სურნელის ნოტებთან შეხებისას აღძრული შეგრძნებები, დედამიწის სიღრმიდან დაუოკებელი მხურვალებით გადმოფრქვეულ მდუღარე მაგმაზე დაკვირვებისას განცდილ ემოციას შეიძლება, შევადაროთ: ამაღლებულ შიშსა და მოწიწებას, მოკრძალებისა და ვულკანის უსასრულო ძალისადმი განცდილი აღფრთოვანების საპირისპირო შეგრძნებებს შორის აღმოცენებულ დაძაბულობას რომ შეიგრძნობ…

ამიტომაც, გამოწვევას ყველაზე მოტივირებულ ყნოსვით ენთუზიასტებს ვუგზავნით, Struò-ს უნიკალურ სენსორულ განცდებში ჩაიძირონ; იქ, სადაც ძალა და მშვენიერება იმ ელემენტთა ცეკვაში თანაარსებობს, მხოლოდ ოსტატური პარფიუმერიის ხელოვნებას რომ შეუძლია, გრძნობათა სიმფონიად თარგმნოს…

ამ სურნელოვანი ქმნილებით, ვულკანის მისტერია და დიდებულება ხელშესახები ფორმით ცოცხლდება და ყველას, ვინც მას ატარებს, იდუმალებით მოცული ბრწყინვალების საბურველით მოსავს.“

Struò-ს სურნელი აკორდ „ციტრუსით“ იშლება, რომელშიც სიცილიური ზაფრანის სიღრმესა და კომპლექსურობასთან შერწყმული კალაბრიული ბერგამოტის და სიცილიური მანდარინის ცქრიალა ნოტები დომინირებს.

გამხსნელი ნოტები ნაზად ექცევიან კომპოზიციის გულის ჩახუტებაში, სადაც მტკიცედ დგას ლიბანური კედარი, რომელსაც იდეალურად აბალანსებს შრი-ლანკური მწვანე ჩაი და ფაქიზი, განმწმენდი სიგრილის ასოციაციას აღძრავს.

ინდური მიხაკი და ჰიმალაური ილი, არომატის გულს, ეგზოტიკური, გამჭოლი სპეციებით ამდიდრებს, კამბოჯური უდი კი კომპოზიციაში დამაფიქრებელ — მდიდრულ და იდუმალ შტრიხებს აქსოვს.

Struò-ს ბაზა ნოტების აკრობატული ბალანსით ხასიათდება: ფაქიზი, მდიდრული იტალიური ტყავი, სიცილიურ არყისხესთან კომბინაციით, ინტენსიურ, მისტიკურ აკორდს გვთავაზობს. ლაოსის უდი, არომატის სურნელს, ღრმა, მომაჯადოებელი რეზონანსით აძლიერებს; ტოსკანური ფუტკრის ცვილი კი — თითქმის ხელშესახებ სიტკბოს ანიჭებს. დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს აღძრავს ამბრის და სიცილიური თამბაქოს ფოთლების ნაზავი და სუნამოს მიმპკურებლებს, მდგრადი, დახვეწილი სითბოს საბურველით მოსავს.

Struò — ესაა არომატი, რომელიც მუდმივად განახლებადი მიწის დაუძლეველ სულისკვეთებას განასახიერებს და ვულკანის სიდიადისადმი ერთდროულად განცდილი შიშისა და აღტაცების შეგრძნებებს განიჭებთ.


გამხსნელი ნოტები:

სიცილიური ზაფრანა, კალაბრიული ბერგამოტი, სიცილიური მანდარინი და იტალიური ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი)

გულის ნოტები:

ლიბანური კედარი, შრი-ლანკური მწვანე ჩაი, ინდური მიხაკის სახეობები, ჰიმალაური ილი და კამბოჯური უდი

საბაზისო ნოტები:

იტალიური ტყავი, სიცილიური არყისხე, ლაოსის უდი, ტოსკანური ფუტკრის ცვილი, ამბრი და სიცილიური თამბაქო

Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Acetyl Cedrene, Hexamethylindanopyran, Linalool, Limonene (Isomers), Vanillin, Linalyl Acetate, Citrus Aurantium Peel Oil, Alpha-Isomethyl Ionone, Citrus Limon Peel Oil, Pinene (Isomers), Citral, Eugenia Caryophyllus Oil, Eugenol, Geraniol, Terpineol (Isomers), Eugenyl Acetate, Beta-Caryophyllene

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.